• 1.   ჩვენს შესახებ
  • 2.   საკონტაქტო ინფორმაცია
  • 3. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა
  • 4.   პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა, მართვა და დახურვა
  • 5.   აკრძალული ოპერაციები, სანქციები და დამატებითი გარანტიები
  • 6.   განცხადების/პროდუქტის განთავსების წესი და რეკლამირება
  • 8.   პროდუქტის შეფუთვის წესი
  • 9.   პლატფორმების დამატებითი წესები
  • 10.   ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა
  • 11. რეკლამის სერვისი
  • 12.  ფასიანი სერვისები და საფასური
  • 13.   TNET-ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვის ფარგლები
  • 14.   ცვლილებები, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  • 15.   მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • 16.   კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • 17.   თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
  • 18.   გარდამავალი დებულებები
  • 19.   ტერმინთა განმარტება

დაბრუნების პოლიტიკა

1.   ჩვენს შესახებ

შპს თინეთი (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, კომპანია, TNET)
საიდენტიფიკაციო კოდი: 402116474
მისამართი: ქ, თბილისი, ნუცუბიძის ქ. #129ა, სართ. 3;
კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected].
ტელეფონის ნომერი:+ (995 32) 2 47 01 57

  • შპს „თინეთი“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმებს: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge;
  • ჩვენი პლატფორმები მომხმარებლებს და გამყიდველს (მოვაჭრეს) აძლევს შესაძლებლობას შესთავაზონ, გაყიდონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით ჩვენი პლატფორმების გამოყენებით.

2.   საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

 პლატფორმა/ვებგვერდი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

შპს თინეთი/ TNET

[email protected]

032 2 47 01 57

livo.ge

[email protected]

032 2 80 00 15

tkt.ge

[email protected]

032 2 19 55 77

vendoo.ge

[email protected]

032 2 00 08 08

swoop.ge

[email protected]

032 2 10 55 10

mymarket.ge

[email protected]

032 2 80 00 35 

myauto.ge

[email protected]

032 2 80 00 45   

myparts.ge

[email protected]

032 2 80 00 55 

myhome.ge

[email protected]

032 2 80 00 15 

myshop.ge

[email protected]

032 2 47 11 88

myads.ge

[email protected]

032 2 47 01 57

mysports.ge

[email protected]

032 2 47 01 57

myjobs.ge

[email protected]

032 2 47 01 57

auction.myauto.ge

[email protected]

032 2 80 00 45   

super app TNET

[email protected]

032 2 12 12 21

3. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა

3.1.   მომხმარებლის, კომპანიისა და თქვენი ურთიერთობა

  1. წინამდებარე წესები და პირობებით განისაზღვრება თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმების გამოყენებისა და მომსახურების მიღების პირობები. კომპანიის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ შპს „თინეთის“ ნებისმიერ სერვისს:
  2. კომპანია პლატფორმების საშუალებით თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას მომხმარებლებს შესთავაზოთ ან/და გაყიდოთ სხვადასხვა სახის პროდუქტი/სერვისი საქართველოს მასშტაბით.
  3. თქვენ ადასტურებთ, რომ შპს „თინეთი“ არ არის მხარე თქვენსა და მომხმარებელს შორის და არც ტრადიციული აუქციონის მომწყობი.
  4. კომპანიის პლატფორმების ბენეფიტები:
    • პლატფორმებისა და მათში ინტეგრირებული სერვისების ხელმისაწვდომობა;
    • მრავალფეროვანი სერვისის თუ პროდუქტის არჩევანი;
    • თქვენი პროდუქტის, ფასებისა და აღწერის განთავსება, ტრანსპორტირება (თუ წინასწარ განსაზღვრულია), დაბრუნების უზრუნველყოფა (წინასწარ განსაზღვრული პირობებით), მომხმარებლის სურვილებისა და პრეტენზიების მართვა და პროცესების გამარტივების მიზნით თქვენსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის შუამავლობა, დავის მოგვარების მიზნით თქვენსა და მომხმარებელს შორის შუამავლობა (ონლაინ რეალიზაციისას).სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი გასართობი/კულტურული/
    • სპორტული და ა.შ. სახის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების/აბონიმენტების განთავსება და მომხმარებლისთვის მათი შეძენის შესაძლებლობა და ა.შ.
  1. სამართლებრივი ურთიერთობა თქვენსა და მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ განთავსებული (ან თქვენი მითითებით კომპანიის მიერ განთავსებული) პროდუქტის შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და კანონთან შესაბამისობაზე, პროდუქტის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, პროდუქტის დაბრუნებაზე, საგარანტიო პირობების შესრულებაზე, შეკვეთის გაუქმებაზე, არასწორ ფასზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული მოვაჭრის ვალდებულებების შესრულებაზე და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებლის ან მესამე პირების მხრიდან თქვენს განცხადებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზიის შემთხვევაში , პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ.
  2. კომპანია უფლებამოსილია აუქციონი გააუქმოს ნებიმიერ დროს.
  3. პლატფორმებზე ტექნიკური შეფერხების/ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა ან აუქციონი. კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმების/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
  4. კომპანია უფლებამოსილია პლატფორმებზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე ან კანონთან შესაბამისობა არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
  5. პლატფორმებზე/აპლიკაციაში წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმებზე/აპლიკაციაში შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან/და სერვისები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

3.2.   მოვაჭრის განცხადებები, გარანტიები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

3.2.1. განცხადებები და გარანტიები კომპანიის წინაშე

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

  1. თქვენ ხართ ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ, არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი და პლატფორმების სერვისების გამოყენების დროს არ იმყოფებით ევროკავშირის ტერიტორიაზე, არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს, მომხმარებლის წესებს და პირობებს და კონფიდენციალობისა და დაბრუნების პოლიტიკებს;
  2. თქვენს მიერ მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური და არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  3. არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  4. პლატფორმაზე რეგისტრაციისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის თქვენი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
  5. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, თქვენ აცხადებთ და გარანტიას გვაძლევთ, რომ თქვენს მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევთ არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროთ კომპანიას თქვენს მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  6. არ გამოიყენებთ სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი ან/და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის ან/და არ გამოიყენებთ სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით ან/და არ გამოიყენებთ პლატფორმას სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; ან/და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  7. თქვენ კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს კომპანიასთან და მომხმარებელთან, ასევე, მომხმარებელთან ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას;
  8. დაიცავთ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებთ პლატფორმა/ებ/ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, სურათი, პროდუქტის კონტენტი (აღწერა), პიქტოგრამა, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  9. არ გადაცემთ TNET-ის პლატფორმების პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
  10. მომხმარებელს ყოველთვის მიაწვდით შეძენილ/შეკვეთილ პროდუქტს გარდა საფუძვლიანი მიზეზის არსებობისა.
  11. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებთ მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  12. პლატფორმაზე არ განათავსებთ რაიმე სახის შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ან ისეთი სახის ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
  13. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და თქვენს შორის, რომელიც თქვენ ხელს გიწყობთ თქვენს საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქტის ონლაინ რეალიზაციაში/ვაჭრობაში. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს განსაკარგი პროდუქტის კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე. კომპანია არ მონაწილეობს თქვენსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
  14. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ ხართ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხა (კომპანიის სერვისების საფასურის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  15. სამრეწველო ნიმუშის მფლობელისაგან, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის მფლობელისგან და საქონლის მესაკუთრისგან/მწარმოებლისგან გაგაჩნიათ შესაბამისი წერილობითი ნებართვა (თუ ასეთი ნებართვის არსებობა რეალიზაციის აუცილებელი პირობაა), რომლითაც უფლებამოსილი ხართ მოახდინოთ პროდუქტის კომპანიის პლატფორმაზე განთავსება რეალიზაციისა თუ გავრცელების მიზნით.
  16. თანახმა ხართ მომხმარებლის ანგარიშებიდან მოხდეს თქვენი რეალიზებული პროდუქტის/სერვისის ღირებულებიდან კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა და დარჩენილი თანხის თქვენს ანგარიშზე გადამისამართება.

3.2.2. ვალდებულებები

თქვენ ვალდებული ხართ:

  1. არ განახორციელოთ ისეთ ქმედება, რომელიც:
    • იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წესებით და პირობებით და კონფიდენციალობის პოლიტიკით;
    • არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
    • მოგანიჭებთ უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც თქვენ კომპანიისგან ნებართვა არ მიგიღიათ.
  2. დაიცვათ განცხადებებისა და გარანტიების თავით განსაზღვრული პირობები.
  3. კომერციული ან კანონისმიერი საგარანტიო პირობების არსებობისას უზრუნველყოთ მომხმარებლისთვის შესაბამისი საგარანტიო პირობების უზრუნველყოფა.
  4. დაიცვათ განცხადების განთავსების წესები და წინამდებარე წესებით განსაზღვრული სხვა პირობები.
  5. თუ პროდუქტის განკარგვისთვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის პროდუქტს, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
  6. უზრუნველყოთ განთავსებული განცხადების/რეკლამის/მასალის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (დაიცვათ საავტორო/მომიჯნავე უფლებები/რეკლამის შესახებ კანონი და სხვა.) და წინამდებარე წესებთან.
  7. უზრუნველყოთ სარეალიზაციოდ წარდგენილი პროდუქტის შესაბამისობა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში.
  8. აკონტროლოთ პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქტების რაოდენობები და მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, ოპერატიულად გამორთოთ კონკრეტული განცხადება (დააპაუზოს, ამოიღოს ონლაინ გაყიდვებიდან).
  9. დაიცვათ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: (ა) თქვენს საკუთრებაში/კანონიერ მდლობელობაში არსებული პროდუქტის პლატფორმაზე განთავსება და რეალიზაცია მოახდინოთ ამავე კანონის წესების შესაბამისად; (ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებული პროდუქტი დაიბრუნოთ კანონის შესაბამისად; (გ) მომხმარებელს დაუბრუნოთ დაბრუნებული პროდუქტის საფასური კანონმდებლობის შესაბამისად; (დ) უზრუნველყოთ კანონით განსაზღვრული კანონისმიერი და კომერციული გარანტიის წესების დაცვა და შესრულება (ე) შეასრულოთ და  დაიცვათ  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
  10. პლატფორმის ინსტრუქციებისა და ამ წესების მიხედვით განათავსოთ სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ.
  11. დაიცვათ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

3.2.3. პასუხისმგებლობა

თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი, მათ შორის და არამხოლოდ:

  1. ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია თქვენს პროდუქტთან/სერვისთან/განცხადებასთან და არ გამომდინარეობს კომპანიის ბრალით.
  2. კომპანიის პლატფორმებზე რეკლამირებული/განთავსებული პროდუქტის მარაგში არსებობაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, უნაკლოობაზე ან/და კანონიერებაზე, ფასების სიზუსტეზე და მათ ცვალებადობაზე, დაბრუნების პირობის კანონთან შესაბამისობაზე, განცხადებების შინაარსის სიმართლეზე ან/და სიზუსტეზე; პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობაზე და უფლებამოსილებაზე;
  3. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
  4. კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
  5. პლატფორმებზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
  6. მომხმარებელსა და თქვენს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე ან მომხმარებელთან არსებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ, სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;
  7. თქვენს მიერ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
  8. თქვენს მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
  9. თქვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის/ქმედებით (აუქციონის/შეკვეთის გაუქმება/შეჩერება/თანხის არ გადახდა ან დაბრუნება, პროდუქტის დაბრუნებაზე უარის გაცხადება, საგარანტიო სერვისის გაუქმებაზე, შეკვეთის გაუქმებაზე უარის გაცხადება და ა.შ.) დამდგარ შედეგზე.
  10. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის და არა მხოლოდ, საგადასახადო კანონმდებლობა, პერსონალურ მონაცემთა რეგულაცია, მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონი და სხვა) განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებზე.
  11. გამყიდველი პასუხისმგებელია მომხმარებლის ან/და მესამე პირების მიერ კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან/ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან ან/და მიწოდებული პროდუქციის რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი) ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა კომპანიას სარეალიზაციო  პროდუქტის ნაკლის (უფლებრივი/საგნობრივი) გამო ან მის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
  12. გამყიდველი ადასტურებს, რომ იგი პირადად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. ამასთანავე, გამყიდველი პასუხისმგებელია დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ სრულ ზიანზე.
  13. წინამდებარე წესების და პირობების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.

4.   პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა, მართვა და დახურვა

  1. პლატფორმების მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.
  2. ვინაიდან შპს „თინეთი“ ფლობს რამდენიმე პლატფორმას (ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; super app TNET) და თქვენი და მომხმარებლის სარეგისტრაციოდ გამოიყენება ერთი საერთო სარეგისტრაციო სისტემა, რომელიმე ერთ პლატფორმაზე რეგისტრაციით, თქვენ, ასევე რეგისტრირდებით დანარჩენ პლატფორმებზეც (პლატფორმების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, შესაძლოა ზოგ მათგანზე იყოთ მხოლოდ მომხმარებელი).
  3. ანგარიშის (პროფილის) შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  4. პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენებას შეძლევთ ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემდეგ. ავტორიზაცია ხორციელდება თქვენს მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
  5. პლატფორმაზე ავტორიზაციისას თქვენ უფლებამოსილი ხართ საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროთ, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოთ საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.
  6. აკრძალულია კლიენტის (მოვაჭრის) სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
  7. აკრძალულია ერთი მომხმარებლის/კლიენტის მიერ ერთზე მეტი პროფილის (ანგარიშის) გახსნა/ფლობა/მართვა. თქვენ უფლებამოსილი ხართ TNET პლატფორმებზე დარეგისტრირდეთ და მართავდეთ მხოლოდ 1 (ერთ) პროფილს (ანგარიშს). აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, TNET უფლებამოსილია დაუყოვნებლივ დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის/კლიენტის ალტერნატიული პროფილი (ანგარიში).
  8. TNET-ის ზოგიერთ პლატფორმაზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაარეგისტრიროთ ქვე-მომხმარებლები. გაითვალისწინეთ, რომ ქვე-მომხმარებელი არ შეიძლება იყოს სხვა იურიდიული პირი.
  9. იურიდიული პირი ვალდებულია TNET პლატფორმებზე დარეგისტრირდეს იურიდიული პირის სტატუსით და თავისი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს იურიდიული პირის/მოვაჭრის სახელით საქართველოს მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვით. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, TNET უფლებამოსილია დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის/კლიენტის პროფილი (ანგარიში).
  10. თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა/გაუქმება (ე.ი წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა). ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების ანგარიშის (პროფილის) დახურვის თავით<
  11. ამასთანავე, თქვენ ადასტურებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ რეგისტრაციით:
  • შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი თქვენთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გაგაჩნიათ;
  • კომპანიას ანიჭებთ უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის თქვენი მონაცემების გაზიარების ან/და მათგან თქვენი  მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
  • თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას თქვენ უფლებამოსილი ხართ მიუთითოთ ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც გსურთ გადმოვამისამართოთ თქვენს სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხები. თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს შეცვალოთ მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებელი ხართ თქვენ. ამასთანავე, თქვენს მიერ მითითებული ანგარიშის სახელი უნდა ემთხვეოდეს თქვენს მიერ რეგისტრირებულ სახელს. ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი თქვენს ნაცვლად თანხა გადავრიცხოთ სხვა პირის ანგარიშზე.
  1. უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოთ ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გირჩევთ შეარჩიოთ რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად მოახდინეთ მისი განახლება.
  2. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას თქვენს ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ თქვენს ანგარიშზე უნებართვო ან თქვენი ნებართვით განხორციელებულ წვდომისას დამდგარ ზიანზე;
  3. თქვენ ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ თქვენს პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თქვენგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

5.   აკრძალული ოპერაციები, სანქციები და დამატებითი გარანტიები

5.1. პლატფორმებზე მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტის შეძენა/გაყიდვა/ პოპულარიზაცია ან/და ტრანზაქციის/ოპერაციის/ქმედების განხორციელება:

  1. ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;4
  2. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის პოპულარიზაცია, რეალიზაცია ან/და რეკლამირება;
  3. ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
  4. საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
  5. პორნოგრაფიული მასალა;
  6. მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
  7. არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
  8. მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
  9. პროდუქტი/განცხადება/ქმედება/ოპერაცია/ტრანზაქცია, რომელიც არღვევს ჩვენს ან მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
  10. სესხის, ავტოსესხის, ლომბარდის, ლიზინგის ან/და სხვა მსგავსი პროდუქტის/სერვისის შეთავაზების შემცველი განცხადებ/ებ/ის განთავსება კომპანიის თანხმობის გარეშე.
  11. გამყიდველის მიერ არასრული, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაციით განთავსებული პროდუქტები.
  12. ნიკოტინის შემცველი ნებისმიერი სახის პროდუქციის (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, თუთუნი, ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი, საღეჭი თუთუნი, სიგარა და ა.შ.) რეალიზაცია/რეკლამირება.
  13. ელექტრო სიგარეტის აქსესუარების, ჩიბუხების და ყველა იმ აქსესუარის განთავსება/რეალიზება/რეკლამირება, რომელიც გამოიყენება თუთუნის მოხმარებისათვის.
  14. მონაცემთა სუბიექტის (ფიზიკური პირის) პერსონალური მონაცემების დამუშავება (გამოყენება, გადაცემა, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირება/განთავსება, წაშლა, შესწორება, აღება, მონაცემთა ბაზების უნებართვოთ წაღება და ა.შ.) მათი თანხმობის ან კანონიერი საფუძვლის გარეშე ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით.
  15. არაკორექტული ქმედებების განცხორციელება მომხმარებლის/კომპანიის ან კომპანიის თანამშრომლის მიმართ.
  16. სანქცირების პირობის დარღვევა
  17. აკრძალულია პროდუქტი/განცხადება/ოპერაცია/ტრანზაქცია/ქმედება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პლატფორმაზე განთავსების/ტრანზაქციის განხორციელების დროისთვის არსებულ პლატფორმის წესებს/მოთხოვნებს ან/და არღვევს წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია მისი პლატფორმის საშუალებით რეალიზაცია.
  18.  

5.2. არაკორექტული ქმედებები

  1. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პერსონალის/მომხმარებლის კეთილდღეობა, შესაბამისად, მოვაჭრის მხრიდან რაიმე სახის არაეთიკური ქმედება, მათ შორის და არა მხდოლოდ, უცენზურო, შეურაცხმყოფელი ან/და მუქარის შემცველი მომართვა ან სხვა სახის არაკორექტული ქმედება მომხმარებლისთვის, კომპანიისთვის ან/და კომპანიის თანამშრომლისთვის გამოიწვევს მოვაჭრის/მომხმარებლის დაბლოკვას ან/და პროფილის (ანგარიშის) გაუქმებას და მომსახურების შეწყვეტას. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს კომპანიისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

5.3. ინტელექტურლური საკუთრება

  1. პლატფორმებზე/ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. კომპანიის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე.
  2. კომპანიის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე პლატფორმასა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
  3. აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
  4. ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის/მოვაჭრისთვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის/მოვაჭრის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
  5. წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
  6. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის რომელიმე პლატფორმა თქვენ განიჭებთ ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
  7. თქვენ ადასტურებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ მოახდინოს თქვენ მიერ განთავსებული ნებისმიერი მასალის (ფოტო, ვიდეო, აუდიონაწარმოები, კონტენტი და ა.შ.) გადამუშავება ან/და რეპროდუცირება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და დამატებითი გონორარის გადახდის მოთხოვნის გარეშე. ამასთანავე, ყოველივე ეჭვის გამოსარიცხად, კომპანიის ეს უფლება ვრცელდება განუსაზღვრელი ვადით, ნებისმიერ ტერიტორიაზე.

5.4. საგადასახადო ვალდებულებები, კანონმდებლობის დარღვევა და სანქციები

  1. გამყიდველი/განმცხადებელი იძლევა გარანტიას, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება №3751-ის შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს და შესაბამისად, იგი, როგორც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი უფლებამოსილია გამოწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება დღგ-ის ჩათვლა.
  2. გამყიდველი/განმცხადებელი ადასტურებს, რომ მის მიერ აღნიშნული განცხადებისა და გარანტიის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველი/განმცხადებელი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას/მომხმარებელს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, მათ შორის და არამხოლოდ, მომხმარებლის/კომპანიის მიერ გამყიდველის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის ოდენობით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია, დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის/განმცხადებლისთვის გადასახდელი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან.

 

5.5. სანქცირების შესახებ დათქმა:

თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ და თქვენი დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან/და აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, კლიენტის კაპიტალში ან/და კლიენტის მენეჯმენტის/აღმასრულებელი ორგანოს წევრის კაპიტალში (თუკი ეს უკანასკნელი იურიდიული პირია) პირდაპირ ანდა ირიბად წილის მფლობელი ნებისმიერი პირი ან/და აღნიშნული პირის ან/და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები,  ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:

  1. არ ხართ/იქნებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს ან/და საქართველოს ან/და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
  2. არ ხართ/იქნებით იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
  3. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდიათ/დადებთ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
  4. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებთ ან/და არ გადასცემთ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონებას ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებას, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
  5. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდიათ/დადებთ ნებისმიერ გარიგებას ისეთ ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
  6. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე მუხლის (მუხლი 5.5.) შესაბამისად თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდება არასწორი, კომპანიას გარდა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ქმედებებისა, ასევე უფლება ექნება იმოქმედოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დაწესებული სანქციის შესაბამისად და განახორციელოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ანდა ორგანოს მიერ დაწესებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, მათ შორის შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტთან ანაზღაურების გარეშე.
  7. ამ წესების ფარგლებში, „სანქციები“ აღნიშნავს ეკონომიკურ ან ფინანსურ სანქციებს, კანონებს, რეგულაციებს, სავაჭრო ემბარგოებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს (მათ შორის და არა მხოლოდ, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს), რომლებსაც პერიოდულად აწესებს, წარმართავს, ახორციელებს ან/და იძულებით ატარებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია:
    1. გაერო და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
    2. ევროკავშირი და მის მიერ  სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
    3. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ან/და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.

5.6. აკრძალული ოპერაციების განხორციელების შედეგები და კომპანიის უფლებები

  • კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახორციელებთ, ან შეეცდებით განახორციელოთ ოპერაცია/ქმედება ამ მუხლში/თავში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
  • შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაცია/ტრანზაქცია/განცხადება ან/და
  • ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს თქვენი პროდუქტი/განცხადება პლატფორმიდან ან/და;
  • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
  • შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
  • დაბლოკოს/წაშალოს პლატფორმაზე არსებული თქვენი ანგარიში (პროფილი) ან/და
  • მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
  • პლატფორმაზე თქვენი პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების ნებისმიერი მიზეზით მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
  • კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ ამ წესების და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან/და დაგიწესდებათ სანქციების 5.5. მუხლში გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, გახდებით „სანქცირებული პირი".
  • პლატფორმებზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში (მაგ. განცხადებაში მითითებული პროდუქტის რეალიზაცია/გაქირავება და სხვ.), ასევე განცხადების წაშლის ან/და თქვენი პროფილის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების/დაბლოკვის შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა, ამასთანავე, კომპანია არ ახდენს გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანას სხვა თქვენს მიერ მითითებულ სხვა განცხადებაზე.

6.   განცხადების/პროდუქტის განთავსების წესი და რეკლამირება

6.1. ვის შეუძლია პლატფორმებზე პროდუქტის/განცხადების განთავსება და რეალიზაცია?

  1. საქართველოს კანონმდებლობით ქმედუნარიან/უფლებაუნარიან კლიენტს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს TNET-ის პლატფორმებისა და სერვისების მეშვეობით თავისი პროდუქტის/ქონების რეალიზაცია/გაქირავება და ა.შ წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
  2. კომპანიის ზოგ პლატფორმებზე პროდუქტის/განცხადების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიასთან დაკავშირებითა და დამატებითი შეთანხმების გზით, რომლის საფუძველზეც კომპანია თავად განათავსებს თქვენს განცხადებას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით. (აღნიშნული ძირითადად ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე (კლიენტი/გამყიდველი), რომელთაც აქვთ მაღაზია/საწყობი ან თავისი პლატფორმა და სურთ კომპანიის პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქტები).
  3. გამყიდველი/კლიენტი შესაძლოა იყოს 2 ტიპის:
    1. მოვაჭრე იურიდიული ან ფიზიკური პირი/ინდ.მეწარმე, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნებით;
    2. არამოვაჭრე ფიზიკური პირი, რომელიც არ მოქმედებს კომერციული მიზნებით.

 6.2. განცხადების განთავსება

პროდუქტის სარეალიზაციოდ/გასაქირავებლად ან/და სხვაგვარი განცხადების განთავსებისთვის თქვენ თავად უზრუნველყოფთ განსაკარგი პროდუქტის/განცხადების თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები, აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) პლატფორმაზე ატვირთვას, შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით (არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ აიტვირთება!). (ზოგ პლატფორმაზე: მაგ. Vendoo.ge; Swoop.ge; Tkt.ge; პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე განცხადების განთავსება შესაძლოა მოვახდინოთ ჩვენ, თქვენს მიერ მიწოდებული მასალის შესაბამისად.).

6.3  განცხადების/პროდუქტის განთავსების წესი

  1. პლატფორმაზე განსათავსებელი/განთავსებული განცხადება/ინფორმაცია (განცხადების სურათი, აღწერილობა ან/და განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თუ მასალა, რომელიც განთავსებულია თქვენს მიერ ან თქვენი დავალებით სხვა პირის მიერ) არ უნდა :
    1. იყოს ზოგადი ხასიათის (განცხადება უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს 1 (ერთი) სახის პროდუქტს ან პროდუქტის ნაწილს/სერვისს).
    2. იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
    3. ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, დაშინებას, ნდობით ბოროტად სარგებლობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
    4. შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
    5. ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად მატერიალურ თუ არამატერიალურ, საავტორო ან/და სხვა სახის უფლებებს.
    6. შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ან მომხმარებლის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
    7. შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
    8. შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
    9. მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
    10. უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
    11. შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
    12. შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
    13. იყოს საიტზე მანამდე განთავსებული განცხადების დუბლიკატი.
    14. არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
    15. იყოს გარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!
    16. შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
    17. იყოს ნიკოტინის შემცველი ნებისმიერი სახის პროდუქციის (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, თუთუნი, ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი, საღეჭი თუთუნი, სიგარა და ა.შ.) განცხადება/რეკლამა.
    18. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი. სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოზე შესაძლებელია კომპანიის ლოგოს დატანა, თუ განმთავსებელი რეგისტრირებულია საიტზე, როგორც მაღაზია და ეს ლოგო არ მოიცავს რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას ან ვებ-გვერდის მისამართს).
  1. აკრძალულია საფინანსო მომსახურების გაწევის და დასაქმების შინაარსის მქონე განცხადებების განთავსება.
  2. აკრძალულია ასევე ელექტრო სიგარეტის აქსესუარების, ჩიბუხების და ყველა იმ აქსესუარის განთავსება, რომელიც გამოიყენება თუთუნის მოხმარებისათვის.
  3. აკრძალულია ისეთი პროდუქციის/განცხადების განთავსება, რომლის რეალიზაცია დაცულია საავტორო უფლებებით და აღნიშნული პროდუქციის განთავსების უფლება არ გაქვთ.
  4. აკრძალულია ზოგადი ტიპის განცხადების განთავსება, გაყიდვების კატეგორიაში. განცხადება უნდა ეხებოს ერთი კონკრეტული ნივთის გაყიდვა/გაქირავებას რომლის სათაური და აღწერა უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამ ნივთის შესახებ ინფორმაციას. აღწერაში არ უნდა იყოს მითითებული სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც არ ეხება ნივთის მდგომარეობას და მახასიათებლებს. აღწერაში არ უნდა იყოს დამატებიტი საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ვებგვერდის ლინკი, დამატებითი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, Viber, WhatsApp, Telegram და ნებისმიერი სხვა, სოც ქსელის, ჩათის შესახებ ინფოს. აღწერაში არ უნდა იყოს მითითებული პროდუქტის ღირებულების ფასი (ფასი უნდა იყოს მხოლოდ შესაბამის ველში).  არ უნდა იყოს ჩამოთვლილი სხვადასხვა სპეციფიკაციის ნივთი, რომელის საფასური იქნება განსხვავებული ფასის ველში მითითებული ფასისგან, ამ შემთხვევაში განსხვავებული კონფიგურაცია უნდა აისახოს ცალკე განცხადებად. ასევე აკრძალულია განცხადებაში ე.წ. ტეგების გამოყენება, რომლებიც არ ესადაგება გასაყიდ პროდუქტს.
  5. განცხადებაში განთავსებული ფოტო უნდა იყოს ესთეტიური, არ უნდა ამახინჯებდეს ან ტვირთავდეს კომპანიის ვებ-გვერდის იერსახეს. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაბლოკოს არაესთეტიური ფოტო და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს საკომუნიკაციო არხის საშუალებებით, რაზეც კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
  6. პლატფორმაზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
  7. პროდუქცია/მომსახურება აუცილებლად უნდა მიაკუთვნოთ მისი განთავსების პლატფორმაზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს (განსაკუთრებული შენიშვნა: მომსახურების შესახებ განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული ‘მომსახურების’, ხოლო პროდუქციის შესახებ განცხადება კი, ‘პროდუქციის’ შესაბამის განყოფილებაში).
  8. განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა პროდუქტის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი. სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოზე შესაძლებელია კომპანიის ლოგოს დატანა, თუ განმთავსებელი რეგისტრირებულია საიტზე, როგორც მაღაზია და ეს ლოგო არ მოიცავს რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას ან ვებ-გვერდის მისამართს).
  9. აკრძალულია ნებისმიერი სახის ინტიმური/ეროტიული სერვისების განცხადებების განთავსება.
  10. აკრძალულია განცხადების ფოტო მასალაში ან აღწერილობაში ინტიმური/ეროტიული სერვისების/სცენის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალისა თუ აღწერილობის განთავსება.
  11. მასაჟისა თუ სხვა სერვისების განცხადებებში აკრძალულია მომსახურების შემთავაზებლის პირადი ფოტოს, სხეულის დემოსტრაციის ფოტოს ან/და ინტიმური სცენის ამსახველი ფოტოს განთავსება.
  12. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია არ მოახდინოს განცხადების რეგისტრირება ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჩათიშოს განცხადება პლატფორმიდან. აღნიშნული ქმედება არ შეიძლება განიხილოს კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევად და ზიანის ანაზღაურების ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის პირობად. განცხადების დაბლოკვის/ჩათიშვის შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული სერვისები არ ექვემდებარება გაუქმებას/შეჩერებას ასევე, სერვისებში გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
  13. განცხადებაზე თქვენს მიერ განთავსებული მასალები (სურათები, ვიდეომასალა და ა.შ) ჩვენს პლატფორმაზე ინახება მხოლოდ განცხადების აქტიურობის პერიოდში და მისი მოქმედების დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჩვენი სისტემიდან და შესაბამისად თქვენი განცხადების ისტორიიდან წაიშლება ზემოაღნიშნული მასალა/ინფორმაცია/განცხადება.

6.4. განცხადების/პროდუქტის რეკლამირება

პროდუქტის/განცხადების ეფექტური რეალიზაცია/გაქირავებისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პლატფორმებზე არსებული რეკლამის სერვისი. რეკლამის პირობები განსაზღვრულია წესების და პირობების (რეკლამის სერვისის თავში).

7.   ჩვენი სერვისები და პლატფორმებზე ვაჭრობის/განცხადების განთავსების სახეები
  • კომპანიის პლატფორმაზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პლატფორმაზე შემოთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
  • პლატფორმების მიხედვით პროდუქტის რეალიზაციის/მიწოდებისთვის განსაზღვრული წესი ორგვარია: ონლაინ ან არაელექტრონული ვაჭრობის მეთოდი. თქვენთვის სასურველი ვაჭრობის მეთოდი შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ იმ პლატფორმებზე, სადაც თქვენი პროფილიდან/გვერდიდან განცხადების განთავსების გრაფებში არის განთავსებული შესაბამისი მოსანიშნი ველები. იქ სადაც არ არის მონიშვნის შესაძლებლობა, მოქმედებს პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული მეთოდი (ონლაინ ან არაელექტრონულად). ამასთანავე, ონლაინ ვაჭრობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში კურიერი მომხმარებელს ელოდება 15 წუთის განმავლობაში, რათა მომხმარებელმა შეამოწმოს პროდუქტი. თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს პროდუქტის დაბრუნებაზე, თქვენ ვალდებული ხართ დაიბრუნოთ იგი.
  • ონლაინ ვაჭრობის მეთოდის დროს თქვენი განცხადების/პროდუქტის საფასურს მომხმარებელი იხდის კომპანიის პლატფორმაზე და შესაძლებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდების მომხმარებლისთვის უზრუნველყოფა ხდება კომპანიის საკურიერო სერვისით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური თქვენთან გადამისამართდება ამ წესებით და პირობებით განსაზღვრული წესით.
  • არაელექტრონული ვაჭრობის მეთოდის გამოყენების დროს, მომხმარებელსა და თქვენს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად.
  • გამყიდველი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების/სერვისების საფასური წინამდებარე წესების და პირობების ანაზღაურება და ბალანსის მართვა და ფასიანი სერვისების საფასურის თავების შესაბამისად.

8.   პროდუქტის შეფუთვის წესი

პროდუქტის ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში თქვენ უნდა მოახდინოთ პროდუქტის/ნაწილის სათადოდ შეფუთვა, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მომხმარებელთან ტრანსპორტირების დროს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თქვენზე გადადის სრული პასუხისმგებლობა პროდუქტის დაზიანების ან/და განადგურების რისკი. კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინციდენტის დადგომის შემთხვევაში.

9.   პლატფორმების დამატებითი წესები

9.1. Mymarket.ge-ს დამატებითი წესები

გამყიდველს Mymarket.ge-ზე განცხადების განთავსების გზითა და ge-ს სერვისების საშუალებით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული პროდუქტის ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.

9.1.1. ონლაინ რეალიზაცია/ვაჭრობა

  • TNET-ის სერვისის, ონლაინ ვაჭრობის არჩევის შემთხვევაში, კომპანია გაგიწევთ შემდეგ მომსახურბას: შეკვეთების ორგანიზებას, მომხმარებლისთვის ონლაინ ანაზღაურების სისტემების ხელმისაწვდომობას, მომხმარებლის მიერ ონლაინ სისტემებით გადახდილი თანხის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადამისამართებას, მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების უზრუნველყოფას თქვენს მიერ მითითებული წესით, შეკვეთის გაუქმებისას თანხის მომხმარებლისთვის ავტომატურად დაბრუნებას, რეალიზებული პროდუქტის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით და სხვ. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი.
  • 9.1.2. დაბრუნების წესი არაკომერციული მიზნებით ფიზიკური პირის მიერ ონლაინ ვაჭრობისას

    • თუ ხარ ფიზიკური პირი, რომელიც არ მოქმედებს კომერციული მიზნებით და შენს რეალიზებულ პროდუქტზე მომხმარებელი მისი ჩაბარებიდან 15 წუთის განმავლობაში გამოთქვამს სურვილის პროდუქტის ნებისმიერი მიზეზით დაბრუნებაზე, ვალდებული ხარ დაიბრუნო იგი. პროდუქტი დაგიბრუნებთ მომხმარებლის მიერ დაბრუნების სურვილის გამოხატვიდან 5 სამუშაო დღეში.

    9.1.3. დაბრუნების წესი არაკომერციული მიზნებით ფიზიკური პირის მიერ ონლაინ ვაჭრობისას

    • თუ თქვენ ხართ ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნებით, თქვენ თავად განსაზღვრავთ მომხმარებელთან შეთანხმებით პროდუქტის დაბრუნების პირობებს. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ვაჭრობისას მოქმედებს მომხმარებელთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის წესები და მისი დარღვევა გამოიწვევს თქვენს პასუხისმგებლობას.

    9.1.4. გარანტიის გავრცელების ვალდებულება

    • სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელეთ საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება თქვენი რისკითა და ხარჯით.

    9.1.5. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი

    • მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების ანაზღაურება და ბალანსის მართვის თავის შესაბამისად.
    • პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებასთან ერთად პროდუქტის პლატფორმაზე შეძენისას.
    • თქვენ უფლება გაქვთ ge-ზე თვეში განათავსოთ 5 უფასო განცხადება. დამატებითი განცხადების განთავსების / ვადაგასული განცხადებების განახლების ან/და არსებული განცხადების რეკლამირების საფასური განისაზღვრება Mymarket.ge-ზე განსაზღვრული საფასურითა და ფასიანი სერვისებით.

    9.1.6. “შემიძლია, მყიდველს შევხვდე და ნივთი მივაწოდო”ფუნქციონალი

    • “შემიძლია, მყიდველს შევხვდე და ნივთი მივაწოდო” ფუნქციონალის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით:
    • თუ თქვენს სარეალიზაციო პროდუქტზე მომხმარებელს დაუმტკიცდება განვადება, მყიდველი თავად უზრუნველყოფს თქვენთან კომუნიკაციას რეალიზებული პროდუქტის მისაღებად.
    • რეალიზებული პროდუქტის საფასურის კომპანიის მიერ თქვენთვის ჩარიცხვა ხდება მას შემდეგ, რაც რეალიზებულ პროდუქტს ჩააბარებთ მომხმარებელს. ნივთი/პროდუქტი ჩაბარებულად ითვლება თუ:
    • მყიდველისგან მიიღებთ შეკვეთისთვის განსაზღვრულ სპეციალურ კოდს და აღნიშნულ კოდს შეიყვანთ mymarket-ის გამყიდველის/თქვენს გვერდზე “ონლაინ შეკვეთების” სექციაში შესაბამის შეკვეთასთან გამოყოფილ ველში. 
    • თქვენ ვალდებული ხართ კოდის შეყვანა და მისი სისწორის გადამოწმება მოახდინოთ მომხმარებლისთვის პროდუქტის გადაცემის დროს. შეყვანილი კოდის სისწორე დასტურდებაge-ზე გამოჩენილი შესაბამისი დასტურით: “კოდი სწორია”. თუ კოდი არასწორია, ან ვერ ხდება mymarket.ge-ზე მისი გადამოწმება, კოდი გადაამოწმეთ mymarket.ge-ს ქოლ-ცენტრთან. 
    • კომპანია არ არის ვალდებული რეალიზებული პროდუქტის ღირებულების თქვენთვის გადახდაზე და მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება, თუ თქვენს მიერ შეყვანილი კოდი იქნება არასწორი ან თქვენ ვერ უზრუნველყოფს კოდის პლატფორმაზე ასახვას.  
    • გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში თუ მომხმარებელი არ შეგეხმიანებათ პროდუქტის მისაღებად, შეკვეთა ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო მომხმარებლის/ფინანსური ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნდება გადამხდელ პირს.

    9.2. Myparts.ge-ს დამატებითი  წესები

    მომხმარებელს Myparts.ge-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ნაწილების და მასთან დაკავშირებული მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.

    9.2.1. განცხადების განთავსების წესი

    • თქვენ ვალდებული ხართ, პლატფორმის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოთ სრული ინფორმაცია გასაყიდი ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის, ავტოსერვისის და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის ან ავტოსერვისის შინაარსის ამსახველი. ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა პროდუქტის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის პლატფორმის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის ტექსტური ინფორმაციის შემცველი.
    • პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებისას უნდა უზრუნველყოთ გასაყიდი პროდუქტის/ნაწილის მდგომარეობის და წარმომავლობის ზუსტი მითითება (ახალი; მეორადი; ორიგინალი და შემცვლელი ნაწილები).
    • თქვენ ამასთანავე, ვალდებული ხართ დაიცვათ ამ წესებით და პირობებით განსაზღვრული განცხადების განთავსების სხვა წესები.

    9.2.2. მეორადი პროდუქტის/ნაწილის განთავსების წესი

    • მეორადი პროდუქტის/ნაწილის სარეალიზაციოდ განთავსებისას თქვენ ვალდებული ხართ ატვირთული, ნაწილზე დატანილი განმასხვავებელი ნიშნის ფოტოსურათი, მიუთითოთ პროდუქტზე ხარვეზის არსებობის ფაქტი და ატვირთოთ დეფექტის ამსახველი შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალები.

    9.2.3. როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს პროდუქტი ტრანსპორტირების დროს?

    • პროდუქტი/ნაწილი უნდა იყოს შეფუთულ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მომხმარებელთან ტრანსპორტირების დროს.

    9.2.4. ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე უფასო განცხადებების ლიმიტი

    • ფიზიკური პირი მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე აქტიური განცხადებების ლიმიტი შეადგენს 10 უფასო აქტიურ განცხადებას.

    9.2.5  რა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ?

    • მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ კომპანია ახდენს მარაგების გადამოწმებას კლიენტთან/მოვაჭრესთან. შეკვეთის თქვენი მხრიდან დადასტურების შემთხვევაში კომპანიის კურიერი მოახდენს შეკვეთილი პროდუქტის წამოღებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.

    9.2.6. საგარანტიო პირობების გავრცელების ვალდებულება

    • თქვენ ვალდებული ხართ, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოთ საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის გაწევა თქვენი ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქტის წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება თქვენი რისკითა და ხარჯით.

    9.2.7. პროდუქტის შემოწმება და კომპანიისთვის მიწოდება

    • თქვენსა და კომპანიას შორის ყოველი კონკრეტული პროდუქციის/პროდუქტის მიწოდებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც ხდება მხოლოდ პროდუქციის/პროდუქტის შეფუთვის გარე ვიზუალური შემოწმება, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის ვარგისიანობის შემოწმების გარეშე (კომპანიის მიერ არ ხდება პროდუქციის ქარხნული წუნის დადგენა/გამოვლენა, ან მისი დამატებითი კომპლექსური შემოწმება და შესაბამისობის დადგენა გამყიდველის მიერ გაცხადებულ ტექნიკურ ან/და თვისობრივ მაჩვენებლებთან და ა.შ.). შესაბამისად, თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ ნივთის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის შეფუთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ნივთის ტრანსპორტირების დროს დაზიანებაზე/განადგურებაზე.

    9.2.8. მომხმარებლის პრეტენზიების მართვა და პასუხისმგებლობა

    • ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მომხმარებელს წარმოეშვას პროდუქტთან მიმართებაში მისი ჩაბარებიდან 14 დღის დღის ვადაში, სრული მოცულობით ანაზღაურდება თქვენი მხრიდან. აღნიშნული გულისხმობს პროდუქციის ჩანაცვლებას ან/და გადახდილი ღირებულების ანაზღაურებას, ამგვარი მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის მასშტაბით და 5(ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, რეგიონების შემთხვევაში.

    9.2.9. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი

    • მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების ანაზღაურებისა და ბალანსის მართვის თავის შესაბამისად. პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.

     

    9.2.10. ნაწილის შეთავაზების პროცედურა

    • ნაწილის შეთავაზების სერვისი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირის დაათვალიეროს (ავტონაწილის მოთხოვნა) მომხმარებლის (მყიდველის) მიერ “მოთხოვნილი ნაწილების” სრული ჩამონათვალი და თავის სასურველ მოთხოვნაზე გააგზავნოს „შეთავაზება“.
    • „შეთავაზების“ გაგზავნის დროს მომხმარებელი ავსებს „შეთავაზებისთვის“ განკუთვნილ სავალდებულო ველებს, და აგზავნის „შეთავაზებას“ მომხმარებლის (მყიდველის) მიერ „მოთხოვნილ ნაწილზე“.

    9.2.11. შეთავაზების დამუშავება Myparts.ge-ს ადმინისტრაციის მიერ

    • თქვენს მიერ გამოგზავნილ „შეთავაზებას“ ამუშავებს Myparts.ge, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია დაარედაქტიროს (მოიყვანოს შეთავაზება განცხადების განთავსებისთვის წინამდებარე წესებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში) ან უცვლელად გადააგზავნოს იგი მომხმარებლის პროფილში “შემოსული შეთავაზებების” ისტორიაში, სატელეფონო SMS-ით ან სხვა შესაძლო საშუალებებით (მაგ.Myparts.ge-ს სახელით, ლინკის სახით). მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოთხოვნილი ნაწილი შეიძინოს Online/ონლაინ.

    9.3. Myhome.ge-ს დამატებითი წესები

    Myhome.ge-ზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ განათავსოთ განცხადება უძრავი ქონების შესახებ (გაქირავება/ყიდვა/გაყიდვა და სხვ). მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.

    9.3.1. განცხადების განთავსების წესი

    • თქვენ ვალდებული ხართ პლატფორმის ინსტრუქციებისა და წინამდებარე წესების და პირობების მოთხოვნების დაცვით განათავსოთ სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის სასაქონლო ნიშანი/ლოგო, სხვა ქონების ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).

    9.3.2. უფასო განცხადების ლიმიტი და დამატებითი საფასურები

    • ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების 3-ჯერ დამატება არის უფასო, ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება კლიენტის ტიპის, ფასიანი სერვისების საფასურის თავისა და პლატფორმაზე განთავსებული პირობების შესაბამისად.

    9.3.3. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები

    • ანაზღაურების და შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების ანაზღაურება და ბალანსის მართვის ფასიანი სერვისების საფასურის თავებისა და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად.

    9.4. Myauto.ge-ს და Auction.Myauto.ge-ს დამატებითი წესები

    MYAUTO.GE-ზე განცხადების განთავსების გზით თქვენ შეგიძლიათ თქვენს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ონლაინ ან არაელექტრონული სახით რეალიზაცია.

    9.4.1. სერვისის ტიპები და ლიმიტები

    • თქვენ შესაძლებლობა გაქვთ რეალიზაციისთვის აირჩიოთ როგორც უფასო ისე ფასიანი სერვისი. ამასთანავე, თვის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 2 უფასო განცხადებით.

    9.4.2. ანაზღაურების პირობები

    9.4.3. AUCTION.MYAUTO.GE-ს ელექტრონული აუქციონის წესი

    1. პლატფორმაზე განცხადების განთავსების გზით გამყიდველი უფლებამოსილია გაასხვისოს ან/ და შეიძინოს ქონება ელექტრონული აუქციონის, ასევე აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისა და სურვილის შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების მეშვეობით (აუქციონის მოწყობა).
    2. ელექტრონული აუქციონით ვაჭრობის განხორციელებისთვის:
      • გამყიდველი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია პლატფორმაზე წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
      • პროდუქტი უნდა იყოს გამყიდველის საკუთრებაში, ან გამყიდველს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება. გამყიდველმა თავად უნდა ამტკიცოს პროდუქტის საკუთრების ან/და მისი განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა.
      • გამყიდველმა განცხადების განთავსების ეტაპზე უნდა მონიშნოს ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ფუნქცია.
      • გამყიდველს ეკრძალება ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახით ფასების ხელოვნურად გაზრდა.
    3. გამყიდველი თავად ახორციელებს განსაკარგი ქონების თაობაზე ინფორმაციის პლატფორმაზე განთავსებას განაცხადის ფორმის შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. განაცხადის ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ განთავსდება.
    4. განაცხადის ფორმის შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, გამყიდველი პლატფორმაზე განათავსებს საქონლის/პროდუქტის ფოტოსურათებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს პლატფორმაზე მის განთავსების დროს არსებულ წესებსა და ამ წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს.
    5. ურთიერთობა გამყიდველსა და აუქციონში გამარჯვებულ/აუქციონში მონაწილე მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე.
    6. ქონების გასხვისება ან/და შეძენა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონი შესაძლოა განხორციელდეს „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვის“, „სუფთა/უპირობო გაყიდვის“ ან „იყიდე ახლავე“ პირობით:
      • „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვა“ გულისხმობს გამყიდველის მიერ მინიმალური სარეზერვო თანხის დაწესებას აუქციონის გზით ქონების გასხვისების შემთხვევაში. თუ გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში საბოლოო შეთავაზებული ფასი არ გადააჭარბებს სარეზერვო ფასს, გამყიდველი იტოვებს უფლებას, არ მოახდინოს ქონების გასხვისება.
      • „სუფთა/უპირობო გაყიდვა“ გულისხმობს პირობას, როდესაც სარეზერვო ფასი არ არის გათვალისწინებული სარეალიზაციო პირობად და ქონების გასხვისება მოხდება ბოლო ბიდის/შემოთავაზების ფარგლებში წარდგენილი ფასით.
      • გამყიდველი განაცხადის რეგისტრაციის დროს თავად ადგენს ე.წ. ,,Buy It Now"-ს(„იყიდე ახლავე“) მეშვეობით ქონების სარეალიზაციო ღირებულებას, რომლის მინიმალური ოდენობაც შეადგენს შეთავაზებულ საწყის ფასს დამატებული საწყისი ფასის 10% (ათი). მაგ. თუ ბიდინგით მიღწეული ფასი შეადგენს Buy It Now" („იყიდე ახლავე“)-ს დადგენილი ფასის 90%-ს ან მეტს, ამ შემთხვევაში აუქციონი გადადის მხოლოდ ბიდინგის რეჟიმში. რაც ნიშნავს, რომ Buy It Now" („იყიდე ახლავე“) ფუნქციონალი ითიშება და უქმდება მისი საშუალებით პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა.
      • ქონების გასხვისებაზე განცხადების განთავსების შემდგომ დაუშვებელია აღნიშნული განცხადების გაუქმება/შეცვლა, თუ მოცემულ სარეალიზაციო ქონებაზე უკვე დაწყებულია ელექტრონული აუქციონი და თუნდაც ერთი მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს მოცემულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ფაქტს. მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, გამყიდველს დააკისროს ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დანარჩენ შემთხვევაში ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ერთი ათასი ლარი). გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტის არაერთჯერადად დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან დროებით შეაჩეროს გამყიდველის (მომხმარებლის) კომპანიის პლატფორმაზე არსებული პირადი ანგარიში (პროფილი)  ან/და მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    9.4.4. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება

    1. კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის კომპანიის მომსახურების საფასური განისაზღვრება ფასიანი სერვისების საფასურის თავის შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის ანგარიშიდან.

    9.5. Myjobs.ge-ის წესები და სერვისები

    9.5.1. Myjobs -ის მომსახურების სფერო და სპეციალური პირობები

    1. GE წარმოადგენს შუამავალ პლატფორმას თქვენსა (კლიენტი/დამსაქმებელსა) და დასაქმების მაძიებელ პირებს შორის, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ვაკანსიის განთავსება, ვაკანსიების მოძიება და რეზიუმეს (CV) შექმნა.  
    • პლატფორმა არ არის არცერთი შეთანხმების ორგანიზატორი, თანამონაწილე, დამსაქმებელი ან სამსახურის მაძიებელი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
    • კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ვაკანსია/რეზიუმე და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას, გარდა იმისა რაც მომხმარებელმა მიუთითა.
    • რეზიუმეებში მითითებული ინფორმაცია, აპლიკანტების განათლება, სამუშაო გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მონაცემები არ კონტროლდება პლატფორმის მიერ.
    • ვაკანსია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების და პირობების განცხადების განთავსების წესის თავით დადგენილ პირობებს. 
    • კომპანიას აქვს უფლება მომსახურებაზე უარი გითხრათ თუ  დაარღვევთ პლატფორმაზე ან ამ წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს. 
    • გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, MYJOBS.GE-ს მომხმარებლებისთვის დამატებით ვრცელდება მოცემული ხელშეკრულების/შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლის სპეციალური წესები და პირობები. 

    9.5.2. ვაკანსიის განთავსება და მართვა

    1. ავტორიზაციის/რეგისტრაციის გავლისა შემდგომ შესაძლებლობა გაქვთ მთავარ გვერდზე „+დამატება“ ღილაკის მეშვეობით დაარეგისტრიროთ კომპანია ან თავად დარეგისტრირდეთ რეკრუტერად და მხოლოდ ამის შემდგომ განათავსოთ ვაკანსია. 
    2. ავტორიზაციის გავლის შემდგომ ან/და იურიდიული პირის დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ გენიჭებათ ე.წ. მასტერ იუზერის (master user) სტატუსი, რომლის მიხედვითაც თქვენ ხართ მთავარი მომხმარებელი. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ პროფილზე წვდომა გადასცეთ ქვედა საფეხურის მქონე (ე.წ. შვილობილ) იუზერებს. მასტერ იუზერის მფლობელს გააჩნია ძირითადი უფლებები (მაგ: პაკეტის შეძენა, მისი ცვლილება, ვაკანსიის დადება და ა.შ.), ხოლო შვილობილ იუზერს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ვაკანსიები მართონ (გამოქყვეყნონ, დააკორექტირონ, წაშალონ და ა.შ.). 
    3. ვაკანსიის განთავსება ფასიანია (ფასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ პლატფორმაზე MYJOBS.GE). 
    4. ვაკანსიის განთავსებისთვის შეიძინეთ თქვენთსვის სასურველი ფასიანი პაკეტი (პაკეტებთან დაკავშირებით დეტალები იხილეთ პლატფორმაზე MYJOBS.GE). პაკეტის გააქტიურების შემდგომ მომხმარებელი სარგებლობს შესაბამისი ფუნქციონალებით: შერჩეული პაკეტისათვის გათვალისწინებული რაოდენობის ვაკანსიის განთავსება, HR სამართავი პანელით სარგებლობა და ა.შ. 
    5. HR სამართავი პანელი არის პლატფორმის დამატებითი ფუნქციონალი, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენს (კომპანია, რეკრუტერი) მიერ რომელიმე პაკეტის შეძენის შემდგომ. აღნიშნული წარმოადგენს თქვენს პირად გვერდს საიდანაც შესაძელებელია განცხადებების მართვა, დამატებითი სერვისების შეძენა, კალენდრის მართვა და ა.შ..

    9.5.3. სასწრაფო დაქირავება

    • ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემდგომ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დამატებით და დამოუკიდებლად თითოეულ განცხადებაზე შეიძინოთ „სასწრაფო დაქირავების“ სერვისი (ფასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ პლატფორმაზე MYJOBS.GE), რის შემდეგაც კონკრეტული ვაკანსია გამოჩნდება „სასწრაფო დაქირავების“ პანელზე საწყის გვერდზე. 

    9.5.4. მომხარებლის ბალანსის მართვა

    • GE-ს პლატფორმაზე ბალანსისთვის გამოიყენება შპს “თინეთის” პლატფორმების საერთო ბალანსი და ყველა სხვა საკითხი რეგულირდება წინამდებარე წესების და პირობების 10-12 თავების შესაბამისად.

    10.   ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა

    10.1. ანაზღაურება

    1. მომხმარებლის მიერ პლატფორმებზე პლასტიკური ბარათით გადახდისას ან კომპანიის კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებისას გადარიცხვის/თანხის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ მიღებულ თანხას საკომისიოს გამოკლებით გადმოამისამართებს თქვენთან.
    2. ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც თქვენი ფინანსური აგენტი.
    3. კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას თქვენს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პროდუქტის და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
    4. კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის თქვენ კომპანიას უნაზღაურებთ მომსახურების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)ფასიანი სერვისების საფასური-ს თავისა და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკისშესაბამისად ან ჩვენსა და თქვენს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ან წინამდებარე წესების შესაბამისად. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან/ანგარიშიდან.
    5. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე დადგინდება, რომ თქვენ ხართ წინამდებარე წესების მე-5 თავით გათვალისწინებული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია მე-5 მუხლის შესაბამისად, თქვენი სახელით და თქვენს სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ თქვენთვის გადასახდელი დარჩენილი ნასყიდობის/მომსახურების თუ სხვა საფასურიდან.

    10.2. MYMARKET.GE ანაზღაურების პირობა

    • მომხმარებლისთვის პროდუქტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში მომხმარებლის მიერ თქვენს პროდუქტზე ჩვენთან გადახდილ საფასურს ჩაგირიცხავთ თქვენს მიერ რეგისტრირებულ/მითითებულ ანგარიშის ნომერზე კომპანიის სერვისების (საკურიერო და სხვა სერვისები) საფასურის გამოკლებით.

    10.3. MYPARTS.GE ანაზღაურების პირობა

    • გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

    10.4. MYHOME.GE ანაზღაურების პირობა

    • ჩვენსა და თქვენს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით.
    • თქვენსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

    10.5. MYAUTO.GE ანაზღაურების პირობა

    • ჩვენსა და თქვენს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით.
    • თქვენსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

    10.6. LIVO.GE ანაზღაურების პირობა

    • ჩვენსა და თქვენს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით
    • სერვისის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ გეცნობებათ შეკვეთის გაფორმებამდე. სტანდარტული სერვისების ფასები განთავსებულია Livo.ge-ზე შესაბამის სერვისებში.
    • შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია დაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრული პირობებით.

    10.7. ბალანსის მართვა და ბალანსიდან თანხის დაბრუნება

    თქვენ ვალდებული ხართ გაითვალისწინოთ, რომ:

    • თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარი ბალანსის მართვაზე.
    • თუ პირად ბალანსზე შეტანილი გაქვთ თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს თქვენს პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად.
    • თქვენ უფლებამოსი ხართ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ და მოითხოვოთ თქვენს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
    • თუ თქვენ არასწორად ჩარიცხავთ თანხას სხვა მომხმარებლის/კლიენტის ანგარიშზე/ბალანზე, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს საკონტაქტო ინფორმაციის თავში მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე. კომპანიის ოპერატორი თქვენ მოგაწვდით ინციდენტის დაფიქსირების ფორმას, რომელიც შევსებული უნდა გამოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ, კომპანია მაქსიმალურად შეეცდება გაგიწიოთ მხარდაჭერა მის აღმოსაფხვრელად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპანია უფლებამოსილია არასწორად ჩარიცხული თანხა თქვენს ბალანსზე გადმოამისამართოს მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროცედურის განხორციელებაზე კომპანია თანხმობას მიიღებს თანხის მიმღები მომხმარებლისგან/კლიენტისგან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თანხის მიმღები პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გაცხადებით დამდგარ ზიანზე.

    10.8. ანგარიშფაქტურის მოთხოვნა

    • ინვოისით ხდება თქვენივირტუალური ბალანსის შევსება. ანგარიშფაქტურის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ პორტალიდან GE ანგარიშფაქტურის მოთხოვნა. ანგარიშფაქტურა გამოგეწერებათ თვის ჭრილში გახარჯვის მიხედვით და არა ინვოისის მიხედვით გადახდილ თანხაზე. გახარჯვის გადამოწმება შეგიძლიათ შემდეგნაირად: თქვენს გვერდზე გადადიხართ ტრანზაქციებში, ირჩევთ ღილაკს - ჯგუფი, ჩამოშლით, აირჩევთ ხარჯს და პერიოდის მიხედვით მოახდენთ შედარებას.

    10.9. ტრანზაქციების შეზღუდვა

    TNET პლატფორმებზე შეზღუდულია მომხმარებელთა/კლიენტებს შორის ან მომხმარებელსა/კლიენტსა და მესამე პირ/ებ/ს შორის შემდეგი გადარიცხვის ტრანზაქციები: 

    • იურიდიულიდან> იურიდიულზე
    • იურიდიულიდან> ფიზიკურზე
    • ფიზიკურიდან> იურიდიულზე

    11. რეკლამის სერვისი

    1. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების ფასიანი სერვისების საფასურის მე-16 თავში. გაითვალისწინეთ, რომ ფასიანი სერვისები წარმოადგენს თქვენი პირადი სარგებლობისთვის განსაზღვრულ სერვისს, რომლის არჩევის და შეძენის შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
    2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება ფასიანი სერვისების საფასურის თავში.
    3. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაზრდის მიზნით, კომპანიას უფლება აქვს თქვენს მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს თქვენს მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში).
    4. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას ახდენთ თქვენ. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე.
    5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია უფლებამოსილია თქვენი შეთავაზების/განცხადების რეკლამირებისთვის გამოიყენოს თქვენი და პროდუქტის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა.
    6. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანიის მიერ თქვენი პროდუქტის/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია.
    7. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები.
    8. თქვენს მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს თქვენს მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო თქვენ არ ხართ უფლებამოსილი მოითხოვოთ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება.
    9. პლატფორმაზე შეძენილი პაკეტი/ფასიანი სერვისები ვადაზე ადრე გაუქმებას არ ექვემდებარება და შესაბამისად არ ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება.
    10. შეძენილი პაკეტის/ფასიანი სერვისების გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე დაუშვებელია.

    12.  ფასიანი სერვისები და საფასური

    • კომპანიის პლატფორმების ფასიანი სერვისების (განცხადების დადება/რეკლამირება/VIP სერვისები და სხვა) საფასურები იხილეთ მითითებულ ბმულზე ფასიანი სერვისები
    • გაფრთხილებთ, რომ პლატფორმის ფასიანი სერვისები შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად. სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპანიის სერვისების საფასურები.
    • VIP განცხადების სერვისი:
      1. განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ზოგიერთ პლატფორმაზე (ge, myauto.ge, myjobs.ge და სხვ.) შესაძლებლობა გაქვთ განცხადებას ნებისმიერ დროს, მიანიჭოთ VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას. ამისათვის მიჰყევით პლატფორმის ინსტრუქციას.
      2. სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან.
      3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
      4. პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.
      5. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
    • პლატფორმაზე შეძენილი პაკეტი/ფასიანი სერვისები ვადაზე ადრე გაუქმებას არ ექვემდებარება და შესაბამისად არ ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება.
    • შეძენილი პაკეტის/ფასიანი სერვისების გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე დაუშვებელია.
    • პლატფორმაზე თქვენი პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ დაგიბრუნდებათ. ასევე, არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
    • პლატფორმაზე განცხადების დამატების შედეგად თქვენთვის სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში (რეალიზაცია, გაქირავება და ა.შ), ასევე განცხადების წაშლის ან/და თქვენი პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ დაგიბრუნდებათ და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

    13.   TNET-ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვის ფარგლები

    1. თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა TNET-ის სერვისებითა და პლატფორმებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
    2. კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია პლატფორმებზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
    3. კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმების/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური ან/და ლოჯისტიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, შეკვეთის ჩაბარების დაგვიანების ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
    4. პლატფორმებზე/აპლიკაციაში წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმებზე/აპლიკაციაში შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან/და სერვისები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.
    5. თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
    6. კომპანიას არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს:
    7. არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და თქვენს შორის არსებული გარიგებიდან;
    8. პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე (შეკვეთის გაუქმება, შეკვეთის დაგვიანება, აუქციონის გაუქმება, აუქციონის ჩაშლა, სერვისის განხორციელების შეუძლებლობა, შეკვეთის გაფორმების შეუძლებლობა და სხვ,).
    9. აუქციონის გაუქმების/შეჩერების ან/და შეკვეთის/ორდერის გაუქმების/შეჩერების შედეგად დამდგარ შედეგზე/ზიანზე.
    10. წინამდებარე წესების და პირობების ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების თქვენს მიერ დარღვევის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან ან/და პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას გამყიდველის მიერ წინამდებარე წესების და პირობების, მომხმარებელთა წესების და პირობების, საქართველოს მოქმედი კანონებისა და რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.
    11. TNET არ არის პასუხისმგებელი თქვენი პროდუქტის/სერვისის/განცხადების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში. კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის მეთოდის გამოყენებისას კომპანიის საკურიერო სერვისის გამოყენების შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან დაცული იყო უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის სათანადო შეფუთვის პირობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროდუქტი ტრანსპორტირების დროს დაზიანდა ან დაიკარგა.
    12. თქვენი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის, რეგულაციებისა ან/და წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეგიჩეროთ/შეგვიწყვიტოთ სერვისის მოწოდება, ჩათიშოს/წაშალოს თქვენს მიერ (ან თქვენი დაკვეთით კომპანიის მიერ) პლატფორმებზე განთავსებული განცხადებები ან/და უარი განაცხადოს ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ კარგავთ უფლებას პრეტენზია განაცხადოთ კომპანიის მხრიდან სერვისის შეჩერების/შეწყვეტით გამოწვეულ შემთხვევებზე/ზიანზე.
    13. კომპანია უფლებამოსილია პლატფორმებზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

    14.   ცვლილებები, მოქმედების ვადა და შეწყვეტა

    1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის კლიენტის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება კლიენტის ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
    2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან კლიენტის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
    3. კლიენტი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიის/მომხმარებლის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.
    4. კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად უზრუნველყოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რეალიზებული პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდება და პროდუქტზე გაცემული საგარანტიო პირობების ფარგლებში შესაბამისი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სერვის ცენტრის/საგარანტიო მომსახურება. კლიენტი/მოვაჭრე ასევე ვალდებულია, ანგარიშის (პროფილის) გაუქმების/ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად მოახდინოს მომხმარებლისთვის სრული მომსახურების გაწევა, რაც მითითებული იყო მისი პროდუქტის განცხადებაში/საგარანტიო პირობებში, ან რის შესახებაც თავად მიაწოდა ინფორმაცია მომხმარებელს.
    5. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში გამყიდველის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება გამყიდველის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
    6. გამყიდველი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ თავით გათვალისწინებული წესით.
    7. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ ისარგებლებს ამ მუხლში განსაზღვრული შეწყევტის უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება გამყიდველის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს გამყიდველის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

    15.   მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

    • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    • მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, დავის სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

    16.   კონფიდენციალობის პოლიტიკა

    1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე - ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET შესვლითა და პლატფორმის სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი პლატფორმების სარგებლობის ყველა პირობას.
    2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის მიერ დამუშავების წესს.
    3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
    4. თქვენი ვალდებულება კონფიდენციალობის დაცვაზე.

    თქვენ ვალდებული ხართ:

    • დაიცვათ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, არ გამოიყენოთ ისისნი არამიზნობრივად და იმოქმედოთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში. თქვენ ადასტურებთ, რომ დაიცავთ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას და მონაცემებს დაამუშავებთ ამ პოლიტიკით განსაზღვრული პირობების დაცვით.
    • პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატარებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
    • შეზღუდავთ პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრეს და ასეთ უფლებას მიანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
    • პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 საათისა, შეგვატყობინებთ შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
    • დაუყოვნებლივ მიიღებთ ზომებს ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
    • მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცემთ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ პერსონალურ მონაცემებს. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება და გაავრცელებთ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
    • მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართავთ ქვე-კონტრაქტორებს, რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე მუხლით განსაზღვრული პირობები. მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
    • თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ კონფიდენციალობის პოლიტიკა და ამ თავში/მუხლში განსაზღვრული ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (პლატფორმის მომსახურებით სარგებლობისას) და მისი შეწყვეტის შემდეგ უვადოდ.

    17.   თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

    • კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით საკონტაქტო ინფორმაციის თავში მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.
    • თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის)  უსაფრთხოებას. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

    18.   გარდამავალი დებულებები

    1. წესებში და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
    2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოგთხოვოთ, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ან რომლების არსებობაც სავალდებულოდ განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
    3. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შევაჩეროთ ან შეცწყვიტოთ თქვენი რეგისტრაცია ან პლატფორმაზე ავტორიზაცია ან პროფილზე (ანგარიშზე) წვდომა (დავბლოკოთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში), თუ ჩავთვლით, რომ თქვენ მოქმედებთ არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
    4. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
    5. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
    6. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
    7. თქვენ, ჩვენი თანხმობის გარეშე, არ ხართ უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეთ ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
    8. შემთხვევები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესებით და პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;

    19.   ტერმინთა განმარტება

    წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

    პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს თქვენს მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

    ავტორიზაცია - ნიშნავს თქვენს პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებითა განსაზღვრულ წვდომას.

    გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ თქვენს მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

    პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით მათ შორის და არამხოლოდ: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge;

    კომპანია, TNET, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „თინეთს“.

    კომპანიის/TNET-ის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით თქვენთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: აუქციონი; რეალიზაციის სერვისი, განცხადების/პროდუქტის განთავსებისა და ტრანსპორტირების სერვისი, რეკლამა, და სხვა.;

    მომხმარებელი, მომხმარებლები - ნებისმიერი პირი, რომელსაც TNET-ის პლატფორმების სერვისების გამოყენებით იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად;

    მხარეები - ნიშნავს გამყიდველს და კომპანიას.

    კლიენტი/მოვაჭრე ან თქვენ ან შენ - წარმოადგენს ნებისმიერ პირს გამყიდველს, შემსრულებელს, განმცხადებელს, ორგანიზატორს, მესაკუთრეს, განმკარგავს, მერჩანტს, მოვაჭრეს, მასპინძელს და სხვ., რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება და რომელიც პირადად, TNET-ის პლატფორმებზე  განცხადების განთავსების გზით ან TNET-ის საშუალებით (TNET სერვისების გამოყენებით) ახდენს კომპანიის პლატფორმებზე თავის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქტის/სერვისის განთავსებას მათი მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით. (გაითვალისწინეთ!: ნებისმიერი კლიენტი/მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს კლიენტის/მოვაჭრის სახელით ან დავალებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონიდან გამომდინარე ითვლება მოვაჭრედ. ასეთი პირი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი კანონის დისტანციური ხელშეკრულებისა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ნორმები და კანონით დადგენილი სხვა ზოგადი მოთხოვნები და აიღოს პასუხისმგებლობა მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე თუ ზიანზე.)

    პროდუქტი - „კლიენტის/მოვაჭრის“ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ნაწილი ან მომსახურება/სერვისი/ღონისძიება და ა.შ., რომელიც პლატფორმებზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

    ონლაინ აუქციონი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი (auction.myauto.ge), რომელიც მომხმარებელს და კლიენტს ანიჭებს აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის გზით პროდუქტის შეძენის ან აუქციონის მოწყობის გზით პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას.

    აუქციონის მოწყობა - თქვენს მიერ პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული აუქციონის ორგანიზება პროდუქტის რეალიზაციის მიზნით.

    ბიდერი/პრეტენდენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში.

    შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე ბიდერის/პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქტზე ფასის შეთავაზება.

    სარეზერვო ფასი -  ელექტრონული აუქციონის ფარგლებში თქვენს მიერ დაწესებული საქონლის მინიმალური ფასი.

    საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი.

    განცხადების განთავსება - თქვენს მიერ პროდუქტის პლატფორმაზე განთავსება ონლაინ აუქციონით ან პირდაპირი მიყიდვის მიზნით.

    მესამე პირი - კომპანიის, თქვენსა და მომხმარებლის გარდა ნებისმიერი სხვა პირი.

    ბე/საგარანტიო თანხა - ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

    ლოტი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში კლიენტის/თქვენს მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას.

    საწყისი ფასი - თქვენს მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული პროდუქტის საწყისი სავაჭრო ღირებულება.

    ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

    ონლაინ ვაჭრობა - თქვენს მიერ პლატფორმაზე TNET-ის სერვისების (ელექტრონული გადახდა, საკურიერო სერვისი და სხვ.) გამოყენების გზით პროდუქტის ელექტრონული გასხვისება/შეთავაზება.

    არაელექტრონული ვაჭრობა - თქვენს მიერ პლატფორმაზე პროდუქტის გასხვისება, სადაც პროდუქტის სარეალიზაციო, მიწოდების ან/და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება თქვენსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, TNET-ის ჩარევის/სერვისების გარეშე.

    სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ თქვენთვის გაწეული მომსახურებების საფასური (რაც მოიცავს ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)

    ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა საგადახდო კომპანიების მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.)

    ვაუჩერი - უნიკალური კოდი რომელიც მომხმარებელს ეგზავნება მისი TNET პლატფორმებზე შეძენის შემდეგ გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლებული სერვისით/პროდუქტით სარგებლობის მიღების მიზნით.

    შეთავაზება - TNET პლატფორმებზე თქვენს მიერ განთავსებული პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების შესახებ განცხადებები.

    საკონტაქტო ინფორმაცია - თქვენი ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

    ოპერაცია - თქვენს მიერ თქვენი პროფილის (პირადი ანგარიშის) გამოყენებით ან თქვენი პროფილთან (პირად ანგარიშთან) ან/და სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია/ტრანზაქცია/ქმედება (მაგ. განცხადების განთავსება, რეალიზაცია, ყიდვა, მოთხოვნის/შეკვეთის განთავსება, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება, კომპანიის სერვისების გამოყენება, რეკვიზიტების ცვლილება და სხვ. ).

    წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის/კლიენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

    წესები და პირობები/ხელშეკრულება - თქვენს მიერ წინამდებარე წესების და პირობებისა და მომხმარებლის წესების და პირობების დადასტურების შედეგად თქვენსა და კომპანიას შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება (წესები და პირობები), რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

    სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

    Пройдите авторизацию и получите доступ ко всем услугам с одного профиля