• 1.   ჩვენს შესახებ
  • 2.   საკონტაქტო ინფორმაცია
  • 3. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა
  • 4.   პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა, მართვა და დახურვა
  • 5.   განცხადებების/პროდუქტების ფასები, მარაგები, შეკვეთა და მისი გაუქმება
  • 6.   ტრანსპორტირება
  • 7.   შეკვეთის მიღება
  • 8.   შეკვეთის ცვლილების და ჩაბარების წესი
  • 9.   პლატფორმების დამატებითი წესები
  • 10.  კანონისმიერი გარანტია
  • 11. კომერციული გარანტია
  • 12. რეკლამის სერვისი
  • 13. ფასიანი სერვისები
  • 14. ანაზღაურება და მომხმარებელთა ბალანსის მართვა
  • 15. პროდუქტის დაბრუნების/სერვისის გაუქმების პოლიტიკა და მომსახურების მიმღების გარანტია
  • 16. აკრძალული ქმედებები, სანქციები და ინტელექტუალური საკუთრება
  • 17. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • 18. კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • 19. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
  • 20. ცვლილებების შეტანა
  • 21. ტერმინთა განმარტება

წესები და პირობები

1.   ჩვენს შესახებ

შპს თინეთი (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, კომპანია, TNET)
საიდენტიფიკაციო კოდი: 402116474
მისამართი: ქ, თბილისი, ნუცუბიძის ქ. #129ა, სართ. 3;
კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected].
ტელეფონის ნომერი:+ (995 32) 2 47 01 57

  • შპს „თინეთი“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმებს: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge;
  • ჩვენი პლატფორმები მომხმარებლებს და გამყიდველს (მოვაჭრეს) აძლევს შესაძლებლობას შესთავაზონ, გაყიდონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით ჩვენი პლატფორმების გამოყენებით. მომხმარებლის წესები განისაზღვრება წინამდებარე წესებით და პირობებით, ხოლო პროდუქტის გაყიდვის/განცხადების დადების წესები იხილეთ აქ:განცხადების განთავსების (ვაჭრობის) წესებიჩვენს პლატფორმებზე განცხადების დადების/ვაჭრობის სურვილის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ განცხადების განთავსების (ვაჭრობის) წესები.
  • ჩვენი პლატფორმები არის „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების მიმწოდებელი. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში ,,პლატფორმა” შეიძლება წარმოადგენდეს გამყიდველს (მოვაჭრეს) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც მითითებული იქნება კონკრეტული გასაყიდი პროდუქტის/განცხადების აღწერილობაში.

2.   საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

 პლატფორმა/ვებგვერდი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

შპს თინეთი/ TNET

[email protected]

032 2 47 01 57

livo.ge

[email protected]

032 2 80 00 15

tkt.ge

[email protected]

032 2 19 55 77

vendoo.ge

[email protected]

032 2 00 08 08

swoop.ge

[email protected]

032 2 10 55 10

mymarket.ge

[email protected]

032 2 80 00 35 

myauto.ge

[email protected]

032 2 80 00 45   

myparts.ge

[email protected]

032 2 80 00 55 

myhome.ge

[email protected]

032 2 80 00 15 

myshop.ge

[email protected]

032 2 47 11 88

myads.ge

[email protected]

032 2 47 01 57

mysports.ge

[email protected]

032 2 47 01 57

myjobs.ge

[email protected]

032 2 47 01 57

auction.myauto.ge

[email protected]

032 2 80 00 45   

super app TNET

[email protected]

032 2 12 12 21



3. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა

3.1.   მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრეს ურთიერთობა

  1. წინამდებარე წესები და პირობებით განისაზღვრება თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმების გამოყენებისა და მომსახურების მიღების პირობები. რეგისტრაციით, წესებს და პირობებს თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ შპს „თინეთის“ ნებისმიერ სერვისს/პლატფორმას.
  2. სამართლებრივი ურთიერთობა მომხმარებელსა და გამყიდველს (მოვაჭრეს) შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე (თუ კომპანია თავად არ არის გამყიდველი/მოვაჭრე), დამოუკიდებლად. გამყიდველი (მოვაჭრე) ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული (ან მისი მითითებით კომპანიის მიერ განთავსებული) პროდუქტის შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი (მოვაჭრე) პასუხისმგებელია პროდუქტის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, პროდუქტის დაბრუნებაზე, საგარანტიო პირობების შესრულებაზე, შეკვეთის გაუქმებაზე, არასწორ ფასზე და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული სახის პრეტენზიის დასაფიქსირებლად, მიმართეთ პირადად გამყიდველს (მოვაჭრეს). თქვენ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმებზე არსებული დაბრუნების ფორმა, რომელიც შეკვეთების ისტორიაში ან პლატფორმაზე გამოგიჩნდებათ, ასევე პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ ჩვენს ქოლ-ცენტრში საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ არხებზე. დაბრუნების ფორმის შევსების/პრეტენზიის ჩვენთან დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ მოვაჭრეს მივაწვდით ინფორმაციას დაბრუნების მოთხოვნის ან პრეტენზიის თაობაზე.
  3. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტის რეალიზაციისას კომპანია არ წარმოადგენს გამყიდველს (მოვაჭრეს) და იგი მხოლოდ შუალედური მომსახურების მიმწოდებელია, ის პასუხისმგებელია კომპანიის კურიერის მიერ პროდუქტის ტრანსპორტირებისას გამოწვეულ ზიანზე (პროდუქტის დაკარგვა ან დაზიანება), რამაც გამოიწვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მომხმარებლის/მომსახურების მიმღების უფლებ(ებ)ის დარღვევა.
  4. კომპანია პასუხისმგებელია პლატფორმის განზრახ გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, რამაც გამოიწვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებ(ებ)ის დარღვევა.
  5. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია არ წარმოადგენს გამყიდველს (მოვაჭრის), კონკრეტული გასაყიდი პროდუქტის აღწერაში მითითებული იქნება გამყიდველის (მოვაჭრის) სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, მისამართის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრების და არსებობის შემთხვევაში მოვაჭრის მიერ შემუშავებული სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება გამყიდველთან (მოვაჭრესთან) სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია.
  6. კომპანია/მოვაჭრე უფლებამოსილია აუქციონი გააუქმოს ნებიმიერ დროს.
  7. პლატფორმებზე ტექნიკური შეფერხების/ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა ან აუქციონი. კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმების/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 
  8. კომპანია უფლებამოსილია პლატფორმებზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე ან კანონთან შესაბამისობა არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
  9. პლატფორმებზე/აპლიკაციაში წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმებზე/აპლიკაციაში შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან/და სერვისები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

3.2. თქვენი, როგოც მოვაჭრის/განცხადების განმთავსებლის ვალდებულებები

  1. თუ თქვენ გსურთ ჩვენი პლატფორმების საშუალებით მოახდინოთ თქვენი პროდუქციის/ქონების/სერვისების რეალიზაცია/გაქირავება და ა.შ, მაშინ, თქვენ, როგორც მოვაჭრე, ჩვენს პლატფორმებზე რეგისტრაციითა და წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმებით, ასევე ეთანხმებით კლიენტის (მოვაჭრის) წესებსა და პირობებს. ჩვენი პლატფორმის სარგებლობისთვის თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: კლიენტის (მოვაჭრის) წესები და პირობები.

3.3.  მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

  1. თქვენ ხართ ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ, არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი და პლატფორმების სერვისების გამოყენების დროს არ იმყოფებით ევროკავშირის ტერიტორიაზე, არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს, მომხმარებლის წესებს და პირობებს და კონფიდენციალობისა და დაბრუნების პოლიტიკებს;
  2. თქვენს მიერ მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  3. არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  4. არ გამოიყენებთ : ა) სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; ბ) სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გ) სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; დ) სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე;
  5. არ გადასცემთ TNET-ის პლატფორმების პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
  6. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  7. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც:
    1. იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წესებით და პირობებით და კონფიდენციალობის პოლიტიკით ან/და არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
    2. მოგანიჭებთ უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც თქვენ კომპანიისგან ნებართვა არ მიგიღიათ.

3.4.   გამყიდველის (მოვაჭრის) ვალდებულება

  1. გამყიდველი (მოვაჭრე) ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
  2. საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
  3. გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა გამყიდველს (მოვაჭრეს) ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც ის დაეთანხმა.

4.   პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა, მართვა და დახურვა

4.1. რეგისტრაცია და ანგარიშის (პროფილის) მართვა

  1. პლატფორმების მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.
  2. ვინაიდან ჩვენ ვფლობთ და ვმართავთ რამდენიმე პლატფორმას (ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; super app TNET) და მომხმარებელის სარეგისტრაციოდ გამოიყენება ერთი საერთო სარეგისტრაციო სისტემა, რომელიმე ერთ პლატფორმაზე რეგისტრაციით, თქვენ, ასევე რეგისტრირდებით დანარჩენ პლატფორმებზეც.
  3. ანგარიშის (პროფილის) შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  4. პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენებას შეძლებთ ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემდეგ. ავტორიზაცია ხორციელდება თქვენს მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
  5. პლატფორმაზე ავტორიზაციისას თქვენ უფლებამოსილი ხართ საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროთ, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოთ საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში (ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში).
  6. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
  7. აკრძალულია ერთი მომხმარებლის/კლიენტის მიერ ერთზე მეტი პროფილის (ანგარიშის) გახსნა/ფლობა/მართვა. თქვენ უფლებამოსილი ხართ TNET პლატფორმებზე დარეგისტრირდეთ და მართავდეთ მხოლოდ 1 (ერთ) პროფილს (ანგარიშს). აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, TNET უფლებამოსილია დაუყოვნებლივ დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის/კლიენტის ალტერნატიული პროფილი (ანგარიში).
  8. თქვენ ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ თქვენს პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თქვენგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
  9. უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოთ ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გირჩევთ შეარჩიოთ რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად მოახდინეთ მისი განახლება.
  10. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას თქვენს ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ თქვენს ანგარიშზე უნებართვო ან თქვენი ნებართვით განხორციელებულ წვდომისას დამდგარ ზიანზე;
  11. ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს თქვენი ანგარიშის დეტალები, დაუყონებლივ შეცვალეთ იგი ან დაგვიკავშირდით. 

4.1. ანგარიშის (პროფილის) დახურვა

  1. თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (იხ. პლატფორმების საკომუნიკაციო არხებიწერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა.
  2. ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველი/მოვაჭრის/კომპანიის მიმართ.
  3. თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვას.
  4. დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
    1. თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
    2. კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ პლატფორმებზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
    3. ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
  5. ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები
    ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:
    1. თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ;
    2. ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
    3. ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
    4. ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
    5. არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;

      თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

5.   განცხადებების/პროდუქტების ფასები, მარაგები, შეკვეთა და მისი გაუქმება

5.1.  შეკვეთა

  1. პლატფორმებზე გამოიყენება 2 (ორი) სახის ვაჭრობის/შეკვეთის მეთოდი:
    -  ონლაინ ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენ კომპანიის სერვისების (ონლაინ გადახდა, საკურიერო და სხვა მომსახურებები) გამოყენებით შეიძენთ სასურველ პროდუქტს.
    -  არაელექტრონული  ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენსა და მოვაჭრეს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, ჩვენგან (ან ჩვენი პლატფორმებისგან) დამოუკიდებლად. ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვართ შუამავალი პლატფორმა თქვენსა და მოვაჭრეს შორის. არაელექტრონულ ვაჭრობას დაქვემდებარებული პროდუქტების განცხადებების არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად ახდენთ მოვაჭრესთან კომუნიკაციის დამყარებას და მიწოდების/ანაზღაურების/დაბრუნების/საგარანტიო პირობებზე შეთანხმებას.
  2. ჩვენი პლატფორმების უმრავლესობაზე შეკვეთის განთავსება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს. თუმცა, ge-ზე ბილეთის შეძენა შეგიძლიათ რეგისტრაციის გარეშეც. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიჰყვეთ შეკვეთის პლატფორმის ინსტრუქციას.
  3. შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე მომხმარებელს/მომსახურების მიმღებს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს შეკვეთის განთავსებისას დაშვებული შეცდომა (არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
  4. მომხმარებლის/მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას ადასტურებს ელექტრონული საშუალებით. თუმცა, შეკვეთის დამუშავების დროს (არაუმეტეს 3 დღე) შესაძლოა აღმოჩნდეს რომ გამყიდველს/მოვაჭრეს არ აქვს თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქცია მარაგში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას მივიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმების თაობაზე და რომლის თაობაზეც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
  5. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოწოდებული ინფორმაცია (მათ შორის, ხელშეკრულება) ელექტრონული ფორმით შეინახოთ ან/და გამოიყენოთ.
  6. პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, პროდუქტის შეძენამდე დაგვიკავშირდით კომუნიკაციის თავში განსაზღვრული პლატფორმის ქოლ-ცენტრის ნომერზე, ჩვენ გადავამოწმებთ გამყიდველთან თქვენი სასურველი პროდუქტის მარაგში არსებობის ფაქტს ან დაუკავშირდით გამყიდველს პროდუქტთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ამასთანავე, თუ ჩვენი დასტურის მიუხედავად მაინც აღმოჩნდება, რომ პროდუქტი მარაგში არ არის, აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ჩვენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.

5.1. ფასები და მარაგები

  1. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ და ვანახლებთ ფასებს და მარაგებს. ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს „გადახაზული ფასი“, რომელიც აჩვენებს ფასდაკლებამდე ფასის ოდენობას. ჩვენ ვერ დავადასტურებთ პროდუქტის ფასს, სანამ არ განათავსებთ შეკვეთას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების ნაწილზე შეიძლება მითითებული იყოს არასწორი ფასი (ასევე, შესაძლებელია პროდუქტი არ იყოს მარაგში).
  2. ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორის სურვილის/შეკვეთის მიხედვით TKT.GE წარმოადგენს პრომოუტერს ნებისმიერ ღონისძიებაზე დასასწრები სარეალიზაციო ბილეთზე). TKT.GE-ზე ბილეთის სარეალიზაციოდ განთავსების წინ, კომპანიასა და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რითაც განისაზღვრება ღონისძიებებისა და თანამშრომლობის პირობები.

5.2. კომპანიის მიერ შეკვეთის გაუქმება

  1. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევის, ტექნიკური შეფერხების არსებობისას, მოვაჭრის მოთხოვნით, პროდუქტის მარაგში არ არსებობისას, მომხმარებლის მოთხოვნით, მომხმარებლის მიერ შეკვეთის არ ჩაბარების, პლატფორმაზე არასწორი ფასის არსებობისას, როცა მომხმარებლისთვის სწორი/განახლებული ფასი მისაღები არ არის და წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის ცალმხრივად გაუქმება, რომლის თაობაზეც აცნობებს მას.
  2. პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება TNET-ის მიერ ცალმხრივად.
  3. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავში განსაზღვრული საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე (გარდა ამ წესებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა). კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.

6.   ტრანსპორტირება

  1. კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული პრდუქტის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით, როცა პლატფორმაზე, პროდუქტის შესაბამის გვერდზე მითითებულია საკურიერო სერვისი და მიტანის პირობები. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად, მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი.
  2. TNET პლატფორმებზე შესაძლოა შეგხვდეთ ისეთი პროდუქტები/განცხადებები, რომლის მომხმარებლისთვის ტრანსპორტირებას ახდენს თავად გამყიდველი (მოვაჭრე) ან მესამე მხარე საკურიერო კომპანიის სახით.
  3. თუ პროდუქტის მოცულობითი წონა აღემატება პროდუქტის რეალურ წონას, ამ შემთხვევაში მიწოდების ტარიფის დაანგარიშება რეალური წონის მიხედვით. აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ წინასწარ.
  4. საკურიერო საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმებამდე.

7.   შეკვეთის მიღება

  1. ჩვენ ვსარგებლობთ საკურიერო მომსახურებით, იმისთვის რათა დროულად მოგაწოდოთ შეკვეთა. ქვემოთ მითითებული წესები მოქმედებს მხოლოდ ჩვენს სატრანსპორტო მომსახურებაზე.
  2. ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.
  3. შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა თავად წაიღოთ შეკვეთა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შეკვეთის გაფორმებამდე მითითებული იქნება მოვაჭრისგან წაღების ან მოვაჭრესთან შეხვედრით შეკვეთის მიღების შესაძლებლობა.
  4. თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი - 2-დან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის მიღების სავარაუდო თარიღი შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის განთავსებამდე.
  5. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით ან შეკვეთის გაფორმების დროს პლატფორმაზე არსებული ინფორმაციით. აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ჩვენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.
  6. შეკვეთის ჩაბარების ზუსტ თარიღს გაცნობებთ შეკვეთის ჩაბარებამდე მინიმუმ 1 დღით ადრე.
  7. შეკვეთის ჩაბარების დღეს, მას შემდეგ რაც კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ მინიმუმ 1 საათით ადრე, შეგითანხმდებათ ნივთის მიწოდების დროისა და ადგილის შესახებ, მოვა თქვენს მისამართზე და შეგხვდებათ ნივთის გადმოსაცემად. გთხოვთ, შეამოწმოთ ნივთი მისი ჩაბარების დროს და არ ჩაიბაროთ შეკვეთა თუ აღენიშნება რაიმე სახის ნაკლი.
  8. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს ვიზუალური ნაკლი, არ ჩაიბაროთ იგი და დაუყონებლივ დაგვიკავშირდით ჩვენს საკომუნიკაციო არხებზე.

8.   შეკვეთის ცვლილების და ჩაბარების წესი

  1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებს პლატფორმაზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
  2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
    1. თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
    2. მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
  3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
  4. მომხმარებლის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე პირადად.

9.   პლატფორმების დამატებითი წესები

9.1.  LIVO.GE -ს დამატებითი პირობები

9.1.1 უძრავი ქონების შესახებ განცხადების პლატფორმაზე განთავსება

  1. მხარეები აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ თავად კომპანია არ სთავაზობს უძრავ ქონებას კლიენტს და არ ქირაობს განმცხადებელს კონკრეტული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით;
  2. განმცხადებელი უძრავ ქონებაზე ინფორმაციას და მისი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას პლატფორმაზე ათავსებს შესაბამის საინფორმაციო ველებში შეყვანით.
  3. ავტორიზაციისას მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
  4. კლიენტს მთავარი მენიუდან შეუძლია შეარჩიოს უძრავი ქონებისა და გარიგების ტიპი, ტერიტორია, ფასი და სხვა, რის შემდეგად პლატფორმაზე შერჩეული ფილტრების შესაბამისად შეარჩევს კლიენტისთვის სასურველ პროდუქტებს.

9.1.2 შეფასების მომსახურება

  1. მომხმარებელი (შემდგომში „დამკვეთი“) უფლებამოსილია, პლატფორმის მეშვეობით კომპანიას დაუკვეთოს შეფასების მომსახურება. შეფასების მომსახურების დაკვეთის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოთხოვნა დააფიქსიროს განაცხადის პლატფორმაზე შევსების ან მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან სატელეფონო/ჩატით მიმართვის გზით.
  2. შეფასების მომსახურების თაობაზე განაცხადის შევსებისას დამკვეთი დამატებით უთითებს შეფასების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას; ასეთი ინფორმაცია მოიცავს უძრავი ქონების საკადასტრო კოდს, დამკვეთის პირად ინფორმაციას (მათ შორის პირად ნომერს) და შესაძლოა დამატებით მოიცავდეს მესამე პირთა პირად ინფორმაციას, თუ დამკვეთი არ არის შეფასებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების მესაკუთრე/ერთადერთი მესაკუთრე.
  3. შეკვეთის გაფორმებით დამკვეთი ადასტურებს რომ:
    1. მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა მესამე პირის (უძრავი ქონების მესაკუთრის ან ქონებაზე უფლებამოსილი სხვა პირის) პირადი ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით და აცნობიერებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამკვეთს.
    2. უძრავი ქონების (შენობა/მიწა და სხვ.) მესაკუთრისგან ან ქონებაზე უფლებამოსილი სხვა პირისგან მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა უძრავი ქონების მესამე პირებისთვის, მათ შორის TNET-ის წარმომადგენლებისთვის ჩვენებაზე და ქონების TNET-ის მიერ შეფასებაზე. ამასთანავე, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამკვეთს.
  4. დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს უძრავი ქონების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.
  5. განაცხადის შევსებისას დამკვეთი ირჩევს შესაფასებელი უძრავი ქონების ტიპს. დამკვეთი აცნობიერებს, რომ შეფასების ღირებულება დამოკიდებულია შესაფასებელი ქონების ტიპზე და იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ შესაფასებელი ქონების ტიპი ფაქტობრივად არ ემთხვევა დამკვეთის მიერ განაცხადში განსაზღვრულ ტიპს, დამკვეთი მზადაა კომპანიას აუნაზღაუროს დამატებითი ღირებულება.
  6. შეფასების ანგარიშის შესრულების ღირებულება და ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეფასების მომსახურების შესახებ.
  7. შეფასების ანგარიშის დამკვეთისათვის გადაგზავნის ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც კომპანიასა და დამკვეთს შორის შედგება ჯეროვანი კომუნიკაცია.
  8. შეფასების სერვისის გაუქმება მომხმარებლის მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ TNET-ის მხრიდან არ დაწყებულა მომსახურების გაწევა (ინსპექტირება). შეფასების სერვისის გაუქმებისთვის მიმართეთ TNET-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

9.1.3 VIP განცხადების სერვისი

  1. მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს მიანიჭოს მას VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
  2. სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან.
  3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
  4. პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.
  5. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.1.4. რეკლამის სერვისი Facebook-ზე

  1. მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს განათავსოს კომპანიის Facebook გვერდზე მისი განაცხადის რეკლამა, რათა გაზარდოს მნახველთა რაოდენობა და ინტერესი. უძრავი ქონების ლოკაციიდან, ფასიდან და მდგომაორებიდან გამომდინარე, კომპანია უზრუნველყოფს განცხადების რეკლამირებას Facebook-ის მომხმარებელთა შესაბამის სეგმენტზე.
  2. სასურველი პაკეტის შერჩევა შესაძლებელია პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან.
  3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
  4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.1.5. 3D გადაღების სერვისი

  1. მომხმარებელს საშუალება აქვს, პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან შეუკვეთოს უძრავი ქონების 3D გადაღების სერვისი; სერვისი მოიცავს მაღალი ხარისხის 3D ვიდეოს და 4K ხარისხის ფოტოების გადაღებას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მთლიანი სივრცის რეალისტურ ფორმატში წარმოჩენა.
  2. 3D გადაღების სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
  3. სერვისის ღირებულება მოიცავს გადაღებული 3D ტურის მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებაში 1 (ერთი) თვის ვადით განთავსებას.
  4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.1.6  ფოტოგრაფის მომსახურება

  1. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს ფოტოგრაფის მომსახურება პლატფორმაზე სერვისების განყოფილებაში შესაბამისი პაკეტის არჩევით.
  2. სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
  3. მაღალი ხარისხის დამუშავებული ფოტოები პლატფორმაზე განთავსდება ფოტოგრაფის ვიზიტიდან 24 ან 72 საათში, შეძენილი პაკეტის პირობების შესაბამისად.
  4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა. 

9.1.7. ქონების შემოწმება

  1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების შემოწმების მომსახურებას, რაც მოიცავს: უძრავი ქონების ამონაწერის განახლებას, მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონსულტაციის გაწევას, აგრეთვე ქონების შემოწმების შედეგების ამსახველი დასკვნის მომზადებას.
  2. დასკვნა მომხმარებელს ეგზავნება ელექტორნული ფოსტის მისამართზე, არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.’
  3. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.1.8 უძრავი ქონების აზომვა

  1. უძრავი ქონების ზუსტი კვადრატულობის განსასაზღვრად და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარსადგენად ან/და პირადი მოხმარებისთვის, მომხმარებელს საშუალება აქვს, შეუკვეთოს უძრავი ქონების აზომვის სერვისი.

9.1.9 საჯარო რეესტრში სერვისების რეგისტრაცია

  1. აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის, უძრავი ქონების ცვლილების, იპოთეკით დატვირთვა/მოხსნის, სამეწარმეო რეესტრის სერვისების და ინდ. მეწარმის რეგისტრაციის სერვისის მიღება შესაძლებელია კომპანიის სერტიფიცირებული წარმომადგენლის ადგილზე ვიზიტით ან/და პლატფორმაზე მითითებულ ფილიალებში ვიზიტით.
  2. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.1.10. იურიდიული სერვისი

  1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა იურიდიულ სერვისს, რაც მოიცავს: უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საჯარო რეესტრის სერვისებს, უძრავი ქონების გადამოწმებას და მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებას და ამ საკითხებთან დაკავშორებით კონსულტაციებს, საჯარო უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციის/გადაწყვეტილებების ანალიზს, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამეწარმეო რეესტრის სერვისებს (განცხადების მიღება და ა.შ.).
  2. მომხმარებელი ავსებს განაცხადს და შემდგომ, კომპანიის იურისტები 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში უკავშირდებიან მომხმარებელს და ატყობინებენ საქმის განხილვის შედეგების შესახებ ელ-ფოსტის მეშვეობით.
  3. საქმის სირთულის ან/და დამატებითი მომსახურების საჭიროების არსებობისას და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში მასთან ფორმდება დამატებით მომსახურების ხელშეკრულება და ხდება ფასზე მორიგება.
  4. გაითვალისწინეთ, რომ პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.2.      TKT.GE -ს დამატებითი პირობები

9.2.1. ფასდაკლების პრომოკოდი

  1. ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე (გარდა მატარებლის სერვისებზე/ბილეთებზე) რამდენიმე ან ერთი ბილეთის შეძენისას.
  2. პრომოკოდის ვადა განისაზღვრება კომპანიის მიერ წინასწარ, მომხმარებლის მიერ მისი შეძენის დროს.
  3. პრომოკოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის/ორგანიზატორის მიერ ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში. პრომოკოდით შეძენილი ბილეთის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.

9.2.2. ღონისძიების გაუქმების/გადადების/ცვლილების პირობები

  1. GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ კომპანიას, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ახდენს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას. შესაბამისად, TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიმართ. მიუხედავად ამისა, TKT.GE შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთების თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით. დაბრუნება/გაუქმების დამატებითი პირობები იხილეთ დაბრუნების პოლიტიკაში.
  3. ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაშიGE უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით TKT.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე ან უბრალოდ ინფორმაციის სახით განთავსდეს კომპანიის პლატფორმაზე www.tkt.ge ან სოციალურ არხებში.
  4. GE არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის, რომელიც არ იღებს მონაწილეობას და არ არის ჩართული მის მიერ გასაყიდი ღონისძიებების საორგანიზაციო საქმიანობაში. ასევე არ იძლევა გარანტიას ბილეთების გაყიდვა/არ გაყიდვასთან ან/და ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
  5. საიტზე ღონისძებების განთავსება ხდება ორგანიზატორის სურვილისამებრ და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • გასაყიდი ბილეთების რაოდენობა;
  • მაქსიმალური ბილეთების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;
  • ასაკობრივი შეზღუდვა;
  • ბილეთის დაზღვევით შეძენა;
  • გასაყიდი ბილეთების ფასი;
  • აბონემენტების ფასი;
  • ფასდაკლებების პრომოკოდები და სხვა.

!გაითვალისწინეთ, რომ ვერიფიცირებული ღონისძიების შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებამოსილია არ დაუშვას ღონისძიებაზე ბილეთის მფლობელი პირი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ორგანიზატორის მიერ დაწესებულ ვერიფიცირების/ღონისძიების წესების პირობებს.

9.2.3  მასალების გამოყენების პირობები

  1. GE-ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება TKT.GE-ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2.4. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  1. GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს TKT.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან ბილეთებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება მხოლოდ ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუმეტეს 1 დღისა.
  2. GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საიდენტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.

9.2.5. კომუნიკაცია

  1. ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს +995322195577, TKT.GE-ს ელექტრონული ფოსტაზე [email protected] ან კომპანიას ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (11:00-19:00).

9.3.      VENDOO.GE -ს დამატებითი პირობები

9.3.1. პროდუქტის შერჩევა და შეკვეთის განთავსება

  1. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს პლატფორმაზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
  2. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
  3. მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმის საშუალებით არჩეული პროდუქტი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქტზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.

9.3.2. პროდუქტის/შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:

  1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
  2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
  • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
  • მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
  1. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
  2. მომხმარებელი უფლებამოსილია შეკვეთა გააუქმოს შემდეგ შემთხვევებში:
  • შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია შეკვეთის (იმავე) დღე.
  • შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია 1 ან მეტი სამუშაო დღე.

9.4.   SWOOP.GE -ს დამატებითი პირობები

9.4.1 შეთავაზებების სახეები და მათი მიღების წესი

  1. ge-ს პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს ფასდაკლებით გამყიდველის პროდუქტზე/მომსახურებაზე ვაუჩერის შეძენის ან შეთავაზების სრულად შეძენის გზით.
  2. თითოეული შეთავაზება მოქმედებს პლატფორმაზე შეთავაზების აღწერაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უქმდება შეთავაზებაში მითითებული მომსახურების/პროდუქტის პირობები/ბენეფიტები. თუ თქვენ მითითებულ ვადაში არ გამოიყენებთ ვაუჩერს, თქვენ ვეღარ შეძლებთ შეთავაზებაში მითითებული პირობებით გამყიდველის მომსახურების/პროდუქტის შეთავაზების პირობებით მიღებას.
  3. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი პლატფორმის გადახდის სისტემებით იხდის მხოლოდ ვაუჩერის საფასურს, ხოლო მომსახურების საფასურს შესაბამის გამყიდველთან. მომხმარებელს ვაუჩერის შეძენის შემდეგ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით რეგისტრირებულ ნომერზე და ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ეგზავნება უნიკალური ვაუჩერის კოდი რომლის გამყიდველის ობიექტში წარდგენისას მიიღებს შეთავაზებაში მითითებულ ფასდაკლებას და გამყიდველთან გადაიხდის მომსახურების/პროდუქტის დარჩენილ საფასურს.
  4. შეთავაზების სრულად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იხდის ვაუჩერის საფასურს და გამყიდველის მომსახურების/პროდუქტის საფასურს ერთად, საიდანაც კომპანია თავად უზრუნველყოფს მომსახურების/პროდუქტის ღირებულების გადამისამართებას გამყიდველთან.
  5. შეთავაზების შეძენამდე აუცილებელია მომხმარებელმა გამყიდველთან გადაამოწმოს მომსახურების/პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის შესაძლებლობა ან წინასწარ ჩაეწეროს გამყიდველთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მომხმარებლის სასურველი შეთავაზების განხორციელების შესაძლებლობა არ ქონდეს გამყიდველს და მომხმარებლის ინტერესები დაზიანდეს.
  6. ვაუჩერი ვერ იქნება გამოყენებული სხვა ფასდაკლებებსა, ვაუჩერებსა ან რაიმე სახის სარეკლამო აქციებით ან ერთობლიობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვაუჩერზე სხვაგვარადაა მითითებული.
  7. არც “Swoop/TNET”, არც გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული ვაუჩერისათვის ან ვაუჩერის საცნობარო ნომრებისათვის.
  8. ვაუჩერის დუბლიკატის გამოყენება, გაყიდვა ან ამდუბლიკატით ვაჭრობა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9.4.2  მარკეტინგული აქტივობების პირობები

  1. რეკლამირება
    1. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ მომხმარებელს სპეციალური სარეკლამო აქციები, კონკურსები ან/და სხვა რაიმე სახის წამახალისებელი აქციები. შესაბამისი წესები განთავსდება პლატფორმაზე თითოეულ მსგავს აქციასთან ახლოს ან თავად რეკლამის აღწერილობაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვმარტოთ ეს წესები ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, მომხმარებელი კი აქვე ეთანხმება ამ წესების ჩვენ მიერ წარმოდგენილ განმარტებას.
  2. მარკეტინგული შეთავაზებები
    1. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ მომხმარებელს მარკეტინგული შეთავაზებები, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან შეთავაზებებზე დამატებით აქციებს/ფასდაკლებებს.
    2. მარკეტინგული შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული ვადით და შესაძლოა გაუქმდეს ან შეიცვალოს ნებისმიერ დროს. კომპანია უფლებამოსილია ნებიმიერ დროს შეცვალოს მარკეტინგული შეთავაზებების პირობები.
    3. მარკეტინგული შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის მიერ განსაზღვრული მარკეტინგული აქტივობის წესები. ნებიმიერი დარღვევის ან საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის მიერ მარკეტინგული აქტივობის პერიოდში განხორციელებული ოპერაციები (შეკვეთა/შეთავაზების შეძენა/ბენეფიტები და სხვ.).
    4. მარკეტინგული აქტივობის დროს შეძენილ შეთავაზებებზე მოქმედებს 12-13 და ამ თავით განსაზღვრული შეთავაზების პირობები.

9.5.      MYMARKET.GE -ს დამატებითი პირობები

9.5.1. შეკვეთის განთავსება

  1. ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელი ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში და „შეძენის“ ღილაკის მონიშვნით იძენს ნივთს. ფიზიკური პირის პროდუქტის ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი შეიძინოს სწრაფი ყიდვის ან განვადების სერვისის/ღილაკების საშუალებით.
  2. ონლაინ ვაჭრობის დროს პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
  3. არაელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში შეკვეთის დასაფიქსირებლად ან/და პროდუქტის შესაძენად მომხმარებელი მიმართავს თავად გამყიდველს.
  4. ფიზიკური პირის პროდუქტის ონლაინ ვაჭრობის/შეძენის დროს გამყიდველს შესაძლებლობა აქვს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა ნებისმიერი მიზეზით. ასეთ დროს, TNET მომხმარებელს აცნობებს გამყიდველის გადაწყვეტილებას. შეკვეთის გამყიდველის მხრიდან გაუქმების შემდეგ მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ სწრაფი ყიდვის საშუალებით გადახდილი თანხა, ხოლო განვადების შემთხვევაში გაუქმდება განვადება. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თავად გამყიდველს. TNET არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

9.5.2. ონლაინ შეკვეთის ჩაბარების, დაბრუნების და გაუქმების წესი

  1. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
  2. თუ გამყიდველი ფიზიკური პირია მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა მის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს ან დააბრუნოს ჩაბარებული პროდუქტი კურიერის მომხმარებლის ადგილსამყოფელზე ყოფნის პერიოდში.
  3. თუ მომხმარებელმა პლატფორმაზე პროდუქტი შეიძინა ფიზიკური პირისგან, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქტის ჩაბარების მომენტში კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს პროდუქტი და პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს ხარვეზის არსებობის ფაქტი. მომხმარებლის მიერ კურიერის თანდასწრებით პროდუქტის დაბრუნების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაკლიანი პროდუქტის წამოღებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან ჩარიცხვას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. თუ, მომხმარებელი ნებისმიერი მიზეზით კურიერის თანდასწრებით არ მოახდენს პროდუქტის შემოწმებას, ითვლება, რომ კომპანიამ მომხმარებელს პროდუქტი ჩააბარა უნაკლო მდგომარეობაში. პროდუქტის ჩაბარების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი, შესაბამისად მომხმარებელმა პრეტენზიით უნდა მიმართოს მხოლოდ გამყიდველს.
  4. თუ პროდუქტის ონლაინ შეძენას ახდენთ ფიზიკური პირი გამყიდველისგან, კურიერის მომხმარებლის ადგილზე დალოდების პერიოდი შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.
  5. პროდუქტის მიწოდებისას მომხმარებელთან წინასწარ თანხმდება მიწოდების ადგილი და დრო.

9.5.3. ონლაინ შეკვეთაზე პრეტენზიის დაფიქსირების წესი

  1. მომხმარებელმა პლატფორმაზე პროდუქტის შეძენის შემდეგ წარმოშობილ ნებისმიერ პრეტენზიაზე მიმართავს მხოლოდ გამყიდველს. ონლაინ ვაჭრობის ფარგლებში პრეტენზიის დაფიქსირება შეგიძლიათ TNET მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის საშუალებით, ჩატში ან მეილზე მოწერით. არაელექტრონული ვაჭრობის ფარგლებში და ფიზიკური პირი გამყიდველის პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზიაზე მიმართეთ თავად გამყიდველს პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.

9.5.4. სერვისი TRADE IN

მომხმარებელს პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს განცხადების საფუძველზე მოახდინოს თავის საკუთრებაში არსებული მეორადი პროდუქტის სარეალიზაციოდ ჩაბარება. განცხადების დადასტურების შემთხვევაში მოხდება მომხმარებლისგან პროდუქტის ტრანსპორტირება, პროდუქტის შეფასება და შემდეგ პროდუქტის ღირებულების მომხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხვა.

TRADE IN სერვისის წესები:

  1. მომხმარებელი Trade In -ფუნქციის არჩევის შემთხვევაში ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ჩასაბარებელი პროდუქტის რეალური აღწერილობა, საფასური და მასალა.
  2. ჩასაბარებელი ტექნიკის ტრანსპორტირების საფასურს მომხმარებელი იხდის განაცხადის შევსებისთანავე, ტრანსპორტირების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  3. მომხმარებლის მიერ შეფასებული ჩასაბარებელი პროდუქტის საბოლოო ღირებულების დათვლა ხდება პროდუქტის ადგილზე ტექნიკური დათვალიერების შემდგომ.
  4. პროდუქტის ღირებულების კორექტირების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია პროდუქტის ახალ ღირებულებაზე. თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ ფასს, რეალიზაცია ჩაითვლება წარმატებულად და მას თანხა აუნაზღაურდება 36.4.5 პუნქტისა და ანაზღაურების თავის შესაბამისად. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ახალ ფასს - ჩაბარებული პროდუქტი დაუბრუნდება 3-4 სამუშაო დღის ვადაში.
  5. მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურების ვადა განისაზღვრება პროდუქტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღით.
  6. ტრანსპორტირების ვადა თბილისში განისაზღვრება 2 სამუშაო დღით, ხოლო რეგიონებში 4-5 სამუშაო დღით;

9.5.5. სერვისი/ფუნქციონალი „გამყიდველთან შეხვედრა“

“გამყიდველთან შეხვედრა” ფუნქციონალი განკუთვნილია სპეციალურ განცხადებების ფარგლებში, სადაც თქვენ აღნიშნული ფუნქციონალის არჩევის შემთხვევაში შეგეძლებათ თავად წამოიღოთ თქვენი შეკვეთა გამყიდველისგან ქვემოთ მითითებული წესების დაცვით.

“გამყიდველთან შეხვედრა” ფუნქციონალის მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება შემდეგ პირობებს:

  1. თუ სარეალიზაციო პროდუქტზე მომხმარებელს დაუმტკიცდება განვადება, მყიდველი თავად უზრუნველყოფს გამყიდველთან კომუნიკაციას რეალიზებული პროდუქტის მისაღებად.
  2. შესყიდული პროდუქტის მიღების დასტურად, მომხმარებელი ვალდებულია გამყიდველს გადასცეს შეკვეთის განთავსების დროს მიღებული ერთჯერადი კოდი.
  3. გამყიდველთან წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავის გადასაწყვეტად მომხმარებელი მიმართავს თავად გამყიდველს და არა კომპანიას. 
  4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას ერთჯერადი კოდის უსაფრთხოება და არ გადასცეს იგი გამყიდველს შეძენილი პროდუქტის ჩაბარებამდე.  
  5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელსა და გამყიდველს შორის წარმოშობილ დავაზე და ამ დავით გამოწვეულ შედეგებზე.
  6. მომხმარებლის მიერ გამყიდველისთვის კოდის გადაცემით/გადაუცემლობით წარმოშობილ შედეგებზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.

9.6.      MYPARTS.GE (ონლაინ შესყიდვა) დამატებითი პირობები

9.6.1. შეკვეთა, ანაზღაურება, ტრანსპორტირება, დაბრუნება

  1. მყიდველი, MYPARTS.GE-ს მეშვეობით ახდენს მისთვის სასურველ პროდუქტის შერჩევასა და შეძენას. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პლატფორმაზე არსებული ტექნიკური საშუალებებით.
  2. პლატფორმაზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტი/ნაწილები შესაძლოა იყოს ახალი ან მეორადი, ორიგინალი ან შემცვლელი. მომხმარებელი მისთვის სასურველი პროდუქტის/ნაწილის შერჩევითა და შეკვეთის განთავსებით ადასტურებს პროდუქტის/ნაწილის განცხადებაში მითითებულ მდგომარეობაში ონლაინ ყიდვის სურვილს.
  3. პროდუქტის შეძენის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის მყიდველისათვის მიწოდებას. მომხმარებლისთვის პროდუქტის მისატანად კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს საკურიერო, საფოსტო, სატრანსპორტო ან სხვა მსგავსი სერვისები.
  4. პროდუქტის მიწოდება ქ. თბილისის მასშტაბით (ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები) ხორციელდება არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მასშტაბით (რეგიონებში) - არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
  5. პროდუქციის მიწოდების საკურიერო მომსახურეობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე, შეკვეთის დაფიქსირებამდე.
  6. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობებითა და დაბრუნება/გაუქმების პოლიტიკით.
  7. კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით. პროდუქტის მიწოდებისას მომხმარებელთან წინასწარ თანხმდება მიწოდების ადგილი და დრო.
  8. თუ გამყიდველი ფიზიკური პირია, მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა მის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს ან დააბრუნოს ჩაბარებული პროდუქტი კურიერის მომხმარებლის ადგილსამყოფელზე ყოფნის პერიოდში.
  9. თუ მომხმარებელმა პლატფორმაზე პროდუქტი შეიძინა ფიზიკური პირისგან, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქტის ჩაბარების მომენტში კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს პროდუქტი და პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს ხარვეზის არსებობის ფაქტი. მომხმარებლის მიერ კურიერის თანდასწრებით პროდუქტის დაბრუნების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაკლიანი პროდუქტის წამოღებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან ჩარიცხვას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. თუ, მომხმარებელი ნებისმიერი მიზეზით კურიერის თანდასწრებით არ მოახდენს პროდუქტის შემოწმებას, ითვლება, რომ კომპანიამ მომხმარებელს პროდუქტი ჩააბარა უნაკლო მდგომარეობაში. პროდუქტის ჩაბარების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი, შესაბამისად მომხმარებელმა პრეტენზიით უნდა მიმართოს მხოლოდ გამყიდველს.
  10. თუ პროდუქტის ონლაინ შეძენას ახდენთ ფიზიკური პირი გამყიდველისგან, კურიერის მომხმარებლის ადგილზე დალოდების პერიოდი შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.

9.6.2. ავტონაწილის მოთხოვნა

  1. ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს Myparts.ge-ზე „ავტონაწილის მოთხოვნის“/“ნაწილის მოთხოვნის“ სერვისით, რაც გულისხმობს მის უფლებას Mypart.ge-ზე განათავსოს თავისთვის სასურველი ავტო ნაწილის მოთხოვნის განცხადება.
  2. “ნაწილის მოთხოვნის“ დროს მომხმარებელი ავსებს განცხადების განთავსებისთვის სავალდებულო ინფორმაციას, და ეთანხმება წესებს მესამე პირის მიერ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავების შესახებ. მომხმარებლის მიერ შევსებული „ნაწილის მოთხოვნა“ განცხადების სახით საჯაროდ განთავსება Myparts.ge-ზე, “მოთხოვნილი ნაწილების” შესაბამის განყოფილებაში, რომელიც ასევე აისახება მომხმარებლის პროფილში, “მოთხოვნილი ნაწილების” ისტორიაში.
  3. ნაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელმა ასევე უნდა მიუთითოს ნაწილის მოთხოვნის დრო და ავტომობილის VIN კოდი.
  4. შეთავაზების შინაარსში მომხმარებელს შესაძლებელია დამატებით ეცნობოს პროდუქტის დაბრუნების სპეციალური პირობების თაობაზე.

9.6.3. ნაწილის Online/ონლაინ შეძენა

„შეთავაზების“ გვერდიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Online/ონლაინ შეიძინოს გამყიდველის მიერ მისთვის „შეთავაზებული ნაწილი“. ნაწილის ონლაინ შესაძენად მომხმარებელი შესაბამის ველში უთითებს პირად და საკონტაქტო ინფორმაციას, ირჩევს თავისთვის სასურველ გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდს და ბანკის გადახდის გვერდზე ბარათის ინფორმაციის შევსებასა და დადასტურებას. წარმატებული გადახდის შემდგომ, შეძენილი პროდუქტი/ნაწილი აისახება მომხმარებლის პროფილში შეძენილი ავტონაწილების გვერდზე.

9.7.      MYAUTO.GE-ს დამატებითი პირობები

9.7.1. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

  1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პლატფორმის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
  2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. საგარანტიო თანხა/ბე ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კონკრეტულ ლოტზე საგნის აღწერაში მითითებულ რეკვიზიტებზე. საგარანტიო თანხა/ბე წარმოადგენს კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ ოდენობას, რომელიც დგინდება თითოეულ პროდუქტზე ინდივიდუალურად.
  3. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. პრეტენდენტისთვის დაფარულია დანარჩენ პრეტენდენტთა ვინაობა.
  4. კონკრეტული განაცხადის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის შეთავაზება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით. მომხმარებლის მიერ ფასის შეთავაზება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ქონების მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის შეთავაზება შესაძლებელია შესაბამისი ბიდის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის შეთავაზება“ ზრდის ქონების სარეალიზაციო ფასს.
  5. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სადეპოზიტო თანხის წინასწარ გადახდის შემდეგ, შეიძინოს ქონება დაუყონებლივ ,,იყიდე ახლავე''-ს (ე.წ. ,,Buy It Now") დადგენილ ფასად და შესაბამისად არ დაელოდოს აუქციონის დასრულებას.
  6. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის შეთავაზებას.“ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის შეთავაზება“ მოხდა ელექტრონული აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 3 (სამი) წუთის განმავლობაში, ელექტრონული აუქციონის ვადა ხანგრძლივდება მომდევნო 3 (სამი) წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
  7. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ პლატფორმა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და სხვა მონაცემების მითითებით).
  8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას გამყიდველთან აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულებას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ჩარიცხავს კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე, კომპანიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. კომპანიის რეკვიზიტები მიეთითება ყოველ ლოტზე, ელექტრონული აუქციონის წესების აღწერის ნაწილში. ანგარიშსწორების ვადის შეცვლა დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, ამასთანავე მომხმარებლის მიერ აუქციონისთვის წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე არ ექვემდებარება მომხმარებლისთვის დაბრუნებას და აღნიშნული თანხა რჩება კომპანიას.
  9. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მომხმარებელს საგარანტიო თანხა/ბე უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
  10. თანხის ჩარიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის შედეგის შესაბამისად რეალიზებული ქონების ღირებულების გადარიცხვას გამყიდველისთვის კუთვნილი მომსახურეობის საზღაურის გამოკლებით, რომელიც განისაზღვრება დანართით ან/და გამყიდველთან დადებული შეთანხმებით.
  11. აუქციონის შედეგების შესაბამისად მყიდველსა (აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტსა) და გამყიდველს შორის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის და არა მხოლოდ გასხვისებული ქონების გაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მხოლოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, კომპანიის მხრიდან რაიმე სახით დამატებითი მონაწილეობის გარეშე. კომპანიას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა აუქციონის შედეგების შესაბამისად გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორების ფორმებს, ქონების გადაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
  12. გარდა ამ თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა, ელექტრონული აუქციონის გამყიდველი, პრეტენდენტი და აუქციონში გამარჯვებული პირები პასუხს აგებენ წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ნორმებით.

9.7.2. კომპანიის უფლებები

  1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი ან გააუქმოს აუქციონის შედეგები ტექნიკური პრობლემის, გამყიდველის მოთხოვნის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის, გამყიდველის ან მესამე პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან კომპანიის წესების და პირობების დარღვევის ან სხვა მიზეზების გამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუქციონის შეწყვეტით/შეჩერებით დამდგარ შედეგებზე.
  2. აუქციონის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში იმისათვის, რომ თითოეული მომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული, კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ხელახალი აუქციონი.
  3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ აუქციონის შეწყვეტის/შეჩერების ან რაიმე სახით აუქციონის პირობის შეცვლით დამდგარ შედეგებზე.

9.7.3. Myjobs.ge-ს დამატებითი წესები

MYJOBS.GE წარმოადგენს შუამავალ პლატფორმას დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელ პირებს შორის, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ვაკანსიის განთავსება, ვაკანსიების მოძიება და რეზიუმეს (CV) შექმნა.  

  1. პლატფორმა არ არის არცერთი შეთანხმების ორგანიზატორი, თანამონაწილე, დამსაქმებელი ან სამსახურის მაძიებელი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
  2. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სიზუსტეზე. 
  3. კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ვაკანსია/რეზიუმე და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას, გარდა იმისა რაც მომხმარებელმა მიუთითა.
  4. რეზიუმეებში მითითებული ინფორმაცია, აპლიკანტების განათლება, სამუშაო გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მონაცემები არ კონტროლდება პლატფორმის მიერ.
  5. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
  6. პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მისი რეზიუმე და იქ არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმის მომხმარებელი დამსაქმებლებისთვის. 
  7. რეზიუმე არ უნდა არღვევდეს საიტის წესებს და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს.
  8. კომპანია უფლებამოსილია არ განათავსოს საიტზე განცხადება რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქსელური მარკეტინგის შესახებ.
  9. კომპანიას აქვს უფლება მომსახურებაზე უარი უთხრას მომხმარებელს რომელიც მუდმივად არღვევს საიტის მოხმარების წესებს.
  10. კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვაკანსიის განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
  11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული რაიმე ინფორმაციის განთავსებისას მასში აღმოჩნდა შეურაცხყოფელი, უცენზურო/უხამსი, დამამცირებელი, კანონდამრღვევი გამონათქვამი ან სიტყვა/წინადადება/მოწოდება, ან ეწინააღმდეგება წესებით და პირობებით დადგენილ წესებს, საიტი იტოვებს უფლებას წაშალოს ან/და დაბლოკოს აღნიშნული მომხმარებელი გარკვეული ვადით ან სამუდამოდ. 

9.7.4. რეზიუმეს განთავსება და მართვა

  1. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტორიზაციის/რეგისტრაციის გავლისა და მომხმარებლის წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდგომ შექმნას საკუთარი პროფილი და შეავსოს მონაცამები (განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარები და ა.შ.). 
  2. მომხმარებელს შეუძლია დამატებით შეავსოს სხვა პირადი მონაცემები და შექმნას საკუთარი ინდივიდუალური რეზიუმე პლატფორმაზე მოცემული დიზაინების მიხედვით და შემდგომ ჩამოტვირთოს იგი საკუთარ ციფრულ მოწყობილობაზე. 
  3. რეზიუმეს (CV) შექმნა ფასიანია. რეზიუმეს შექმნა შეუძლის გარე/არარეგისტრირებულ მომხმარებელსაც. ინფორმაცია იხილეთ პლატფორმაზე (დეტალები იხილეთ პლატფორმაზე MYJOBS.GE).
  4. მომხმარებელს შეუძლია მთავარ გვერდზე პოზიციის, სამუშაოს ტიპის, ადგილმდებარეობის და სხვა დამატებითი ფილტრების მეშვეობით მოიძიოს ვაკანსია, სურვილის შემთხვევაში შეინახოს იგი და შემდგომ „რეზიუმეს გადაგზავნის“ ღილაკით ავტომატურად გააგზავნოს საკუთარი მონაცემები შერჩეულ ვაკანსიაზე. 

9.7.5. VIP განცხადებები

  1. მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს მიანიჭოს მას VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
  2. სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია HR სამართავი პანელიდან.
  3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
  4. პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.
  5. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

9.7.6. სასწრაფო დაქირავება

  1. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემდგომ დამატებით და დამოუკიდებლად თითოეულ განცხადებაზე შეიძინოს „სასწრაფო დაქირავების“ სერვისი (ფასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ პლატფორმაზე MYJOBS.GE), რის შემდეგაც კონკრეტული ვაკანსია გამოჩნდება „სასწრაფო დაქირავების“ პანელზე საწყის გვერდზე. 

9.7.7. ხელფასები

  1. პლატფორმაზე მომხმარებელს პროფესიების მიხედვით შეუძლია მოიძიოს ბაზარზე არსებული და მოქმედი საშალო ხელფასი. აღნიშნული ავტომატურად გამოანგარიშებულია უშუალოდ MYJOBS.GE-ს პლატფორმაზე არსებული მონაცემებით და არ წარმოადგენს ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ სტატისტიკას.

9.8. Super App-ის დამატებითი წესები

9.8.1. Super App-ში ავტომობილის გადაფორმებისა და საჯარო რეესტრის სერვისები

სერვისის აღწერა

თინეთის რეგისტრაციის ოფისში ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისათვის ან საჯარო რეესტრის მომსახურების მისაღებად აუცილებელია სუპერ აპში შესაბამისი ჯავშნის რეგისტრაცია და საფასურის გადახდა, ასევე შესაძლებელია მისი გადაჯავშნა ან გაუქმება. აღნიშნული სერვისის არჩევის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მითითებულ წესებს:

1. ავტომობოლის ყიდვა-გაყიდვის ჯავშნის გაფორმება:

ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის არჩევის შემთხვევაში შეავსეთ ჯავშნის ინფორმაცია  (იმ პირის სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და პირადი ნომერი, რომელსაც უშუალოდ სურს მომსახურების მიღება). 

ჯავშნის გაფორმების დასასრულებლად აუცილებელია აირჩიოთ თქვენთავის სასურველი ჯავშნის დრო და თარიღი და გადაიხადოთ სუპერ აპში დადგენილი ჯავშნის საფასური. ჯავშნის წარმატებით დასრულების შეთხვევაში ჯავშნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინების სახით, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. 

2. უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის ჯავშნის გაფორმება:

უძრავი ქონების ან/და ბიზნესის რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში შეავსეთ ჯავშნის ინფორმაცია (იმ პირის სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და პირადი ნომერი, რომელსაც უშუალოდ სურს მომსახურების მიღება). 

ჯავშნის გაფორმების დასასრულებლად აუცილებელია აირჩიოთ თქვენთავის სასურველი ჯავშნის დრო და თარიღი და გადაიხადოთ სუპერ აპში დადგენილი ჯავშნის საფასური. ჯავშნის წარმატებით დასრულების შეთხვევაში ჯავშნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინების სახით, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. 

3. ჯავშნის შეცვლა ან/და გაუქმება, თანხის უკან დაბრუნება:

დაჯავშნისა და საფასურის გადახდის შემდგომ ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია შემდეგი წესით: 

ჯავშნის შეცვლა შესაძლებელია დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ნებისმიერ დროს სუპერ აპის მეშვეობით.

ჯავშნის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ჯავშანში მითითებულ დრომდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე გაუქმების შემთხვევაში თქვენ დაგიბრუნდებათ ჯავშნის საფასური ბანკის საკომისიოების გამოკლებით, ხოლო 24 საათზე ნაკლები დროით ადრე გაუქმების შემთხვევაში ჯავშნის საფასური უკან არ ბრუნდება. 

4. გადახდის მეთოდები:

ჯავშნის საფასურის გადახდა ხორციელდება სუპერ აპში უნაღდო ანგარიშსწორებით და ნებისმიერი საბაკო ბარათით, Google pay ან Apple pay მეშვეობით. 

10.  კანონისმიერი გარანტია

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს (მოვაჭრეს) მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს (მოვაჭრეს) მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
    ბ) გამყიდველმა (მოვაჭრემ) საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
    გ) გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
  6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
    ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
    ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
    გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
  9. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
  10. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გამყიდველს (მოვაჭრეს) ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

11. კომერციული გარანტია

  • კონკრეტულ პროდუქტს კანონისმიერ გარანტიასთან ერთად შეიძლება გააჩნდეს კომერციული გარანტია, რომლის პირობები მითითებული იქნება კონკრეტული პროდუქტის აღწერილობაში.
  • კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.

12. რეკლამის სერვისი

  1. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების ფასიანი სერვისების თავში. გაითვალისწინეთ, რომ ფასიანი სერვისები წარმოადგენს თქვენი პირადი სარგებლობისთვის განსაზღვრულ სერვისს, რომლის არჩევის და შეძენის შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
  2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება ფასიანი სერვისების საფასურის თავში.
  3. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის თქვენი შეთავაზებით დაინტერესების მიზნით, კომპანიას უფლება აქვს თქვენს მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს თქვენს მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში).
  4. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს თქვენი განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას და გასწორებას ახდენთ თქვენ. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე.
  5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია უფლებამოსილია თქვენი შეთავაზების/განცხადების რეკლამირებისთვის გამოიყენოს თქვენი და პროდუქტის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა.
  6. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანიის მიერ თქვენი პროდუქტის/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია.
  7. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები.
  8. თქვენს მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს თქვენს მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო თქვენ არ ხართ უფლებამოსილი მოითხოვოთ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება.
  9. პლატფორმაზე შეძენილი პაკეტი/ფასიანი სერვისები ვადაზე ადრე გაუქმებას არ ექვემდებარება და შესაბამისად არ ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება.

13. ფასიანი სერვისები

  • კომპანიის პლატფორმების ფასიანი სერვისების (განცხადების დადება/რეკლამირება/VIP სერვისები და სხვა) საფასურები იხილეთ მითითებულ ბმულზე ფასიანი სერვისები
  • გაფრთხილებთ, რომ პლატფორმის ფასიანი სერვისები შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად. სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპანიის სერვისების საფასურები.
  • პლატფორმაზე შეძენილი პაკეტი/ფასიანი სერვისები ვადაზე ადრე გაუქმებას არ ექვემდებარება და შესაბამისად არ ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება.

14. ანაზღაურება და მომხმარებელთა ბალანსის მართვა

14.1.  პროდუქტის/სერვისის ღირებულების გადახდა

  1. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, მისი კუთვნილი პროფილიდან/მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის მეთოდიდან/ბარათიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების/პროდუქტის საფასურის ჩამოჭრა. ნებისმიერი ფორმით ჩვენთან ანაზღაურების დროს, პროდუქტის საფასურს ჩვენ გადავამისამართებთ გამყიდველთან (მოვაჭრესთან).
  2. შეკვეთის/სერვისის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ რამდენიმე გზით (გადახდის კონკრეტული მექანიზმები მითითებულია პლატფორმებზე ინდივიდუალურად და შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მითითებულისგან) :
  • საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პლასტიკური ბარათით გადახდა
  • ონლაინ განვადებით
  • გადახდის აპარატებით
  • ბალანსით (ინტერნეტ ბანკიდან შევსების გზით)
  • ანგარიშსწორებით კურიერთან
  • Google Pay
  • Apple Pay
  • ერთგული ბარათით
  • კრიპტო Mycoins
  1. მომხმარებელი ანაზღაურებს შეძენილი პროდუქტის, საკურიერო მომსახურებისა (საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე ინდივიდუალურად.) და მის მიერ არჩეული კომპანიის სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის სხვა საშუალებიდან.
  2. მომხმარებელი დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურებს ამავე დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ბალანსიდან ან კომპანიის მიერ მომხმარებლითვის გადასახდელი თანხიდან.
  3. პლასტიკური ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრიდთვის მიმართეთ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის.
  4. კომპანიის პლატფორმებზე ან კომპანიის კურიერთან ანგარიშსწორებისას თანხის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან/მოვაჭრესთან. ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის/მოვაჭრის ფინანსური აგენტი. მომხმარებლის ვალდებულება გამყიდველის/მოვაჭრის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქტის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
  5. კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას გამყიდველის/მოვაჭრის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პროდუქტის და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
  6. დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით TNET-ის პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნით გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Mymarket.ge; Myparts.ge).

14.2.  MYMARKET.GE ანაზღაურების პირობა

  • თუ კომპანია თავისი ინიციატივით გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას/შეკვეთას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე.
  • მომხმარებლის მიზეზით შეკვეთილი პროდუქტის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს მის მიერ გადახდილ თანხას უბრუნებს საკურიერო მომსახურეობის გამოკლებით 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • დაბრუნების უფლების გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ კომპანიას გადაუხადოთ საკურიერო მომსახურების საფასური შესაბამისად, კომპანია თქვენს მიერ ჩარიცხული თანხის დაბრუნებას მოახდენს საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით.
  • თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე.

14.3.  MYPARTS.GE ანაზღაურების პირობა

  • გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

14.4.  MYHOME.GE ანაზღაურების პირობა

  • გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

14.5.  MYAUTO.GE ანაზღაურების პირობა

  • გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

14.6.  LIVO.GE ანაზღაურების პირობა

  • კომპანიასა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით.
  • სერვისის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაფორმებამდე. სტანდარტული სერვისების ფასები განთავსებულია ge-ზე შესაბამის სერვისებში.
  • შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელიადაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრული პირობებით.

14.7.  მომხმარებლის ბალანსის მართვა

მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ:

  • მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ბალანსის მართვაზე.
  • თუ მომხმარებელს პირად ბალანსზე შეტანილი აქვს თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
  • თუ თქვენ არასწორად ჩარიცხავთ თანხას სხვა მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანზე, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს საკონტაქტო ინფორმაციის თავში მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე. კომპანიის ოპერატორი თქვენ მოგაწვდით ინციდენტის დაფიქსირების ფორმას, რომელიც შევსებული უნდა გამოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ, კომპანია მაქსიმალურად შეეცდება გაგიწიოთ მხარდაჭერა მის აღმოსაფხვრელად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპანია უფლებამოსილია არასწორად ჩარიცხული თანხა თქვენს ბალანსზე გადმოამისამართოს მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროცედურის განხორციელებაზე კომპანია თანხმობას მიიღებს თანხის მიმღები მომხმარებლისგან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თანხის მიმღები პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გაცხადებით დამდგარ ზიანზე.

14.8.  ანგარიშფაქტურის მოთხოვნა

  • ინვოისით ხდება თქვენივირტუალური ბალანსის შევსება. ანგარიშფაქტურის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ პორტალიდან RS.GE ანგარიშფაქტურის მოთხოვნა. ანგარიშფაქტურა გამოგეწერებათ თვის ჭრილში გახარჯვის მიხედვით და არა ინვოისის მიხედვით გადახდილ თანხაზე. გახარჯვის გადამოწმება შეგიძლიათ შემდეგნაირად: თქვენს გვერდზე გადადიხართ ტრანზაქციებში, ირჩევთ ღილაკს - ჯგუფი, ჩამოშლით, აირჩევთ ხარჯს და პერიოდის მიხედვით მოახდენთ შედარებას.

14.9.  ტრანზაქციების შეზღუდვა

TNET პლატფორმებზე შეზღუდულია მომხმარებელთა შორის ან მომხმარებელსა და მესამე პირ/ებ/ს შორის შემდეგი გადარიცხვის ტრანზაქციები: 

  • იურიდიულიდან> იურიდიულზე
  • იურიდიულიდან> ფიზიკურზე
  • ფიზიკურიდან> იურიდიულზე

15. პროდუქტის დაბრუნების/სერვისის გაუქმების პოლიტიკა და მომსახურების მიმღების გარანტია

15.1. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

  • თქვენ უფლება გაქვთ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვათ დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ კანონმდებლობით მონიჭებული სხვა უფლებები.
  • ზოგიერთმა მოვაჭრემ შესაძლოა გაავრცელოს წინამდებარე დაბრუნების წესთან განსხვავებული პირობები, რაც მითითებული იქნება პროდუქტის/განცხადების აღწერაში. გთხოვთ, პროდუქტის/სერვისის შეძენამდე, მოვაჭრესთან გადაამოწმოთ მისი დაბრუნების წესები.
  • არაელექტრონული გზით, პირდაპირ მოვაჭრესთან შეძენილ პროდუქტებზე დაბრუნების პირობები განისაზღვრება თქვენსა და მოვაჭრეს შორის შეთანხმებით კომპანიის ჩარევის გარეშე.
  • პროდუქტის ჩვენ პლატფორმებზე დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ ცხრილში განსაზღვრულ მეთოდებს და შეავსეთ ნივთის დაბრუნების ფორმა შპს „თინეთის“ იმ სავაჭრო პლატფორმაზე, სადაც განხორციელდა ნივთის შეძენა

პლატფორმა/ვებგვერდი

დაბრუნების ინიცირება

livo.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

tkt.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

vendoo.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

swoop.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

mymarket.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

myauto.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

myparts.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

myhome.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

myshop.ge

შეავსეთ დაბრუნების ფორმა

auction.myauto.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით.

super app TNET

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან ჩატით მიწერის გზით ანდაბრუნების ფორმის შევსებით.

 

  • იმ პლატფორმებზე სადაც გთავაზობთ დაბრუნების ფორმას, ასევე გთავაზობთ დაბრუნების მართვის სერვისს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაფიქსირებული პრეტენზია ვაცნობოთ გამყიდველს/მოვაჭრეს და მისი პასუხი გაცნობოთ თქვენ. გამყიდველი/მოვაჭრე ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
  • თუ თქვენ ჩათვლით, რომ მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა არღვევს თქვენს უფლებებს, პრეტენზია შეგიძლია დააფიქსიროთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტში.
  • თუ პროდუქტი, რომლის ტრანსპორტირებაც მოვახდინეთ ჩვენ არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას (პროდუქტს გააჩნია ნაკლი, არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მახასიათებლებს და ა.შ), პირველ რიგში დაგვიკავშირდით კომუნიკაციების თავში მითითებული არხებით. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) მოვახდენთ ჩვენი ხარჯითა და რესურსებით.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • გამყიდველს (მოვაჭრეს) ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის (დაბრუნების ფორმის) შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
  • ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება განახორციელეთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ალექსიძის ქ. N1. სართული 1, კორპუსი 1, თბილისი, საქართველო.
  • დასაბრუნებელი პროდუქტების მიღების საათებია:
    • ორშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
    • სამშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
    • ოთხშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
    • ხუთშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
    • პარასკევი - 12:00 – 15:00 სთ.

რა უნდა წარადგინოთ პროდუქტის დაბრუნების დროს?

  • პროდუქტის დაბრუნებისას ან სერვის-ცენტრში მიტანის დროს აუცილებელია პროდუქტს თან ახლდეს თქვენთვის პროდუქტის ჩაბარების დროს კურიერის/მოვაჭრის მიერ გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).

პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაციის/ნაწილების სრულად არ წარდგენის შედეგები

  • თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანიამ/მოვაჭრემ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით.

დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქტი:

ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;

თ) დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

ი) ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;

კ) მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი;

ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;

მ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.

ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;

ო) სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის გვერდზე მითითებულია დაბრუნების შესაძლებლობა.

პ) თუ მომხმარებელმა პროდუქტი დააზიანა;

ჟ) თუ პროდუქტი არ არის საქართველოში და მისი შეკვეთა/ჩამოტანა ხდება თქვენი დაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, Trendyol-ის პროდუქცია.

რ) 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი.

ს) ჰიგიენური პროდუქტები.

ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

უ) გამყიდველის/მოვაჭრის მიერ მითითებულ სხვა შემთხვევებში.

პროდუქტის დაბრუნებაზე უარის თქმის შედეგები

  • თუ პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა. შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ თუ დადგინდება პროდუქტზე ზემოაღნიშნული ცვლილებები/ნაკლი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი. კომპანია გადაწყვეტილებას გაცნობებთ პროდუქტის ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს პროდუქტის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრიდან გატანა.
  • თუ ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანილ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ აშკარა ნაკლი/ცვლილება, რომელიც გამოწვეული არის მომხმარებლის ზემოქმედებით და არ საჭიროებს დამატებით შემოწმებას, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელს ადგილზევე აცნობოს გადაწყვეტილება და უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/ჩაბარებაზე.

აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები

  • აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.

Tkt.ge-ს დაბრუნების/გადაცვლის დამატებითი წესები

  1. შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით და ამ პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა:
  2. თანხის დაბრუნება საგამონაკლისო შემთხვევების დროს:
  • TKT.GE იტოვებს უფლებას, გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების შემთხვევაში თანხის დაბრუნება განახორციელოს მხოლოდ არსებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
  • TKT.GE მომხმარებელს ატყობინებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების სახით ან/და სოციალური ქსელების საშუალებით.
  • გამონაკლის შემთხვევაში, TKT.GE-ს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება TKT.GE -ს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე, ხოლო არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა დაბრუნდება იმ ბარათზე, რომლიდანაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
  • მომხმარებლის მიერ შეკვეთისა და გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში TKT.GE უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად არ დააბრუნოს მომხმარებლის მიერ ბილეთში გადახდილი თანხა. ამასთანავე, TKT.GE არ არის პასუხისმგებელი წარმატებით ჩატარებული ღონისძიების ბილეთის თანხის დაბრუნებაზე.
  • ბილეთების ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს ღონისძიების ორგანიზატორი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ შეკვეთის ან ბილეთის ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებით დამდგარ შედეგებზე.
  • (ვ) იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთის/შეკვეთის თანხას, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
  1. საქართველოს რკინიგზის ბილეთის დაბრუნებისას მოქმედებს რკინიგზის მიერ დადგენილი შემდეგი წესები:
  • თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 2 საათზე ნაკლები - ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება;
  • დაბრუნებისას ბილეთის ფასს აკლდება სულ მცირე მინიმალური ოდენობა - 1.50 ლარი;
  • მატარებლის ბილეთის გაუქმების/დაბრუნების შემთხვევაში კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  • მგზავრობამდე 15 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 15%;
  • მგზავრობამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 30%.
  • ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 2 საათით ადრე. მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გამოკლებით.
  • წინამდებარე დაბრუნების წესები შესაძლოა შეიცვალოს რკინიგზის მითითების საფუძველზე,
  1. კინოს ბილეთების დაბრუნებისას მოქმედებს შემდეგი წესები:
  • კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.
  • ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:
    • Basic – ბილეთის ღირებულების 60%
    • Silver – ბილეთის ღირებულების 80%
    • Gold – ბილეთის ღირებულების 90%
  • დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 3 საათი.
  1. ავია ბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:
  • ავია ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/და TKT.GE-ს;
  • GE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს TKT.GE-ს ფრენის დაწყებამდე არაუგვაინეს 24 საათით ადრე; (გაითვალისწინეთ, რომ TKT.GE-ს სამუშაო საათებია 11:00-19:00)
  • GE გადასცემს შესაბამის ავია კომპანიას მომხმარებლის მოთხოვნას ბილეთის გადაცვლის შესახებ. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
  • ბილეთის გადაცვლის საკითხს ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად;
  • ნებისმიერი სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის გადაცვლაზე, ავია კომპანიის კომუნიკაციასა ან/და ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ თუ სხვა სახის დეტალებზე;
  1. ავია ბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:
  • ავია ბილეთის დაბრუნების წესი:
  • ავია ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/და TKT.GE-ს;
  • მომხმარებლის მიერGE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, TKT.GE უკავშირდება ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
  • TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთან, ავია კომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე;
  • ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის გადაწყვეტილებებზე.
  • ავია კომპანია ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თავად განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხის ღირებულებას. ავია კომპანია მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ ღირებულებას ურიცხავს TKT.GE-ს მომხმარებლის ან/და TKT.GE-ს მომართვიდან 30-90 დღის განმავლობაში.
  • TKT.GE მომხმარებელს ავია კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხიდან უბრუნებს კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
  1. ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემის წესი:
  • არ ხორციელდება ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემა.
  • TKT.GE არ აგებს პასუხს მგზავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხზე ან/და მათ ინფორმირებაზე მგზავრებისთვის (საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტაცია, Covid რეგულაციების მოთხოვნები და სხვ.);
  • TKT.GE არ აგებს პასუხს მგზავრის ფრენაზე არ გამოცხადებისა ან/და დაგვიანების შედეგებზე;
  • TKT.GE პასუხს არ აგებს ფრენასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ასეთ კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი ავია კომპანია;
  • ავია ბილეთებთან დაკავშირებული საკითხებისGE -სთან კომუნიკაცია არ არის სავალდებულო. მომხმარებელი უფლებამოსილია უშუალოდ დაუკავშირდეს შესაბამის ავია კომპანიას;
  • TNET (TKT.GE) უფლებამოსილია არ დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები, რაზეც მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
  • საგამონაკლისო შემთხვევებში, TKT.GE უფლებამოსილია თავისი დისკრეციითა და გადაწყვეტილებით დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებით.
  1. პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას ექვემდებარება თუ:
    • პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები (იარლიყი, ყუთი, ჩაბარების დოკუმენტი, შეფუთვა, პროდუქტის ნაწილები და ა.შ) არ არის გამოყენებული/დაზიანებული არ აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე; არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
    • პროდუქტზე დაფიქსირდა ქარხნული წუნი; 
  2. პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას არ ექვემდებარება თუ:
    • პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე;
    • ჰიგიენური პროდუქტები (მაგ.: კოლგოტკები, წინდები, თმის სამაგრი, საყურე, საცურაო კოსტუმი, თეთრეული, თეთრეულის აქსესუარები, საცვლები, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებები და სხვა).
    • იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოწერის გზით.

15.2. სერვისის გაუქმების პირობები.

  • პლატფორმებზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
  • საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
  • სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელოა მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისს ხარვეზის გამო და აღნიშნულ სერვისში მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა.

Livo.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების დამატებითი წესები

რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

  • შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ დაუწყია რაიმე სახით მომხმარებლის შეკვეთაზე მომსახურების განხორციელება. ასეთ დროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • თუ კომპანიას დაწყებული აქვს მომხმარებლის შეკვეთის/განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევა, მისი გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს არ დაუბრუნდება სერვისში გადახდილი საფასური.
  • მომხმარებელი უფლენბამოსილია შეამოწმოს კომპანიის სერვისი და მოთხოვოს კომპანიას ხარვეზის გამოსწორება.
  • შეკვეთის გაუქმებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად.

Swoop.ge-ს დაბრუნების სპეციალური წესები

შეძენილი ვაუჩერის/შეთავაზების გაუქმების/დაბრუნების პირობები

  • მომხმარებლის მიერ შეძენილი ვაუჩერის თანხის ღირებულება ან კინოს ბილეთების ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია, კომპანიის მიერ მომხმარებლის მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევები.
  • შეთავაზების სრულად ყიდვის შემთხვევაში მომსახურების/პროდუქტის დაბრუნება/გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადების შემთხვევაში. ასეთ დროს, გამყიდველი/შემსრულებელი თავად განსაზღვრავს დაბრუნების პირობებსა და დასაბრუნებელი თანხის ოდენობას. შესაბამისად, გამყიდველის/შემსრულებლის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა არ დაგიბრუნდეთ თქვენს მიერ გადახდილი სრული საფასური. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თავად გამყიდველს/შემსრულებელს. გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ ge-ს ვაუჩერის ღირებულება.
  • მომსახურების/პროდუქტის ღირებულების დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, კომპანია დაგიბრუნებთ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ განსაზღვრულ დასაბრუნებელ თანხას კომპანიის ვაუჩერის საფასურის გამოკლებით.
  • ვაუჩერის საფასური არის კომპანიის მომსახურების საფასური, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას უნაზღაურებს შეთავაზების შეძენისას.  

15.3. მომსახურების მიმღების გარანტია

  • მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს
  • მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
  • დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
  • ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
  • ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
  • გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
  • დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა
  • თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.

16. აკრძალული ქმედებები, სანქციები და ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმებზე მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტის შეძენა/გაყიდვა/ პოპულარიზაცია ან/და ტრანზაქციის/ოპერაციის/ქმედების განხორციელება:

  • ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
  • თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის პოპულარიზაცია, რეალიზაცია ან/და რეკლამირება;
  • ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
  • საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
  • პორნოგრაფიული მასალა;
  • მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
  • არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
  • მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
  • პროდუქტი/განცხადება/ქმედება/ოპერაცია/ტრანზაქცია, რომელიც არღვევს ჩვენს ან მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
  • მარკეტინგული აქტივობებში ჩართვის პირობების დარღვევა;
  • მონაცემთა სუბიექტის (ფიზიკური პირის) პერსონალური მონაცემების დამუშავება (გამოყენება, გადაცემა, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირება/განთავსება, წაშლა, შესწორება, აღება, მონაცემთა ბაზების უნებართვოთ წაღება და ა.შ.) მათი თანხმობის ან კანონიერი საფუძვლის გარეშე ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით.
  • არაკორექტული ქმედებების განცხორციელება მოვაჭრის/კომპანიის ან კომპანიის თანამშრომლის მიმართ.
  • აკრძალულია ოპერაცია/ტრანზაქცია/ქმედება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი განხორციელების დროისთვის არსებულ პლატფორმის წესებს/მოთხოვნებს ან/და არღვევს წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
  • საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის ტრანზაქცია.

არაკორექტული ქმედებები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პერსონალის კეთილდღეობა, შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან რაიმე სახის არაეთიკური ქმედება, მათ შორის და არა მხდოლოდ, უცენზურო, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი მომართვა ან სხვა სახის არაკორექტული ქმედება კომპანიისთვის/მოვაჭრისთვის ან/და კომპანიის თანამშრომლისთვის გამოიწვევს მოვაჭრის/მომხმარებლის დაბლოკვას ან/და პროფილის (ანგარიშის) გაუქმებას და მომსახურების შეწყვეტას. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს კომპანიისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

ინტელექტურლური საკუთრება

  • პლატფორმებზე/ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. კომპანიის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე.
  • კომპანიის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე პლატფორმასა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
  • აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
  • ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის/მოვაჭრისთვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის/მოვაჭრის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
  • წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის რომელიმე პლატფორმა თქვენ განიჭებთ ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.

სანქცირების შესახებ დათქმა

თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ და თქვენი დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან/და აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, კლიენტის კაპიტალში ან/და კლიენტის მენეჯმენტის/აღმასრულებელი ორგანოს წევრის კაპიტალში (თუკი ეს უკანასკნელი იურიდიული პირია) პირდაპირ ანდა ირიბად წილის მფლობელი ნებისმიერი პირი ან/და აღნიშნული პირის ან/და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები,  ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:

  • არ ხართ/იქნებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს ან/და საქართველოს ან/და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
  • არ ხართ/იქნებით იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
  • პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდიათ/დადებთ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
  • პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებთ ან/და არ გადასცემთ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონებას ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებას, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
  • პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდიათ/დადებთ ნებისმიერ გარიგებას ისეთ ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
  • იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე სანქცირების დათქმის თავის შესაბამისად თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდება არასწორი, კომპანიას გარდა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ქმედებებისა, ასევე უფლება ექნება იმოქმედოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დაწესებული სანქციის შესაბამისად და განახორციელოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ანდა ორგანოს მიერ დაწესებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, მათ შორის შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტთან ანაზღაურების გარეშე.
  • ამ წესების ფარგლებში, „სანქციები“ აღნიშნავს ეკონომიკურ ან ფინანსურ სანქციებს, კანონებს, რეგულაციებს, სავაჭრო ემბარგოებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს (მათ შორის და არა მხოლოდ, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს), რომლებსაც პერიოდულად აწესებს, წარმართავს, ახორციელებს ან/და იძულებით ატარებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია:
    • გაერო და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
    • ევროკავშირი და მის მიერ  სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი; და
    • აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ან/და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.

აკრძალული ოპერაციების განხორციელების შედეგები და კომპანიის უფლებები

  • კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახორციელებთ, ან შეეცდებით განახორციელოთ ოპერაცია/ქმედება ამ მუხლში/თავში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
    • შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაცია/ტრანზაქცია/განცხადება ან/და
    • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
    • შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
    • დაბლოკოს/წაშალოს პლატფორმაზე არსებული თქვენი ანგარიში (პროფილი) ან/და
    • მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
  • პლატფორმაზე თქვენი პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების ნებისმიერი მიზეზით მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
  • კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ ამ წესების და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან/და დაგიწესდებათ სანქცირების დათქმის თავში გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, გახდებით „სანქცირებული პირი“.
  • პლატფორმებზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში (მაგ. განცხადებაში მითითებული პროდუქტის რეალიზაცია/გაქირავება და სხვ.), ასევე განცხადების წაშლის ან/და თქვენი პროფილის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების/დაბლოკვის შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა, ამასთანავე, კომპანია არ ახდენს გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანას სხვა თქვენს მიერ მითითებულ სხვა განცხადებაზე.

17. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, დავის სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

18. კონფიდენციალობის პოლიტიკა

  • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე - ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET შესვლითა და პლატფორმის სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებითკონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი პლატფორმების სარგებლობის ყველა პირობას.
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავების წესს.
  • კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

19. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

  • კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით საკონტაქტო ინფორმაციის თავში მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.
  • თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

20. ცვლილებების შეტანა

  1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებში და პირობებში/დაბრუნების პოლიტიკაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენი მხრიდან ცვლილებებზე თანხმობად.
  2. თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებს ან აღარ გსურთ ჩვენი პლატფორმებით სარგებლობა,  თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პროფილის (ანგარიშის) გაუქმება. 

21. ტერმინთა განმარტება

წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

ვებგვერდი/აპლიკაცია - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს ან/და აპლიკაციებს: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge

კომპანია, TNET, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „თინეთს“.

კომპანიის/TNET-ის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: აუქციონი; რეალიზაციის სერვისი, განცხადების/პროდუქტის განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო მომსახურება და სხვა.;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც TNET-ის პლატფორმების სერვისების გამოყენებით სთავაზობენ ან რომელიც TNET-ის პლატფორმებზე იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად;

მხარეები - ნიშნავს კლიენტს, კომპანიასა და მომხმარებლებს;

კლიენტი (მოვაჭრე) ან განმცხადებელი ან დამსაქმებელი - წარმოადგენს ნებისმიერ პირს გამყიდველს, შემსრულებელს, განმცხადებელს, ორგანიზატორს, მესაკუთრეს, განმკარგავს, მერჩანტს, მოვაჭრეს, მასპინძელს, დამსაქმებელს და სხვ., რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება და რომელიც პირადად, TNET-ის პლატფორმებზე  განცხადების განთავსების გზით ან TNET-ის საშუალებით (TNET სერვისების გამოყენებით) ახდენს კომპანიის პლატფორმებზე თავის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქტის/სერვისის/შეთავაზების განთავსებას მათი მომხმარებლებზე რეალიზაციისა ან/და მიწოდების/შეთავაზების მიზნით. (გაითვალისწინეთ!: ნებისმიერი კლიენტი/მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს კლიენტის/მოვაჭრის სახელით ან დავალებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონიდან გამომდინარე ითვლება მოვაჭრედ. ასეთი პირი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი კანონის დისტანციური ხელშეკრულებისა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ნორმები და კანონით დადგენილი სხვა ზოგადი მოთხოვნები და აიღოს პასუხისმგებლობა მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე თუ ზიანზე.)

პროდუქტი - „კლიენტის/მოვაჭრის“ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ნაწილი ან მომსახურება/სერვისი/ღონისძიება და ა.შ, რომელიც პლატფორმებზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

ონლაინ აუქციონი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი (auction.myauto.ge), რომელიც მომხმარებელს და მოვაჭრეს ანიჭებს აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის გზით პროდუქტის შეძენის ან აუქციონის მოწყობის გზით პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას.

აუქციონის მოწყობა - გამყიდველის მიერ პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული აუქციონის ორგანიზება პროდუქტის რეალიზაციის მიზნით.

ბიდერი/პრეტენდენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში.

შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე ბიდერის/პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქტზე ფასის შეთავაზება.

სარეზერვო ფასი -  ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაწესებული საქონლის მინიმალური ფასი.

საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი.

განცხადების განთავსება - გამყიდველის/კლიენტის მიერ პროდუქტის პლატფორმაზე განთავსება ონლაინ აუქციონით ან პირდაპირი მიყიდვის მიზნით.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, მოვაჭრის/კლიენტისა და მომხმარებლისა.

ბე/საგარანტიო თანხა - ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

ლოტი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის/კლიენტის მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას.

საწყისი ფასი - გამყიდველის მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული პროდუქტის საწყისი სავაჭრო ღირებულება

ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

ონლაინ ვაჭრობა - მომხმარებლის ან/და გამყიდველის მიერ პლატფორმაზე TNET-ის სერვისების (ელექტრონული გადახდა, საკურიერო სერვისი და სხვ.) გამოყენების გზით პროდუქტის ელექტრონული შეძენა/გასხვისება.

არაელექტრონული ვაჭრობა - მოვაჭრის მიერ პლატფორმაზე პროდუქტის შეძენა/გასხვისება, სადაც პროდუქტის სარეალიზაციო, მიწოდების ან/და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება მოვაჭრესა (კლიენტსა) და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, TNET-ის ჩარევის/სერვისების გარეშე.

სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური (რაც მოიცავს ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)

ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა საგადახდო კომპანიების მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.)

ვაუჩერი - უნიკალური კოდი რომელიც მომხმარებელს ეგზავნება მისი TNET პლატფორმებზე შეძენის შემდეგ გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლებული სერვისით/პროდუქტით სარგებლობის მიღების მიზნით.

შეთავაზება - TNET პლატფორმებზე განთავსებული მოვაჭრის/კლიენტის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების შესახებ განცხადებები.

საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მისი პროფილის (პირადი ანგარიშის) გამოყენებით ან მის პროფილთნ (პირად ანგარიშთან) ან/და სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციატრანზაქცია/ქმედება (მაგ. განცხადების განთავსება, რეალიზაცია, ყიდვა, მოთხოვნის/შეკვეთის განთავსება, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება, კომპანიის სერვისების გამოყენება, რეკვიზიტების ცვლილება და სხვ. ).

წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

წესები და პირობები/ხელშეკრულება - მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დადასტურების შედეგად მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება (წესები და პირობები), რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

გაიარე ავტორიზაცია და მიიღე წვდომა ყველა სერვისზე ერთი ანგარიშით