ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „თინეთი“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია:
ჩვენ გპირდებით, რომ:
შპს „თინეთი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
შპს „თინეთი“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმებს: vendoo.ge; livo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myshop.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myads.ge; myjobs.ge; tkt.ge და აპლიკაციას Super App (https://superapp.tnet.ge/)-ს.
საიდენტიფიკაციო კოდი: 402116474
იურიდიული მისამართი: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 129ა, სართ.4
ელ.ფოსტა: [email protected]
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]
ჩვენ ვაგროვებთ შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი პლასტიკური ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ თქვენი პლასტიკური ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს ანგარიშზე (პროფილზე) დაიმახსოვროთ პლასტიკური ბარათის ინფორმაცია შემდგომი შეკვეთების მარტივად გაფორმების მიზნით. ბარათის დამახსოვრებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენი საგადახდო ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი.
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
ჩვენს პლატფორმებზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.
თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „Cookie პოლიტიკა".
ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი პლატფორმ/ებ/ით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთ პროდუქტზე და სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
ჩვენს მომხმარებლებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ მომხმარებლების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას ვითვალისწინებთ მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში გვეხმარება.
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ თქვენი სავარაუდო ინტერესები და მათი გათვალისწინებით შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული მარკეტინგული შეთავაზებები.
კომპანიის/პარტნიორი კომპანიების სერვისების/პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდების მიზნით.
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
პერსონალური მონაცემების ტიპები |
აღწერილობა |
საკონტაქტო |
თქვენს მიერ რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმებისას მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. |
სახელშეკრულებო |
დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციური |
მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს. |
ქცევითი |
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას. |
ტექნოლოგიური |
ინფორმაცია იმ ტექნიკა/ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/სერვისების/პლატფორმების სარგებლობისას. |
საკომუნიკაციო |
ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც კომპანია მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან, როგორც თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს* შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას. |
ფინანსური და ტრანზაქციული |
ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა, ბალანსისა და დავალიანების თაობაზე. ანგარიშის ნომერი, როცა ახდენთ ნივთის ონლაინ რეალიზაციას. საგადახდო ბარათის შესახებ ინფორმაცია (პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი). |
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები |
საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი |
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული |
ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების და საკონტაქტო პირების შესახებ, რომელსაც უთითებთ შეკვეთის გაფორმების დროს. |
დოკუმენტური მონაცემები |
სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექ პასპორტი/VIN კოდი და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი. |
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენი მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან/პირებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ, მაგალითად მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს:
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად:
თუ კომპანიის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები):თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიისა და აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel და Hotjar.com, ჩვენ ვიყენებთ VWO Analyze tool, რომლის საშუალებითაც ვამუშავებთ ინფორმაციას ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი ქცევის შესახებ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, კომპანია გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით.
აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:
ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმ/ებ/ით/ვებგვერდებით/აპლიკაციებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა შპს „თინეთის“ პლატფორმით/ვებგვერდებით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.
ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას, კონტენტის გაგზავნას და ა.შ.. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, ასევე, გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook“-ზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Facebook“-ის კედლისა და მეგობართა სიახლეების დაფის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Facebook”-სა და შპს „თინეთზე“ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Facebook“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენ შემოგთავაზებენ „Facebook“ მანდატის შექმნას ან „Facebook“–ზე დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“–ით სარგებლობის პირობებს.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Google“-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Google”-სა და შპს „თინეთზე“ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Google“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Google“-ზე და დააჭერთ „Google ავტორიზაციას“, თქვენ შემოგთავაზებენ „Google“ მანდატის შექმნას ან „Google“–ის ელექტრონული ფოსტის დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“–ით სარგებლობის პირობებს.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვისაც - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების თქვენთვის გასაცნობად.
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში „პარტნიორი ორგანიზაცია“ წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს/ხელს უწყობს თქვენთვის სერვისის/პროდუქტის შემოთავაზებასა და მომსახურების გაწევას. კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები შეიძლება იყოს შემდეგი კატეგორიის:
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე კანონით განსაზღვრულ ვადაში შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. კერძოდ:
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი.
კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმა/ებ/ზე /აპლიკაციაში. ამასთან, კონფიდენციალობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან თქვენი პროფილის გვერდზე შეტყობინებების სივრცეში ამ ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რელიაზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: [email protected].
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: მარიამ მიქელთაძე
ელექტრონული ფოსტა: [email protected].
ტელეფონი: 514600080
კონფიდენციალობის პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.