• ტერმინთა განმარტება
  • 1. განცხადებები და გარანტიები
  • 2. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და დახურვა
  • 3. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
  • 4. ავტორიზაცია
  • 5. ნივთის/მომსახურების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები
  • 6. ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა
  • 7. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)
  • 8. ანაზღაურება
  • 9. რეკლამა
  • 10. TRADE IN
  • 11. აკრძალული ოპერაციები და მომხმარებლის დამატებითი გარანტიები:
  • 12. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  • 13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  • 14. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • 15. პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა
  • 16. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
  • 17. ცვლილებების შეტანა
  • 18. ერთიანი ხელშეკრულება
  • 19. კომუნიკაცია
  • 20. გარდამავალი დებულებები
  • დანართი 1 - საკომისიო
  • დანართი 2 - ანგარიშის დახურვის პროცედურა
  • დანართი 3 - დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „მაი.ჯი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) www.mymarket.gewww.myshop.ge; www.mystartup.gewww.myauto.ge; www.myparts.gewww.myhome.ge; www.mytravel.ge; www.myads.gewww.mysports.gewww.myjobs.gewww.auction.myauto.ge; გამოყენების წესს (ანგარიშის გახსნა/გამოყენება/დახურვა, ნივთის/მომსახურების რეალიზაცია/შესყიდვა/განთავსება, მხარეთა ანაზღაურება, რეკლამირება და სხვა).

შპს „მაი.ჯი“ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმის საშუალებით ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების განთავსების, ყიდვისა და რეალიზაციის შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით ონლაინ ან სხვა სახის რეალიზაციის გზით.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს შპს “მაი.ჯი”-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს “მაი.ჯი”-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრულიკონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებითკონფიდენციალურობის პოლიტიკას.

!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

ვებგვერდი - ნიშნავს შპს „მაი.ჯი“-ს კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს: www.mymarket.ge; www.myshop.ge; www.mystartup.ge; www.myauto.ge; www.myparts.ge; www.myhome.ge; www.mytravel.ge; www.myads.ge; www.mysports.ge; www.myjobs.ge რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება;

კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს “მაი.ჯი”, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 205 268 645, რეგისტრირებული მისამართი: ქ, თბილისი, ნუცუბიძის ქ. #129ა;

კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: აუქციონი; რეალიზაციის/მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად;

მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

პლატფორმა - შპს “მაი.ჯი”-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს “მაი.ჯი”-ს ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ შპს “მაი.ჯი-სთვის” მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;

წვდომის კოდ(ებ) - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს ნივთის/მომსახურების განთავსებასა და ონლაინ რეალიზაციას/მომსახურების მიწოდებას ონლაინ აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის გზით.

მყიდველი/სტუმარი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კომპანიის პლატფორმის მეშვეობით ახდენს ნივთის/მომსახურების შეძენას.

ნივთი/მომსახურება - მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება ან მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის ან გაქირავების მიზნით.

ონლაინ აუქციონი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი (auction.myauto.ge), რომელიც მომხმარებელს ანიჭებს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის ან აუქციონის მოწყობის გზით შეიძინოს ან გაასხვისოს ნივთი/მომსახურების რეალიზაციის მიზნით.

აუქციონის მოწყობა - მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული აუქციონის ორგანიზება ნივთი/მომსახურების რეალიზაციის მიზნით.

ბიდერი/პრეტენდენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში.

შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე ბიდერის/პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ ნივთზე ფასის შეთავაზება.

სარეზერვო ფასი -  ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაწესებული საქონლის მინიმალური ფასი.

საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი.

განცხადების განთავსება - მომხმარებლის მიერ ნივთის/მომსახურების პლატფორმაზე განთავსება ონლაინ აუქციონით ან პირდაპირი მიყიდვის მიზნით.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.

ბე/საგარანტიო თანხა - ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

ლოტი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას.

საწყისი ფასი - გამყიდველის მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული ნივთის საწყისი სავაჭრო ღირებულება

ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა/თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

ონლაინ რეალიზაცია - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე კომპანიის სერვისის გამოყენების გზით ნივთის/მომსახურების ელექტრონული შეძენა/გასხვისება.

სხვა სახის რეალიზაცია - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე კომპანიის სერვისის გამოყენების გარეშე ნივთის/მომსახურების შეძენა/გასხვისება.

მასპინძელი/მესაკუთრე - მომხმარებელი რომელიც ახდენს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების mytravel.ge/myhome.ge-ს საშუალებით გაქირავებას.

1. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

1.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს;
1.2 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი.
1.3 ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს “მაი.ჯი”-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.4 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.5 კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და სისწორეზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
1.6 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
1.7 გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
1.8 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
1.9 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
1.10 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
1.11 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.12 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
1.13 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
1.14 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
1.15 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
1.15 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
        1.15.1 მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
        1.15.2 მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
        1.15.3 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
       1.15.4 პორტალზე განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
       1.15.5 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
       1.15.6 პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
1.16 მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
1.17 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
       1.17.1 ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
       1.17.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
       1.17.3 იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

2. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და დახურვა

2.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
2.2 მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
      2.2.1 მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: mymarket.ge; www.myshop.ge; www.mystartup.ge; www.myauto.ge; www.myparts.ge; www.myhome.ge; www.mytravel.ge; www.myads.ge; www.mysports.ge; www.myjobs.ge; www.auction.myauto.ge;
      2.2.2 მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს ელ-ფოსტის მისამართს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
      2.2.3 ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
              ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
              ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
              გ) მომხმარებელი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); იურიდიული პირის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
      2.2.4 რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
      2.2.5 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ გვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;

2.3 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
2.4 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
2.5 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.6 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
2.7 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 2-ით (იხ. დანართი 2 ანგარიშის დახურვის პროცედურა).
2.8 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

3. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

3.1 მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია - და 1) რომელიც მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის მისამართი; ან 2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;
3.2 პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
      3.2.1 სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
3.3 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებით;
3.4 მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
3.5 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
3.6 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

4. ავტორიზაცია

4.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
4.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტისა/ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
4.3 პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

5. ნივთის/მომსახურების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

5.1. ზოგადი პირობები
      5.1.1. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი წარმოადგენს შპს მაი.ჯი-ს პლატფორმის მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს პლატფორმის მეშვეობით თავისი ნივთის/მომსახურების/ქონების რეალიზაცია/გაქირავება წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
      5.1.2. შპს მაი.ჯი-ს პლატფორმაზე გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შეუძლია აირჩიოს კომპანიის მხრიდან შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
      5.1.3. გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შეუძლია აირჩიოს პლატფორმაზე ონლაინ (კომპანიის სერვისების გამოყენებით) ან სხვა სახის რეალიზაციის მეთოდი (ასეთ შემთხვევაში მყიდველს/სტუმარსა და გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად).
      5.1.4. ნივთის/მომსახურების სარეალიზაციოდ/გასაქირავებლად განთავსებისთვის გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი თავად უზრუნველყოფს განსაკარგი ნივთის/მომსახურების თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები, აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) პლატფორმაზე ატვირთვას, შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. (არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ აიტვირთება!).
      5.1.5. ნივთის/მომსახურების ეფექტური რეალიზაცია/გაქირავებისთვის გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შეუძლია აირჩიოს პლატფორმაზე არსებული რეკლამის სერვისი. რეკლამის პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების მე-9 მუხლით.
      5.1.6. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით.
      5.1.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში. კომპანია ონლაინ რეალიზებული ნივთის შემოწმებას ახდენს მხოლოდ ვიზუალური შემოწმებით.
      5.1.8. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი პასუხისმგებელია ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია რეალიზებული ნივთის/მომსახურების უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
      5.1.9. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მომხმარებლის ანგარიშებიდან მოხდეს გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელის რეალიზებული ნივთის/მომსახურების ღირებულებიდან კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა და დარჩენილი თანხის გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მასპინძელის ანგარიშზე გადამისამართება.
      5.1.10. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი აცხადებს, რომ სამრეწველო ნიმუშის მფლობელისაგან, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის მფლობელისგან და საქონლის მესაკუთრისგან/მწარმოებლისგან გააჩნია შესაბამისი წერილობითი ნებართვა (თუ ასეთი ნებართვის არსებობა რეალიზაციის აუცილებელი პირობაა), რომლითაც უფლებამოსილია მოახდინოს ნივთის/მომსახურების კომპანიის პორტალზე განთავსება რეალიზაციის მიზნით.
      5.1.11. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე, ნივთის/მომსახურების ხარისხზე და მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
      5.1.12. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ადასტურებს, რომ კომპანია არის გამტარი პლატფორმა, რომელიც გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს მის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის/მომსახურების ონლაინ რეალიზაციაში. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს განსაკარგი ნივთის/მომსახურების კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე. კომპანია არ მონაწილეობს ნივთის/მომსახურების გამყიდველსა/მომსახურების მიმწოდებელსა/მასპინძელსა და მყიდველს/სტუმარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
      5.1.13. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ადასტურებს, რომ იგი არის კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ნივთის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მხოლოდ გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს ეკუთვნის ნივთის/მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული თანხა (კომპანიის სერვისების საფასურის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
      5.1.14. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი პასუხისმგებელია მომხმარებლის ან/და მესამე პირების მიერ კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან ან/და მიწოდებული პროდუქციის რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი) ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა კომპანიას სარეალიზაციო ნივთის/მომსახურების ნაკლის (უფლებრივი/საგნობრივი) გამო.
      5.1.15. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ადასტურებს, რომ იგი პირადად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. ამასთანავე, მყიდველი პასუხისმგებელია დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ სრულ ზიანზე.
      5.1.16. მომხმარებელი (გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი) ვალდებულია:
                 1. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
                 2. პლატფორმაზე არ განათავსოს რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, ან ისეთი სახის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
                 3. არ განათავსოს ინფორმაცია/განცხადება/ფოტოსურათი ან სხვა მასალა, რომელიც იქნება რაიმე სახის მუქარის ან ცილისწამების შემცველი, კომერციული საიდუმლო, ან, რომელიც იქნება ღირსებისა და რეპუტაციის შეურაცხმყოფელი, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს საზოგადოებისთვის ან პლატფორმის/კომპანიისთვის;
                 4. არ გაავრცელოს ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია, კომპიუტერული ვირუსი, სპამი;
                 5. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;
                 6. არ გადასცეს პორტალზე არსებული მისი პირადი ანგარიში სხვა მომხმარებელს;
                 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება რაიმე სახის ნივთის/მომსახურების განკარგვა, პორტალზე არ განათავსოს მსგავსი სახის ნივთი/მომსახურება;
                 8. თუ ნივთის/მომსახურების განკარგვისთვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის ნივთს/მომსახურებას, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
                 9. არ განათავსოს განთავსებული განცხადების დუბლიკატი.
                 10. უზრუნველყოს განთავსებული განცხადების/რეკლამის/მასალის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (დაიცვას საავტორო/მომიჯნავე უფლებები/რეკლამის შესახებ კანონი და სხვა.).
                 11. უზრუნველყოს სარეალიზაციოდ წარდგენილი ნივთის/მომსახურების შესაბამისობა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში.
                 12. მომხმარებლის მიერ განთავსებული განცხადება არ უნდა იყოს ზოგადი ხასიათის (განცხადება უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს 1 სახის ნივთს/ნივთის ნაწილს/მომსახურებას).
                 13. აკონტროლოს პორტალზე განთავსებული სარეალიზაციო ნივთების რაოდენობები და მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, ოპერატიულად გამორთოს კონკრეტული განცხადება (დააპაუზოს, ამოიღოს ონლაინ გაყიდვებიდან).
                 14. დაიცვას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, არ გამოიყენოს ისისნი არამიზნობრივად და იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი ადასტურებს, რომ დაიცავს მაი.ჯი-ს პლატფორმაზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
                 15. პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატაროს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
                 16. შეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და ასეთი უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
                 17. პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინოს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
                 18. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
                 19. მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
                 20. მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორები, რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები. მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
                 21. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პოლიტიკა და 5.1.18. პუნქტის ი-ჟ ქვე-პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები წინამდებარე .ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (პორტალის მომსახურებით სარგებლობისას) და მისი შეწყვეტის შემდეგ უვადოდ.


5.2. MYMARKET.GE სპეციალური პირობები:
მომხმარებელს MYMARKET.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული ნივთის ან მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
      5.2.1. ონლაინ რეალიზაციისას კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული ნივთის ტრანსპორტირებასა და მყიდველისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მყიდველი.
      5.2.2. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის კურიერის მიერ ნივთის ტრანსპორტირებისას გამოწვეულ ზიანზე (ნივთის დაკარგვა ან დაზიანება).
      5.2.3. თუ გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირია და მის რეალიზებულ ნივთზე მომხმარებელი ნივთის ჩაბარებიდან 15 წუთის განმავლობაში გამოთქვამს სურვილის ნივთის ნებისმიერი მიზეზით დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიბრუნოს აღნიშნული ნივთი. ასეთი ნივთი გამყიდველს დაუბრუნდება მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების სურვილის გამოხატვიდან 3 სამუშაო დღეში.
      5.2.4. თუ გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირია იგი თავად განსაზღვრავს მომხმარებელთან შეთანხმებით ნივთის დაბრუნების პირობებს.
      5.2.5. მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი თავისუფლდება კომპანიის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან.
      5.2.6. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის/ნივთის/ქონების/მომსახურების წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.
      5.2.7. მომხმარებლისთვის ნივთის/მომსახურების ჩაბარების შემდეგ წარმოშობილ პრეტენზიაზე/დავაზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი.
      5.2.8. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი ნივთის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.

5.3. MYPARTS.GE სპეციალური პირობები:
მომხმარებელს MYPARTS.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ნაწილების და მასთან დაკავშირებული მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
      5.3.1. გამყიდველი ვალდებულია, პლატფორმის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის, ავტოსერვისის და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის ან ავტოსერვისის შინაარსის ამსახველი. ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებგვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის ტექსტური ინფორმაციის შემცველი.
      5.3.2. ფიზიკური პირი მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე აქტიური განცხადებების ლიმიტი შეადგენს 10 უფასო აქტიურ განცხადებას.
      5.3.3. მყიდველის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ კომპანია ახდენს მარაგების გადამოწმებას გამყიდველთან. შეკვეთის გამყიდველის მხრიდან დადასტურების შემთხვევაში კომპანიის კურიერი მოახდენს შეკვეთილი ნივთის წამოღებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
      5.3.4. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის/ნივთის/ქონების/მომსახურების წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.
      5.3.5. გამყიდველსა და კომპანიას შორის ყოველი კონკრეტული პროდუქციის/ნივთის მიწოდებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც ხდება მხოლოდ პროდუქციის/ნივთის შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის ვარგისიანობის შემოწმების გარეშე (კომპანიის მიერ არ ხდება პროდუქციის ქარხნული წუნის დადგენა/გამოვლენა, ან მისი დამატებითი კომპლექსური შემოწმება და შესაბამისობის დადგენა გამყიდველის მიერ გაცხადებულ ტექნიკურ ან/და თვისობრივ მაჩვენებლებთან და ა.შ.).
      5.3.6. ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მომხმარებელს/მყიდველს წარმოეშვას ნივთთან/მომსახურებასთან მიმართებაში
      5.3.5 პუნქტში განსაზღვრული მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის მხრიდან. აღნიშნული გულისხმობს პროდუქციის ჩანაცვლებას ან/და გადახდილი ღირებულების ანაზღაურებას, ამგვარი მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის მასშტაბით და 5(ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, რეგიონების შემთხვევაში.
      5.3.7. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი ნივთის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.

5.4. MYTRAVEL.GE სპეციალური პირობები:
Mytravel.ge-ზე ნებისმიერ მომხმარებელს (მასპინძელს) შეუძლია გამოაქვეყნოს მომსახურება/შეთავაზება უძრავი ქონების (მთლიანად ან მისი ნაწილის) გაქირავებაზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული წესების დაცვით.
      5.4.1. მასპინძელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს სტუმარის შეტყობინებას და დროულად გასცეს პასუხები. 5.4.2. მასპინძელი ვალდებულია ჯავშნის მოთხოვნებს უპასუხოს მაქსიმალურად სწრაფად არაუმეტეს მისი დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში.
      5.4.3. თავი აარიდეთ ჯავშნის გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული აისახება კლიენტის კმაყოფილებაზე და თქვენს რეიტინგზე.
      5.4.4. Mytravel-ის პლატფორმაზე განცხადების განთავსებისას უზრუნველყავით გასაქირავებელი ქონების, საიტის წესების მიხედვით სრული და ზუსტი ინფორმაციის დამატება უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ, როგორიც არის ქონების აღწერა, ლოკაცია და კალენდარში თავისუფალი თარიღები. აუცილებელია, მიუთითოთ უძრავ ქონებაში მოქმედი აკრძალვების (როგორიცაა სახლის წესები) და მოთხოვნების თაობაზე.
      5.4.5. მასპინძელი პასუხისმგებელია უძრავი ქონების თაობაზე მითითებულ ინფორმაციაზე (კალენდრის ხელმისაწვდომობის ჩათვლით) და ვალდებულია მუდმივად განაახლოს იგი.
      5.4.6. მასპინძელი განცხადებაში უთითებს მომსახურების ფასს (მათ შორის ისეთ გადასახადებს, როგორიც კვების საფასურია). მასპინძელი არის უფლებამოსილი სტუმარს მოსთხოვოს იმაზე მეტის გადახდა ვიდრე ეს მითითებულია მის მიერ განთავსებულ განცხადებაში.
      5.4.7. მასპინძელი მიერ განსაზღვრული შეთავაზება/განცხადება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს წინამდებარე წესებთან და პირობებთან.
      5.4.8. მასპინძელი მიერ შეთავაზებაში/განცხადებაში გამოყენებული სურათები, ანიმაციები ან ვიდეოები ზუსტად უნდა ასახავდეს მომსახურების მიმწოდებლის უძრავი ქონების ხარისხს და პირობას. კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს, რომ კონტენტს ჰქონდეს ფოტოების მინიმალური რაოდენობა ან განსაზღვრული ფორმატი, ზომა და რეზოლუცია.
      5.4.9. Mytravel-ის პლატფორმაზე, ძებნის შედეგებში, შეთავაზების განთავსება და რეიტინგი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ან დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიც არის სტუმრის საძიებო პარამეტრები და უპირატესობები, მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნები, ფასი და “თავისუფალი დღეები” კალენდარში, სურათების რაოდენობა და ხარისხი, მომხმარებლის სერვისი და გაუქმებების ისტორია, მიმოხილვა და რეიტინგი, მასპინძლის სერვისის ტიპები, და/ან ჯავშნის სიმარტივე.
      5.4.10. მასპინძელი უფლებამოსილია შეთავაზების/განცხადების წინ წამოსაწევად ისარგებლოს კომპანიის ფასიანი სერვისებით. ასეთი ფასიანი სერვისები არის VIP სერვისები, განახლება (ავტომატური განახლება), ფერის დამატება და HOMESELFIE. მეტი ინფორმაცია ფაქტორების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს როგორ გამოჩნდება მომსახურების მიმწოდებლის შეთავაზება საძიებო შედეგებში იხილეთ “დახმარების ცენტრი”.
      5.4.11. მასპინძელის მიერ სტუმრის მოთხოვნილი ჯავშნის მიღების/დადასტურებისას, მომსახურების მიმწოდებელსა და სტუმარს შორის ფორმდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იმ სერვისების/მომსახურების სტუმარისთვის მიწოდება, რომლებიც აღწერილია შეთავაზებაში.
      5.4.12. ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად.
      5.4.13. მასპინძელი უფლებამოსილია დაინტერესების შემთხვევაში მიმართოს სპეციალურად მათი შეთავაზებებისთვის/დღიურად გასაქირავებელი უძრავი ქონებისთვის შექმნილ დაზღვევის მომსახურებას, რომელიც შედგენილია კომპანიის პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად. ამ სერვისის არჩევის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცანით შესაბამის დაზღვევის პოლისს და დარწმუნდით, ყველა გამონაკლისი თუ „ფრანშიზა“ დაფარავს თუ არა გაქირავებულ ფართში ყოფნისას სტუმრის ქმედებას ან უმოქმედობას.
      5.4.14. მასპინძელი არ არის უფლებამოსილი Mytravel-ის პლატფორმაზე ერთი და იგივე ქონება განათავსოს ერთზე მეტჯერ. აღნიშნული წესი, თავიდან აგვარიდებს გაუთვალისწინებელ შემთხვევებსა და ერთი და იგივე თარიღებში რამდენიმე ჯავშანის მიღებას.
      5.4.15. მასპინძელს უფლება აქვს აირჩიოს ხელსაყრელი დასტურის ტიპი ჯავშნებისთვის. Mytravel-ის პლატფორმაზე შესაძლებელია ჯავშანი დადასტურდეს ავტომატურად ან მასპინძლებმა აირჩიოს ფუნქცია, რომლითაც თავად გადაამოწმებს ჯავშანს და შემდეგ დაადასტურებს მას. ჯავშნის დასადასტურებლად მასპინძელს აქვს 24 საათი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ჯავშანი ითვლება ავტომატურად უარყოფილად. სტუმარისთვის ჯავშნის უარყოფის მიზეზი მითითებულია პლატფორმაზე. დადასტურების ვადის გამო უარყოფილ ჯავშანზე, სტუმარს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა იგივე უძრავი ქონების დაჯავშნა სცადოს.
      5.4.16. მასპინძელმა შესაძლოა მიიღოს პარალელური ჯავშნების მოთხოვნა. ერთი და იგივე თარიღში დაიშვება მაქსიმუმ 3 ჯავშანი (3-ზე მეტი ჯავშანის მიღება ერთი და იგივე თარიღებში არ არის შესაძლებელი). პარალელური ჯავშნებიდან ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაში, დანარჩენ მოთხოვნებს ავტომატურად მიენიჭება უარყოფილის სტატუსი.
      5.4.17. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაეკონტაქტონ მასპინძლებს და დაუსვან ნებისმიერი კითხვა “შეთავაზების გვერდიდან”. თქვენ ვალდებული ხართ რეაგირება მოახდინოთ მაქსიმალურად სწრაფად.


5.5. MYHOME.GE სპეციალური პირობები:
მომხმარებელს (მესაკუთრეს) Myhome.ge-ზე შეუძლია განათავსოს განცხადება უძრავი ქონების შესახებ (გაქირავება/ყიდვა/გაყიდვა და სხვ). მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.
      5.5.1. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის სასაქონლო ნიშანი/ლოგო, სხვა ქონების ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).
      5.5.2. ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების 3-ჯერ დამატება არის უფასო, ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება მომხმარებლის ტიპის შესაბამისად.
      5.5.3. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლის, დანართი 1-ისა და დანართი 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად.
      5.5.4. ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
      5.5.5. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

5.6. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:
მომხმარებელს MYAUTO.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
      5.6.1. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს რეალიზაციისთვის აირჩიოს როგორც უფასო ისე ფასიანი სერვისი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თვის განმავლობაში მისთვის მინიჭებული 2 უფასო განცხადებით.
      5.6.2. ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად.

6. ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა

6.1. ზოგადი წესი
      6.1.1. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პორტალზე შეიძინოს/დაჯავშნოს/იქირაოს მისთვის სასურველი ნივთი/მომსახურება წინამდებარე წესების და პირობების მიხედვით.
      6.1.2. პორტალზე განთავსებული განცხადებები შესაძლოა იყოს 2 კატეგორიის: 1. ონლაინ რეალიზაცია, სადაც თქვენ კომპანიის სერვისების (პლატფორმის, საკურიერო და სხვა მომსახურებები) გამოყენებით შეიძენთ/დაჯავშნით სასურველ ნივთს/მომსახურებას ან 2. სხვა სახის რეალიზაცია, სადაც თქვენსა და გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად.
      6.1.3. სხვა სახის რეალიზაციას დაქვემდებარებული გაცხადების არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად ახდენთ გამყიდველთან/მომსახურების მიმწოდებელთან/მასპინძელთან კომუნიკაციის დამყარებას და მიწოდების/ანაზღაურების პირობებზე შეთანხმებას.
      6.1.4. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
      6.1.5. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის, ნივთის/მომსახურების მახასიათებლების, ადგილმდებარეობის ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
      6.1.6. მომხმარებელი (მყიდველი) აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
      6.1.7. სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა მყიდველსა/სტუმარსა და გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს/მასპინძელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ნივთის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი პასუხისმგებელია ნივთის/მომსახურების უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, შესაბამისად, ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მყიდველს/სტუმარს წარმოეშვას ნივთის/მომსახურებასთან მიმართებაში, სრული მოცულობით დაეკისრება გამყიდველს.
      6.1.8. მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ თუ პირად ბალანსზე შეტანილი აქვს თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად.
      6.1.9. მყიდველი/სტუმარი ადასტურებს, რომ შეძენილი ნივთის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.
      6.1.10. მყიდველი/სტუმარი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მყიდველი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.
      6.1.11. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, დანართი 3-ის მიხედვით.
6.2. ნივთის/მომსახურების მიღების წესი:
      6.2.1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
      6.2.2. შეძენილი ნივთის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
             1. თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
             2. მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
      6.2.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ ნივთს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
      6.2.4. მომხმარებელის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე პირადად.
      6.2.5. კომპანია უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.


6.3. MYMARKET.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:
      6.3.1. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
      6.3.2. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
      6.3.3. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
      6.3.4. თუ გამყიდველი ფიზიკური პირია მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა მის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს ან დააბრუნოს ჩაბარებული ნივთი კურიერის მომხმარებლის ადგილზე ყოფნის პერიოდში.
      6.3.5. თუ მომხმარებელმა პორტალზე ნივთი/მომსახურება შეიძინა ფიზიკური პირისგან, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი ნივთის ჩაბარების მომენტში კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს ნივთი/პროდუქტი და ნივთზე/პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს ხარვეზის არსებობის ფაქტი. მომხმარებლის მიერ კურიერის თანდასწრებით ნივთის დაბრუნების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაკლიანი ნივთის წამოღებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან ჩარიცხვას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. თუ, მომხმარებელი ნებისმიერი მიზეზით კურიერის თანდასწრებით არ მოახდენს ნივთის შემოწმებას, ითვლება, რომ კომპანიამ მომხმარებელს ნივთი ჩააბარა უნაკლო მდგომარეობაში. ნივთის ჩაბარების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი, შესაბამისად მომხმარებელმა პრეტენზიით უნდა მიმართოს მხოლოდ გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს.
      6.3.6. 6.3.4. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კურიერის მომხმარებლის ადგილზე დალოდების პერიოდი შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.
      6.3.7. თუ მომხმარებელმა პორტალზე ნივთი/მომსახურება შეიძინა იურიდიული პირისგან/მაღაზიისგან, ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში იგი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელს.
      6.3.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმება.
      6.3.9. პროდუქციის მიწოდებისას მომხმარებელთან (მყიდველთან) წინასწარ თანხმდება მიწოდების ადგილი და დრო.


6.4. MYPARTS.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:
      6.4.1. მყიდველი, MYPARTS.GE-ს მეშვეობით ახდენს მისთვის სასურველ ნივთის/მომსახურების შერჩევასა და შეძენას. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პლატფორმაზე არსებული ტექნიკური საშუალებებით.
      6.4.2. ნივთის/მომსახურების შეძენის შემთხვეაში კომპანია უზრუნველყოფს ნივთის/მომსახურების მყიდველისათვის მიწოდებას. მომხმარებლისთვის ნივთის/მომსახურების მისატანად კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს საკურიერო, საფოსტო, სატრანსპორტო ან სხვა მსგავსი მომსახურება.
      6.4.3. ნივთის/მომსახურების მიწოდება ქ. თბილისის მასშტაბით (ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები) ხორციელდება არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მასშტაბით (რეგიონებში) - არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
      6.4.4. პროდუქციის მიწოდების საკურიერო მომსახურეობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე, შეკვეთის დაფიქსირებამდე.
      6.4.5. შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 3-ით (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა).


6.5. MYTRAVEL.GE სპეციალური პირობები:
      6.5.1. Mytravel-ის ან/და მასპინძელის მიერ დადგენილი ნებისმიერი მოთხოვნების შესრულების (მაგალითად, ნებისმიერი გადამოწმების პროცესის დასრულების) გათვალისწინებით, მომხმარებელს/სტუმარს უფლება აქვს დაჯავშნოს უძრავი ქონება (სასტუმროს ნომერი, სახლი, აპარტამენტი, კოტეჯი და სხვ.) Mytravel-ის პლატფორმაზე, შესაბამისი დაჯავშნის პროცესის შესაბამისად. ჯავშნის გაკეთებამდე მომხმარებელს/სტუმარს ეცნობება ყველა სახის გადასახადის შესახებ.
      6.5.2. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გადაიხდის ჯავშნის სრულ საფასურს, მასპინძელის მიერ დადგენილი გადახდის პირობების და ვადების შესაბამისად.
      6.5.3. როდესაც მასპინძელი დაგიდასტურებთ ჯავშნის მოთხოვნას, თქვენსა და მასპინძელს შორის ფორმდება იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რაც ექვემდებარება მასპინძელის დამატებით წესებსა და პირობებს, გაუქმების მოქმედი პოლიტიკის და შეთავაზებაში მითითებული ყველა წესისა და შეზღუდვის ჩათვლით.
      6.5.4. Mytravel ვებგვერდზე ჯავშნის განხორციელებისას, ჯავშნის ღირებულების (გადახდის პირობების შესაბამისად სრული ჯავშნის ღირებულება, ან საიტზე დაჯავშნის ღირებულება) ოდენობით თანხის მომხმარებლის ბარათიდან ბლოკირება ხდება მხოლოდ მას შემდგომ, რაც მოხდება მასპინძლის მხრიდან მოთხოვნის დადასტურება.
      6.5.5. თანხის საბოლოოდ ჩამოჭრა ხორციელდება მომსახურების მიღების დასრულების შემდგომ.
      6.5.6. თუ მომხმარებელი მასპინძლის სერვისს დამატებითი სტუმრის სახელით დაჯავშნის, მომხამრებელმა რომ ყველა დამატებითი სტუმარი გაითვალისწინებს მასპინძლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს და დაეთანხმება ყველა წესს, პირობას და აკრძალვას, რომელიც მან დაადგინა.
      6.5.7. თუ მომხმარებელი უძრავ ქონებას ჯავშნის არასრულწლოვანის სახელით, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს, არასრულწლოვანის სახელით მოქმედების დამადასტურებელი იურიდიული უფლება იმოქმედო. ასევე, აუცილებელია დაჯავშნამდე ცალკე მონიშნოთ ბავშვ(ებ)ის რაოდენობა და დარმწუნდეთ, რომ მასპინძელს არ აქვს შეზღუდვა ბავშვების მიღებაზე.
      6.5.8. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლის, დანართი 1-ისა და დანართი 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად.
      6.5.9. თუ მასპინძელი არ გიპასუხებთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოიძიოთ სხვა საცხოვრებელი იგივე არეალში და გააკეთოთ ერთდროულად რამდენიმე ჯავშანი. თუ თქვენ არ აპირებთ იქირაოთ რამდენიმე ლოკაციაზე უძრავი ქონება, დარწმუნდით რომ არ დაეთანხმებით ერთზე მეტ მოთხოვნას, ერთი და იგივე პერიოდში, რადგან შესაძლებელია ერთნაირ პერიოდში სხვადასხვა ლოკაციებზე მოთხოვნილი ჯავშანი დადასტურდეს და აუცილებელი გახდეს ჯავშანის გაუქმება გაუქმების პოლიტიკის (დანართი 3) შესაბამისად.
      6.5.10. ჯავშანის დასრულების შემდეგ გარკვეულ ვადაში, სტუმარი და მასპინძლელი უფლებამოსილია დატოვოს საჯარო მიმოხილვა ("მიმოხილვა") და წარადგინოს “ვარსკვლავებით” რეიტინგი ("რეიტინგი") ერთმანეთთან დაკავშირებით. შეფასებები ან მიმოხილვები ასახავს ცალკეული მომხმარებლების მოსაზრებებს და არ ასახავს Mytravel-ის მოსაზრებას. შეფასებები და მიმოხილვები არ არის დამოწმებული Mytravel-ის სიზუსტით და შეიძლება იყოს არასწორი ან შეცდომაში შემყვანი.
      6.5.11. სტუმრებისა და მასპინძელთა შეფასებები და მიმოხილვები უნდა იყოს ზუსტი და არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან ცილისმწამებლურ ენას. შეფასებები და მიმოხილვები ექვემდებარება მე-5 ნაწილს და უნდა შეესაბამებოდეს Mytravel-ის კონტენტის პოლიტიკას.
      6.5.12. მომხმარებლებს ეკრძალებათ შეფასებისა და მიმოხილვების სისტემის ნებისმიერი ფორმით მანიპულირება, მაგალითად, მესამე მხარის მითითებით, დაწერონ დადებითი ან უარყოფითი მიმოხილვა სხვა მომხმარებლების შესახებ.
      6.5.13. შეფასებები და მიმოხილვები მომხმარებლის საჯარო პროფილის ნაწილია და შესაძლოა, ის განთავსდეს სხვაგან, Mytravel-ის პლატფორმაზე (მაგალითად, შეთავაზების გვერდზე) სხვა შესაბამის ინფორმაციებთან ერთად, როგორიცაა ჯავშნების რაოდენობა, გაუქმებების რაოდენობა, რეაგირების საშუალო დრო და სხვა ინფორმაცია. სტუმარის და მასპინძელის დატოვებული შეფასებების და მიმოხილვების ნახვა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დატოვებს ერთმანეთის შესახებ შეფასებას. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაეკონტაქტონ მასპინძლებს და დაუსვან ნებისმიერი კითხვა “შეთავაზების გვერდიდან”.
      6.5.14. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მასპინძლებს დაეკონტაქტოთ და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა “შეთავაზების გვერდიდან”. მასპინძელთა უმრავლესობა რამდენიმე საათის განმავლობაში გიპასუხებთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მასპინძელს არ ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა გარკვეულ მომენტში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კომუნიკაციის შეფერხება.


6.6. MYHOME.GE -ს სპეციალური პირობები:
      6.6.1. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად.
      6.6.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.

6.7. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:
      6.7.1. ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად.

7. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)

7.1. ელექტრონულ აუქციონზე განცხადების განთავსება / ელექტრონული აუქციონის მოწყობის წესი
პლატფორმაზე განცხადების განთავსების გზით ონლაინ გამყიდველი უფლებამოსილია გაასხვისოს ან/ და შეიძინოს ქონება ელექტრონული აუქციონის, ასევე აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისა და სურვილის შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების მეშვეობით (აუქციონის მოწყობა).
      7.1.1. ელექტრონული აუქციონით ვაჭრობის განხორციელებისთვის: ა. გამყიდველი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია პორტალზე წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. ბ. ნივთი უნდა იყოს გამყიდველის საკუთრებაში, ან გამყიდველს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება. გამყიდველმა თავად უნდა ამტკიცოს ნივთის საკუთრების ან/და მისი განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა. გ. გამყიდველმა განცხადების განთავსების ეტაპზე უნდა მონიშნოს ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ფუნქცია. დ. გამყიდველს ეკრძალება ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახით ფასების ხელოვნურად გაზრდა.
      7.1.2. გამყიდველი თავად ახორციელებს განსაკარგი ქონების თაობაზე ინფორმაციის პლატფორმაზე განთავსებას განაცხადის ფორმის შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. განაცხადის ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ განთავსდება.
      7.1.3. განაცხადის ფორმის შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, გამყიდველი პლატფორმაზე განათავსებს საქონლის/ნივთის ფოტოსურათებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში, არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამოსახულებას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას, პოლიტიკურ, თუ რელიგიურ მოწოდებებს. ფოტოსურათები არ უნდა იყოს გრაფიკულად ან/და სხვა ფორმით ისე დამუშავებული, რომ მომხმარებელს უქმნიდეს არასწორ წარმოდგენას ნივთის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამყიდველის მიერ ატვირთული/განთავსებული მასალით/მონაცემებით არ უნდა დაირღვეს მესამე პირების საავტორო უფლებები.
      7.1.4. ურთიერთობა გამყიდველსა და აუქციონში გამარჯვებულ/აუქციონში მონაწილე მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე.
      7.1.5. ქონების გასხვისება ან/და შეძენა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონი შესაძლოა განხორციელდეს „რეზერვით გაყიდვის“, „სუფთა გაყიდვის“ ან „იყიდე ახლავე“ პირობით:
            ა. „რეზერვით გაყიდვა“ გულისხმობს გამყიდველის მიერ მინიმალური სარეზერვო თანხის დაწესებას აუქციონის გზით ქონების გასხვისების შემთხვევაში. თუ გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში საბოლოო შეთავაზებული ფასი არ გადააჭარბებს სარეზერვო ფასს, გამყიდველი იტოვებს უფლებას, არ მოახდინოს ქონების გასხვისება.
            ბ. „სუფთა გაყიდვა“ გულისხმობს პირობას, როდესაც სარეზერვო ფასი არ არის გათვალისწინებული სარეალიზაციო პირობად და ქონების გასხვისება მოხდება ბოლო ბიდის/შემოთავაზების ფარგლებში წარდგენილი ფასით.
            გ. გამყიდველი განაცხადის რეგისტრაციის დროს თავად ადგენს ე.წ. ,,Buy It Now"-ს(„იყიდე ახლავე“) მეშვეობით ქონების სარეალიზაციო ღირებულებას, რომლის ოდენობაც შეადგენს შეთავაზებულ საწყის ფასს დამატებული საწყისი ფასის 10% (ათი).
            დ. ქონების გასხვისებაზე განცხადების განთავსების შემდგომ დაუშვებელია აღნიშნული განცხადების გაუქმება/შეცვლა, თუ მოცემულ სარეალიზაციო ქონებაზე უკვე დაწყებულია ელექტრონული აუქციონი და თუნდაც ერთი მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს მოცემულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ფაქტს. მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, მხარეს დააკისროს ჯარიმა სარეალიზაციო ქონების სრული ღირებულების ოდენობით, ასევე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მხარესთან და მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


7.2. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
      7.2.1. გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (საკომისიოს) დანართი 1-ის „საკომისიო“ შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის) ანგარიშიდან.

7.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება
      7.3.1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პლატფორმის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
      7.3.2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. საგარანტიო თანხა/ბე ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კონკრეტულ ლოტზე საგნის აღწერაში მითითებულ რეკვიზიტებზე.
      7.3.3. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. პრეტენდენტისთვის დაფარულია დანარჩენ პრეტენდენტთა ვინაობა.
      7.3.4. კონკრეტული განაცხადის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის შეთავაზება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით. მომხმარებლის მიერ ფასის შეთავაზება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ქონების მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის შეთავაზება შესაძლებელია შესაბამისი ბიდის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის შეთავაზება“ ზრდის ქონების სარეალიზაციო ფასს.
      7.3.5. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სადეპოზიტო თანხის წინასწარ გადახდის შემდეგ, შეიძინოს ქონება დაუყონებლივ ,,იყიდე ახლავე''-ს (ე.წ. ,,Buy It Now") დადგენილ ფასად და შესაბამისად არ დაელოდოს აუქციონის დასრულებას.
      7.3.6. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის შეთავაზება.“ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის შეთავაზება“ მოხდა ელექტრონული აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 3 (სამი) წუთის განმავლობაში, ელექტრონული აუქციონის ვადა ხანგრძლივდება მომდევნო 3 (სამი) წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
      7.3.7. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ პლატფორმა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და სხვა მონაცემების მითითებით).
      7.3.8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას გამყიდველთან აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულებას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ჩარიცხავს კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე, კომპანიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. კომპანიის რეკვიზიტები მიეთითება ყოველ ლოტზე, ელექტრონული აუქციონის წესების აღწერის ნაწილში. ანგარიშსწორების ვადის შეცვლა დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, ხოლო მომხმარებელს კარგავს აუქციონის მიმდინარეობისას უკვე გადახდილი საგარანტიო თანხას/ბეს.
      7.3.9. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მომხმარებელს საგარანტიო თანხა/ბე უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
      7.3.10. თანხის ჩარიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის შედეგის შესაბამისად რეალიზებული ქონების ღირებულების გადარიცხვას გამყიდველისთვის კუთვნილი მომსახურეობის საზღაურის გამოკლებით, რომელიც განისაზღვრება დანართით ან/და გამყიდველთან დადებული შეთანხმებით.
      7.3.11. აუქციონის შედეგების შესაბამისად მყიდველსა და გამყიდველს შორის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის და არა მხოლოდ გასხვისებული ქონების გაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მხოლოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, კომპანიის მხრიდან რაიმე სახით დამატებითი მონაწილეობის გარეშე. კომპანიას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა აუქციონის შედეგების შესაბამისად გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორების ფორმებს, ქონების გადაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
      7.3.12. გარდა ამ თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა, ელექტრონული აუქციონის გამყიდველი, პრეტენდენტი და აუქციონში გამარჯვებული პირები პასუხს აგებენ წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ნორმებით.

8. ანაზღაურება

8.1. კომპანიის ანაზღაურების პირობა
      8.1.1. ონლაინ რეალიზაციისას მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
      8.1.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს მაი.ჯი, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან/მომსახურების მიმწოდებელთან.
      8.1.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება ნივთის/მომსახურების ღირებულებას.
      8.1.4. კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
      8.1.5. საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ფინანსური აგენტი. მომხმარებლის ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული ნივთის/მომსახურების ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
      8.1.6. კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ ნივთის/მომსახურების ღირებულებას გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ ნივთის/მომსახურების და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
      8.1.7. მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით: - ბარათით კომპანიის პორტალზე - ონლაინ განვადებით. - გადახდის აპარატებით
      8.1.8. მომხმარებელი (მყიდველი/სტუმარი) ვალდებულია კომპანიას გადაუხადოს საკურიერო მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დანართი 3-ით განსაზღვრული საფასური (გაუქმების/დაბრუნების პოლიტიკით დადგენილი საფასური) ხოლო, კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის/სტუმარის) ანგარიშიდან. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე ინდივიდუალურად.
      8.1.9. კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის გამყიდველი/მომსახურების მიმწოდებელი/მასპინძელი კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 1-ის „საკომისიო“, დანართის 3-ის (დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის/სტუმარის) ანგარიშიდან.


8.2. MYMARKET.GE ანაზღაურების პირობა
      8.2.1. მომხმარებლის (მყიდველის) ანაზღაურების წესი:
      8.2.2. თუ კომპანია თავისი ინიციატივით გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას/შეკვეთას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე.
      8.2.3. მომხმარებლის (მყიდველის) მიზეზით რეალიზებული ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს (მყიდველს) მის მიერ გადახდილ თანხას უბრუნებს საკურიერო მომსახურეობის გამოკლებით 10 სამუშაო დღის ვადაში.
      8.2.4. მომხმარებლის მიერ 8.10 პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენებისას (ნივთის დაბრუნება) მყიდველი ვალდებულია კომპანიას გადაუხადოს საკურიერო მომსახურების საფასური, ხოლო კომპანია თავის მხრივ ახდენს მყიდველის მიერ ჩარიცხული თანხის დაბრუნებას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით.
      8.2.5. თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე.

8.3. გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების წესი
      8.3.1. მყიდველისთვის ნივთის/მომსახურების ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში კომპანია რეალიზებული ნივთის/მომსახურების საფასურს ურიცხავს გამყიდველს მის მიერ რეგისტრირებულ/მითითებულ ანგარიშის ნომერზე 9.3.2. პუნქტში განსაზღვრული მომსახურების საფასურის გამოკლებით.


8.4. MYPARTS.GE ანაზღაურების პირობა
      8.4.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
      8.4.2. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

8.5. MYHOME.GE ანაზღაურების პირობა
      8.5.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

8.6. MYTRAVEL.GE ანაზღაურების პირობა
      8.6.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.
      8.6.2. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების მე-8 მუხლის, დანართი 1-ისა და დანართი 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად.


8.7. MYAUTO.GE ანაზღაურების პირობა
      8.7.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

9. რეკლამა

9.1. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების დანართ 1-ში.
9.2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება დანართი 1 -ით.
9.3. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაზრდის მიზნით, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში).
9.4. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე.
9.5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია უფლებამოსილია რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის და ნივთის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა.
9.6. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლის ნივთის/მომსახურების/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია.
9.7. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები.
9.8. მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება.

10. TRADE IN

მომხმარებელს პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს განცხადების საფუძველზე მოახდინოს თავის საკუთრებაში არსებული მეორადი ნივთის სარეალიზაციოდ ჩაბარება. განცხადების დადასტურების შემთხვევაში მოხდება მომხმარებლისგან ნივთის ტრანსპორტირება, ნივთის შეფასება და შემდეგ ნივთის ღირებულების მომხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხვა.
10.1. მომხმარებელი Trade In -ფუნქციის არჩევის შემთხვევაში ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ჩასაბარებელი ნივთის რეალური აღწერილობა, საფასური და მასალა.
10.2. ჩასაბარებელი ტექნიკის ტრანსპორტირების საფასურს მომხმარებელი იხდის განაცხადის შევსებისთანავე, ტრანსპორტირების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
10.3. მომხმარებლის მიერ შეფასებული ჩასაბარებელი ნივთის საბოლოო ღირებულების დათვლა ხდება ნივთის ადგილზე ტექნიკური დათვალიერების შემდგომ.
10.4. ნივთის ღირებულების კორექტირების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია ნივთის ახალ ღირებულებაზე. თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ ფასს, რეალიზაცია ჩაითვლება წარმატებულად და მას თანხა აუნაზღაურდება 10.5 პუნქტის შესაბამისად. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ახალ ფასს - ჩაბარებული ნივთი დაუბრუნდება 3-4 სამუშაო დღის ვადაში.
10.5. მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურების ვადა განისაზღვრება ნივთის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღით.
10.6. ტრანსპორტირების ვადა თბილისში იმავე სამუშაო დღეს 11:00 დან 19:00 _ის შუალედში ხდება თბილისში2 საათში, რეგიონებში სჭირდება 3-4 სამუშაო დღე;

11. აკრძალული ოპერაციები და მომხმარებლის დამატებითი გარანტიები:

11.1. MY.GE პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთის/მომსახურების შეძენა ან/და გაყიდვა:
        • ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
        • ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
        • საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
        • პორნოგრაფიული მასალა;
        • მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
        • არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
        • მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
        • საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
        • საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
11.2. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
11.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
        • შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის პირადი ანგარიშის ოპერაცია; ან/და
        • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
        • შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
        • დაბლოკოს/წაშალოს პორტალზე არსებული მომხმარებლის ანგარიში ან/და
        • მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.

12. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

12.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
12.2. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
12.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
12.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
12.5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
12.6. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
      12.6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
      12.6.2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

13.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
13.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
13.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

14. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

14.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
14.2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

15. პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა

15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე - www.mymarket.ge; www.myshop.ge; www.mystartup.ge; www.myauto.ge; www.myparts.ge; www.myhome.ge; www.mytravel.ge; www.myads.ge; www.mysports.ge; www.myjobs.ge ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
15.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
15.3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

16. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

16.1. მაი.ჯი-ს პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს 0322 2 204242 ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე:info@my.ge.
16.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის .კლიენტთა მომსახურების ცენტრს 0322 2 204242, ან ვებ გვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით), იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსა
16.3. ფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

17. ცვლილებების შეტანა

17.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
17.2. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 13.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
17.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 16.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

18. ერთიანი ხელშეკრულება

18.1. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

19. კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:
ელ-ფოსტა: info@my.ge
Tel: მომსახურების ცენტრი 0322 2 204242

20. გარდამავალი დებულებები

20.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
20.2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შპს “მაი.ჯის“ მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
20.3. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
20.4. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
20.5. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
20.6. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
20.7. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
20.8. მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
20.9. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;

დანართი 1 - საკომისიო

ცხრილებში განსაზღვრულია მაი.ჯი-ს პლატფორმის ფასიანი სერვისების საფასურები.

MYAUTO.GE-ს ფასიანი სერვისები

პრომოუშენი

სერვისი

პერიოდი

ფასი

სხვა

სერვისი

პერიოდი

ფასი

 

VIP

24 საათი

1 ლარი

 

VIP Plus

24 საათი

2 ლარი

 

Super VIP

24 საათი

8 ლარი

 

განცხადების განახლება

ერთჯერადი

0.2 ლარი

 

ავტომატური განახლება

ერთჯერადი

0.25 ლარი

 

ფერის მინიჭება

30 დღე

1 ლარი

 

სტიკერი

30 დღე

2 ლარი

 

ფასიანი განცხადების განთავსება

ერთჯერადი

1 ლარი

 

ვადაგასული განცხადების აღდგენა

ერთჯერადი

0.25 ლარი

 

ვადაგასული განცხადების აღდგენა

ერჯერადიდი

1 ლარი

უფასო ლიმიტის არ არსებობის შემთხვევაში

ლიმიტების ფასები

განცხადების რაოდენობა

პერიოდი

ფასი

 

100 განცხადება

30 დღე

100 ლარი

 

200 განცხადება

30 დღე

120 ლარი

 

300 განცხადება

30 დღე

140 ლარი

 

400 განცხადება

30 დღე

160 ლარი

 

600 განცხადება

30 დღე

180 ლარი

 

800 განცხადება

30 დღე

200 ლარი

 

1000 განცხადება

30 დღე

220 ლარი

 

1500 განცხადება

30 დღე

260 ლარი

 

2000 განცხადება

30 დღე

300 ლარი

 

3000 განცხადება

30 დღე

350 ლარი

 

4000 განცხადება

30 დღე

400 ლარი

 

5000 განცხადება

30 დღე

450 ლარი

 

6000 განცხადება

30 დღე

500 ლარი

 

7000 განცხადება

30 დღე

560 ლარი

 

8000 განცხადება

30 დღე

640 ლარი

 

9000 განცხადება

30 დღე

720 ლარი

 

10 000 განცხადება

30 დღე

800 ლარი

 

11 000  განცხადება

30 დღე

880 ლარი

 

12 000 განცხადება

30 დღე

960 ლარი

 

13 000 განცხადება

30 დღე

1040 ლარი

 

14 000 განცხადება

30 დღე

1120 ლარი

 

15 000 განცხადება

30 დღე

1200 ლარი

 

16 000 განცხადება

30 დღე

1280 ლარი

 

17 000 განცხადება

30 დღე

1360 ლარი

 

18 000 განცხადება

30 დღე

1440 ლარი

 

20 000 განცხადება

30 დღე

1520 ლარი

 

25 000 განცხადება

30 დღე

1700 ლარი

 

30 000 განცხადება

30 დღე

2000 ლარი

 

35 000 განცხადება

30 დღე

2300 ლარი

 

50 000 განცხადება

30 დღე

3200 ლარი

 

VIN კოდის შემოწმება

სერვისი

პერიოდი

ფასი

სერვისი

CarFax

30 დღე

42 ლარი

CarFax

ClearVin

უვადო

12 ლარი

ClearVin

ავტოსალონების ფასიანი სერვისები

სერვისი

პერიოდი

ფასი

 

VIP

24 საათი

1 ლარი

 

VIP Plus

24 საათი

2 ლარი

 

Super VIP

24 საათი

8 ლარი

 

განცხადების განახლება

ერთჯერადი

0.2 ლარი

 

ავტომატური განახლება

ერთჯერადი

0.25 ლარი

 

ფერის მინიჭება

30 დღე

1 ლარი

 

 

MYPARTS.GE- ფასიანი სერვისები

პრომოუშენი

სერვისი

პერიოდი

ფასი

სერვისი

VIP

24 საათი

1 ლარი

VIP

Super VIP

24 საათი

4 ლარი

Super VIP

განცხადების განახლება

ერთჯერადი

0.1 ლარი

განცხადების განახლება

ავტომატური განახლება

ერთჯერადი

0.15 ლარი

ავტომატური განახლება

ვადაგასული განცხადების აღდგენა

ერთჯერადი

0.15 ლარი

ვადაგასული განცხადების აღდგენა

ფერის მინიჭება

30 დღე

1 ლარი

ფერის მინიჭება

ფასიანი განცხადების განთავსება

ერთჯერადი

0,1 ლარი

ფასიანი განცხადების განთავსება

 

ავტოსერვისებში განცხადების განთავსება

სერვისი

პერიოდი

ფასი

 

ერთი კატეგორია

30 დღე

5 ლარი

ყოველი მომდევნო კატეგორია 2.5 ლარი

ერთი კატეგორია

90 დღე

3 ლარი

ყოველი მომდევნო კატეგორია 1.5 ლარი

ერთი კატეგორია

365 დღე

2 ლარი

ყოველი მომდევნო კატეგორია 1 ლარი

ვადაგასული განცხადების აღდგენა

-

-

თავდაპირველად გადახდილი თანხა

 

განცხადების დაშლილებში განთავსება

სერვისი

პერიოდი

ფასი

 

ერთი კატეგორია

30 დღე

10 ლარი

ყოველი მომდევნო მოდელი 5 ლარი

ვადაგასული განცხადების აღდგენა

-

-

თავდაპირველად გადახდილი თანხა

 

MYHOME.GE-ს ფასიანი სერვისები

სერვისი

ვადა

ფასი

1 თვეში 3 უფასო განცხადება

30 დღე

0.00

ფასიანი განცხადების დამატება

 

0.1 ლარი

განახლება

 

0.2 ლარი

ავტომატური განახლება

 

0.25 ლარი

ვადაგასულიდან აღდგენა

 

0.2 ლარი

ფერის დადება

30 დღე

1 ლარი

VIP

24 საათი

1 ლარი

VIP+

24 საათი

2 ლარი

 

MYMARKET.GE-ს ფასიანი სერვისები

სერვისი

ვადა

ფასი

1 თვეში 5 უფასო განცხადება

30 დღე

0.00

ფასიანი განცხადება

 

0.1 ლარი

ერთჯერადი განახლება

 

0.1 ლარი

ავტომატური განახლება

 

0.15 ლარი

განცხადების აღდგენა

 

0.15 ლარი

ფერი

30 დღე

1 ლარი

Vip

1 დღე

1 ლარი

Vip +

1 დღე

2 ლარი

S-Vip

1 დღე

7 ლარი

დანართი 2 - ანგარიშის დახურვის პროცედურა

თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს მაი.ჯი-ს პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან მაი.ჯი-ს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე info@my.ge წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის დახურვა და მონაცემების წაშლა .

ანგარიშის დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის/მაი.ჯი-ს მიმართ.

თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.

დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.

მაი.ჯი ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ მაი.ჯი-ს ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ მაი.ჯი-ს აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.

ანგარიშის დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.

ანგარიშის დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.

ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:

- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება მაი.ჯი-ს/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;

თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

დანართი 3 - დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

1. MYTRAVEL.GE გაუქმების პოლიტიკა
ვებგვერდით სარგებლობის საკომისიო განისაზღვრება გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად. ასევე, გაუქმების პოლიტიკა და საკომისიოები განსხვავდება გადახდის პირობების შესაბამისად - მომხმარებელი დაჯავშნისას გადაიხდის თუ ადგილზე.

დაჯავშნისას გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია ოთხი ტიპის გაუქმების პოლიტიკიდან, ერთ-ერთის შერჩევა:

ლოიალური - 1 დღემდე ადრე უფასო გაუქმება

პლატფორმით სარგებლობის საკომისიო 6%.

ჯავშნის გაუქმების ამ მეთოდის შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 24 საათზე მეტი, მომხმარებელს დაუბრუნდება სრული თანხა. ხოლო თუ 24 საათი ან ნაკლები დარჩა, მას თანხა სრულად ჩამოეჭრება. მასპინძელს/მესაკუთრეს ჩაერიცხება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

მოქნილი - 5 დღემდე ადრე უფასო გაუქმება

პლატფორმით სარგებლობის საკომისიო 6.5%.

ჯავშნის გაუქმების ამ მეთოდის შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების სარგებლობის  თარიღამდე დარჩენილია 6 დღე ან მეტი, მომხმარებელს დაუბრუნდება სრული თანხა.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 5 დღე ან ნაკლები, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება ჯავშნის ღირებულების 50%. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე 24 საათის განმავლობაში გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება სრული თანხა. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

ზომიერი - 14 დღით ადრე უფასო გაუქმება

პლატფორმით სარგებლობის საკომისიო 7%.

ჯავშნის გაუქმების ამ მეთოდის შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 15 დღე ან მეტი, მომხმარებელს დაუბრუნდება სრული თანხა.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 14-6 დღემდე, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება ჯავშნის ღირებულების 30%. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 5-1 დღემდე, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება ჯავშნის ღირებულების 50%. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე 24 საათის განმავლობაში გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება სრული თანხა. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

მკაცრი - 30 დღით ადრე უფასო გაუქმება

პლატფორმით სარგებლობის საკომისიო 8%.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 31 დღე ან მეტი, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება სრული თანხა.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 30-15 დღემდე - 1, 2 ან 3 დღიანი ჯავშანის შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოეჭრება ჯავშნის ღირებულების 20%. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით. თუ, მეტი დღე აქვს დაჯავშნილი, სტუმარს ჩამოეჭრება 1 დღის საფასური, ხოლო მასპინძელს ჩაერიცხება 1 დღის ღირებულების 8%.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 14-6 დღემდე, გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს ჩამოეჭრება ჯავშნის ღირებულების 30%, მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 5-1 დღემდე, გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს ჩამოეჭრება თანხის 50%, მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

თუ უძრავი ქონების სარგებლობის თარიღამდე დარჩენილია 1 დღეზე ნაკლები, ჯავშანის გაუქმების შემთხვევაში სტუმარს თანხა არ დაუბრუნდება. მასპინძელს ჩაერიცხება მომხმარებლის გადახდილი თანხა, პლატფორმით სარგებლობის საკომისიოს გამოკლებით.

გაუქმების პოლიტიკა ადგილზე გადახდის შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლის მიერ შეთავაზებული იქნება, მხოლოდ ადგილზე ანგარიშსწორება, ან ორივე ვარიანტის შეთავაზების შემთხვევაში, სტუმარი აირჩევს ანგარიშსწორების ამ მეთოდს, პლატფორმით სარგებლობის საკომისიო იქნება ფიქსირებული 9%.

თუ უძრავი ქონების სარგებლობამდე დარჩენილია 31 დღე ან მეტი, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს სრულად დაუბრუნდება პლატფორმით სარგებლობის საკომისიო, ხოლო 30 და ნაკლები დღის შემთხვევაში, სტუმარს საკომისიო არ დაუბრუნდება.

მასპინძელის/მესაკუთრის მიერ გაუქმებული ჯავშანი.

თუ მასპინძელი გააუქმებს დადასტურებულ ჯავშანს, სტუმარი მიიღებს მთლიან თანხას. Mytravel (კომპანია) სტუმარს შესაძლებლობას მისცემს დაბრუნებული თანხა ახალი ჯავშნისთვის გამოიყენოს. ასევე, თუკი უძრავ ქონებაში განთავსებამდე, 7 დღეზე მეტი ხანია დარჩენილი, მასპინძელი დაჯარიმდება ვებგვერდის საკომისიოს ოდენობის თანხით და Mytravel-ის ადმინისტრაციასთან ერთად დაეხმარება სტუმარს იპოვოს ალტერნატიული ობიექტი/ფართი, მსგავსი საფასო კატეგორიიდან. ჯავშნის თარიღამდე, 7 დღეზე ნაკლები ხნით ადრე გაუქმებული ჯავშანის შემთხვევაში, მასპინძელი დაჯარიმდება ვებგვერდის ორმაგი საკომისიოს ოდენობის თანხით და დაეხმარება სტუმარს ალტერნატიული ობიექტის/ფართის მოძიებაში, მსგავსი საფასო კატეგორიიდან.

ალტერნატიულ ობიექტში/ფართში, განთავსებისას, ფასთა შორის სხვაობის შემთხვევაში, ვალდებული იქნება აანაზღაუროს ამგვარი სხვაობა. გარდა ამისა, Mytravel-ს შეუძლია შეფასებებზე ასახოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია პლატფორმაზე მასპინძლის მიერ გაუქმებული შეთავაზების შესახებ. ამასთან, Mytravel -მა შეიძლება შეინარჩუნოს კალენდარი დაბლოკილი გაუქმებული ჯავშნის თარიღებში, ან/და დააწესოს გაუქმების საფასური, თუ მასპინძელს არ აქვს მიზეზი იმისა, რომ ჯავშანი გაუქმდა Mytravel-ის შემამსუბუქებელი გარემოების პოლიტიკის შესაბამისად ან ჰქონდა ლეგიტიმური მიზეზი სტუმრის ქცევიდან გამომდინარე.

თუ მასპინძელი 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ 3 დადასტურებულ ჯავშანს გააუქმებს, ეს მის რეიტინგზე უარყოფითად არ აისახება. ხოლო, თუ 3-ზე მეტ ჯავშანს გააუქმებს, ვებგვერდით სარგებლობისათვის გათვალისწინებული საკომისიო 1%-ით გაეზრდება. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, 6-ზე მეტი დადასტურებული ჯავშანის გაუქმების შემთხვევაში, მასპინძელის შეთავაზება მოიხსნება ვებგვერდიდან და ვეღარ შეძლებს პლატფორმის სერვისებით სარგებლობას. თუ 6 თვის განმავლობაში, მასპინძელს არ აქვს გაუქმებული არცერთი დადასტურებული ჯავშანი, 1 დადასტურებული ჯავშნის გაუქმებას საკომისიოს გარეშე შეძლებს.

2. MYPARTS.GE გაუქმების/დაბრუნების პოლიტიკა

1. პროდუქციის/ნივთის შეცვლა/თანხის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ:
    ა. პროდუქცია/ნივთი დაზიანებულია უშუალოდ ტრანსპორტირების დროს. მოცემული ფაქტი უნდა დადასტურდეს პროდუქციის მიწოდებისას უშუალოდ კურიერის თანდასწრებით;
    ბ. პროდუქციას/ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
    გ. პროდუქციის/ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა ან/და განსხვავდება გამყიდველის მიერ ვეგ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან.
2. პორტალზე ონლაინ შესყიდული ნივთის/მომსახურების შესახებ პრეტენზია მყიდველმა უნდა განაცხადოს ნივთის/მომსახურების მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. პრეტენზია უნდა დარეგისტრირდეს კომპანიის საინფორმაციო ნომერზე 2 20 42 42.
3. უკან დაბრუნების პროცესის ინიცირებისათვის კომპანიის ელ.ფოსტის მისამართზე info@my.ge ასევე უნდა დაფიქსირდეს წერილობითი მოთხოვნა ნივთის/მომსახურების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, შეკვეთის რეკვიზიტებისა და დაბრუნების მიზეზების მითითებითა და აღწერით. სასურველია, მოხდეს ფოტო ფიქსაცია და მისი ატვირთვა.
4. პროდუქციის დაბრუნებას ახორციელებს კომპანია, ამგვარი პრეტენზიის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წუნდებული პროდუქცია/ნივთი გადაეცემა გამყიდველს მისი შემდგომი ინსპექტირებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. უკან დასაბრუნებელი პროდუქცია/ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული;
    ბ. პროდუქცია/ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული;
    გ. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და აშ.
6. კომპანია ვალდებულია, პროდუქციის/ნივთის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი/ელექტრონული ფორმით აცნობოს მყიდველს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
7. თუ დადასტურდა, რომ პროდუქცია/ნივთი აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს, გამყიდველსა და მყიდველს შორის შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს: ა. პროდუქციის/ნივთის შეცვლა; ბ. თანხის ანაზღაურება
8. გამყიდველის მიერ პროდუქციის/ნივთის შეცვლა/თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
9. პორტალზე ნივთის/მომსახურების სხვა სახით შეძენისას ნივთის/მომსახურების დაბრუნების პირობები განისაზღვრება გამყიდველს/მომსახურების მიმწოდებელსა და მყიდველს შორის ინდივიდუალური შეთანხმებით კომპანიის ჩარევის გარეშე.

Пройдите авторизацию и получите доступ ко всем услугам с одного профиля